პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო - დაკავებულია 11 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 11 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
„სისხლის სამართლის საქმეებზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულთა ნაწილი ნარკოტიკულ საშუალებას წინასწარ შერჩეულ ადგილებზე ათავსებდა, რის შემდეგაც შესაბამის კოორდინატებსა და ფოტოსურათებს დაინტერესებულ პირებს უგზავნიდა.
პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „კოკაინი“, „ჰეროინი", „მეთადონი“, „ალფა პვპ“, „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1789709831
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: ისეთი ქვეყანაც კი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, თავისი სუვერენიტეტის დასაცავად ნაბიჯებს დგამს
„ისეთი ქვეყანაც კი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, თავისი სუვერენიტეტის დასაცავად ნაბიჯებს დგამს“, - ასე შეაფასა „ქრონიკასთან“ საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტ...
1789708170
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: აშშ „ფარას“ კანონმდებლობის მეტად გამკაცრებას ფიქრობს, ვინაიდან ეს კანონი ქვეყნის უსაფრთხოებას, ქვეყნის სუვერენიტეტს იცავს
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება „ფარას“ რეგულაციების გამკაცრების შესახებ, გასაგებია იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც დღეს მთელ მსოფლიოშია. ასევე, მმართველ გუნდში ხაზგასმით აღნიშ...
1789706750
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 18 სექტემბერს საქართველოში
18 სექტემბერს ქუთაისში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +29 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმა იქნება ოზურგეთშიც. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ხანმოკ...
1789678529
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე: თავიანთ სიშლეგეს აბრალებენ „შეთქმულების თეორიებს“, ჩერგოს, რაღაც ნაწილში და „ვორდინგში“ ვეთანხმები მაგათზე რასაც ამბობს, მიხეილ სააკაშვილმა თავისი ხარჭების დონეზე დაიყვანა პარტია
ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას გიორგი გამსახურდია ეხმაურება. როგორც მან გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რადიკალები ახლა შეთქმულების თეორიებში ეძებენ დამნაშავეს, რეალურად კი ამ მდგომარეობაში თავ...
1789677909
მსოფლიოდონალდ ტრამპი: პოლონეთში აშშ-ის სამხედრო ბაზის შექმნის მიმართულებით დიდი პროგრესია
„პოლონეთში ამერიკული სამხედრო ბაზა ძალიან მალე გაიხსნება“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, აღნიშნული „ისტორიული ნაბიჯი“ პოლონეთის პრეზიდენტის კაროლ...































