შალვა პაპუაშვილი: ყველას მოვუწოდებ, ნუ იქნებიან ბრიუსელის და მათი მარიონეტი პარტიების იმედად, ასე მიატოვეს სააკაშვილიც, ყველა აღიარებს, რომ ეს იყო ძალადობრივი აქციები, აღარავინ ამბობს, რომ ვინმე არის უდანაშაულოდ დაჭერილი

„ყველა აღიარებს, რომ ეს იყო ძალადობრივი აქციები. აღარავინ ამბობს, რომ ვინმე არის უდანაშაულოდ დაჭერილი და ვინც ეს ყველაფერი გაიაზრა, 45-მა ადამიანმა მიმართა [შეწყალებაზე პრეზიდენტს] და არის კიდევ მიმართვები რამდენადაც ვიცი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ერთადერთი, მათზე მზრუნველი არის საქართველოს სახელმწიფო და არა - ბრიუსელი, ან რომელიმე ელჩი, რომლებმაც უარეს დღეში ჩააგდეს საკუთარი ქცევით და სასამართლო პროცესებზე დემონსტრაციული მინიშნებებით, რომ მაგრად დამდგარიყვნენ.

„2024-25 წლებში, ფაქტობრივად ერთი წლის ფარგლებში იყო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის ორი მცდელობა. ეს იყო 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პარლამენტზე შტურმის მცდელობა და 2025 წლის ოქტომბერში პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის მცდელობა. ყველას გვახსოვს მაშინ მაშხალებით თავდასხმა პოლიციელებზე. 150 პოლიციელი დაშავდა, მათ შორის მძიმედ დაშავებულებიც არიან. ერთმა პოლიციელმა მხედველობა დაკარგა ცალ თვალში. ამ ყველაფრის შედეგად, ჯამში 120 ადამიანი მიეცა პასუხისგებაში ხელისუფლების ამ ორი ძალადობრივი დამხობის მცდელობის პროცესში.

აქედან 45-მა ადამიანმა დანაშაული აღიარა და მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, შეიწყალა პრეზიდენტმა, რაც ადასტურებს, რომ მშვიდობიანი აქციების შესახებ რევოლუციური პროპაგანდა დასრულდა. ვინმე თუ ატყუებს მათ, ვინც ჯერ კიდევ პატიმრობაშია, ან სხვა აქტივისტებს, არ ვიცი, მაგრამ არავინ მათ არაძალადობრივ ხასიათზე აღარ საუბრობს უცხოეთიდან.

ყველა აღიარებს, რომ ეს იყო ძალადობრივი აქციები. აღარავინ ამბობს, რომ ვინმე არის უდანაშაულოდ დაჭერილი და ვინც ეს ყველაფერი გაიაზრა, 45-მა ადამიანმა მიმართა [შეწყალებაზე პრეზიდენტს] და არის კიდევ მიმართვები რამდენადაც ვიცი. ყველას მოვუწოდებ, ნუ იქნებიან ბრიუსელის და მათი მარიონეტი პარტიების იმედად. ასე მიატოვეს სააკაშვილიც. 2-3 წელი ერთი ამბავი ჰქონდათ ატეხილი - ელჩი იქნებოდა, თუ ევროკავშირი, პროტესტებით გამოდიოდნენ და ხედავთ რა დღეშიცაა დღეს.

ყველას მოვუწოდებ, ენდონ საქართველოს სახელმწიფოს. ერთადერთი, მათზე მზრუნველი არის საქართველოს სახელმწიფო და არა - ბრიუსელი, ან რომელიმე ელჩი, რომლებმაც უარეს დღეში ჩააგდეს საკუთარი ქცევით და სასამართლო პროცესებზე დემონსტრაციული მინიშნებებით, რომ მაგრად დამდგარიყვნენ და არ ეღიარებინა მაგალითად მზია ამაღლობელს ის, რაც ყველამ ერთად ვიხილეთ პირდაპირ ეთერში, რომ იძალადა პოლიციელზე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789714310

ახალი ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე ოპოზიციაზე: მათ შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ წინ არის, თუმცა რა დავალებაც ექნებათ საერთაშორისო აქტორების მხრიდან, ისე მოიქცევიან

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირება კვლავ გაგრძელდება, თუმცა მათი...

გიორგი ჩაკვეტაძე

1789711958

ახალი ამბები

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო: ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შვიდ ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა, 183 ბაღი კი აგრძელებს ფუნქციონირებას

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით,...

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო:

1789710566

ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე, შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძიება მყისიერად დაიწყო“, - ამ...

ფინანსთა სამინისტრო

1789709831

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: ისეთი ქვეყანაც კი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, თავისი სუვერენიტეტის დასაცავად ნაბიჯებს დგამს

„ისეთი ქვეყანაც კი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, თავისი სუვერენიტეტის დასაცავად ნაბიჯებს დგამს“, - ასე შეაფასა „ქრონიკასთან“ საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტ...

თენგიზ შარმანაშვილი

1789708170

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: აშშ „ფარას“ კანონმდებლობის მეტად გამკაცრებას ფიქრობს, ვინაიდან ეს კანონი ქვეყნის უსაფრთხოებას, ქვეყნის სუვერენიტეტს იცავს

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება „ფარას“ რეგულაციების გამკაცრების შესახებ, გასაგებია იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც დღეს მთელ მსოფლიოშია. ასევე, მმართველ გუნდში ხაზგასმით აღნიშ...

ლევან მაჭავარიანი