შალვა პაპუაშვილი: „ნამოხვანჰესის“ ისტორია არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ გამჭვირვალობის კანონი არის ყველაზე ქართული კანონი, რაც კი მიიღო პარლამენტმა ბოლო წლებში

„ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმ ჭეშმარიტებისა, რაც ისედაც ხელის გულზე დევს, რომ თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მზარდია ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა ჰიბრიდული მეთოდებით და ამგვარ მეთოდებში შედის მათ შორის დაფინანსება ერთი ქვეყნის, ან პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან მეორე ქვეყანაში საკუთარი ინტერესების გატარებისა, ასე რომ ეს ყველაზე ადრე დაინახა აშშ-მ, ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ და მოაწესრიგეს ფარას კანონით“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რითაც უპასუხა „ფარა“-ს რეგულაციების გამკაცრების შესახებ დასმულ კითხვას.

ამ კონტექსტში საუბრისას პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ გამჭვირვალობის კანონი არის ყველაზე ქართული კანონი, რაც ბოლო წლებში პარლამენტმა მიიღო.

„ეს არის ჭეშმარიტება, რომლის შემოტრიალება სცადა ბრიუსელმა და სხვათა შორის აშშ-ის წინა ადმინისტრაციამაც. აშშ-ის ყოფილმა ელჩმა აბსოლუტურად ყალბი კამპანია აწარმოვა და შეგახსენებთ, რომ ყველაზე ქართულ კანონს, ქალბატონმა დეგნანმა დაარქვა რუსული კანონი და ეს პროპაგანდისტული ნარატივი მათივე დაფინანსებული ენჯეობის საშუალებით სცადეს, რომ საზოგადოებაში დაემკვიდრებინათ. მაგრამ ნახეთ, საბოლოო ჯამში საზოგადოებამ რა პასუხიც გასცა ამ ყალბ ნარატივს. ჩვენ 2024 წელს მივიღეთ ყველა შესაბამისი კანონმდებლობა და ასე გავედით არჩევნებზე და ეს ეს არჩევნები, რომლებიც თავად გამოაცხადეს რეფერენდუმად, ამ რეფერენდუმზე ქართველმა ხალხმა, მილიონ ას ოცმა ათასმა ადამიანმა მხარი დაუჭირა ყველა ამ კანონს, რომელიც ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს.

ამ დღეებში შეგვახსენეს ნამოხვანჰესის თემა, სადაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები და არის რისკი, რომ 400 მლნ დოლარი დაეკისროს საქართველოს, კომპანიის სასარგებლოდ, რომელიც ფაქტობრივად აქედან გააგდო უცხოეთიდან დაფინანსებულმა აგენტურამ. გარდა იმისა, რომ საქართველომ მიიღო ზიანი, რომ ეს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი არ განხორციელდა, დამატებით საქართველოს ბიუჯეტიდან შეიძლება მიგვიწიოს ანაზღაურება იმ ზიანისა, რომელიც მიაყენეს მათ უცხოურმა დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა.

ამ კამპანიას მაშინ კურირებდა სამი არასამთავრობო ორგანიზაცია - მწვანე ალტერნატივა, სოციალური სამართლიანობის ცენტრი და საია, სამივე დაფინანსებული ბრიუსელიდან და რამდენიმე სხვა წყაროდან დღეს ყველამ იცის, რომ იყო აბსოლუტური ფარსი რაც მოაწყვეს მაშინ, რათა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი ჩაშლილიყო. ასე რომ, ნამოხვანჰესის ისტორია არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ გამჭვირვალობის კანონი არის ყველაზე ქართული კანონი, რაც კი შეიძლება მიიღო პარლამენტმა ბოლო წლების განმავლობაში, ვინაიდან ქართულ ინტერესებს ემსახურება. რაც ჩაიდინეს ბრიუსელიდან დაფინანსებულმა ხალხმა და ჩაშალეს ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი, ასეთი მავნებლობა ვეღარ მოხდება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789709831

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: ისეთი ქვეყანაც კი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, თავისი სუვერენიტეტის დასაცავად ნაბიჯებს დგამს

„ისეთი ქვეყანაც კი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, თავისი სუვერენიტეტის დასაცავად ნაბიჯებს დგამს“, - ასე შეაფასა „ქრონიკასთან“ საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტ...

თენგიზ შარმანაშვილი

1789708170

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: აშშ „ფარას“ კანონმდებლობის მეტად გამკაცრებას ფიქრობს, ვინაიდან ეს კანონი ქვეყნის უსაფრთხოებას, ქვეყნის სუვერენიტეტს იცავს

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება „ფარას“ რეგულაციების გამკაცრების შესახებ, გასაგებია იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც დღეს მთელ მსოფლიოშია. ასევე, მმართველ გუნდში ხაზგასმით აღნიშ...

ლევან მაჭავარიანი

1789706750

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 სექტემბერს საქართველოში

18 სექტემბერს ქუთაისში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +29 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმა იქნება ოზურგეთშიც. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ხანმოკ...

ამინდი, შემოდგომა, წვიმა

1789678529

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე: თავიანთ სიშლეგეს აბრალებენ „შეთქმულების თეორიებს“, ჩერგოს, რაღაც ნაწილში და „ვორდინგში“ ვეთანხმები მაგათზე რასაც ამბობს, მიხეილ სააკაშვილმა თავისი ხარჭების დონეზე დაიყვანა პარტია

ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას გიორგი გამსახურდია ეხმაურება. როგორც მან გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რადიკალები ახლა შეთქმულების თეორიებში ეძებენ დამნაშავეს, რეალურად კი ამ მდგომარეობაში თავ...

გიორგი გამსახურდია

1789677909

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: პოლონეთში აშშ-ის სამხედრო ბაზის შექმნის მიმართულებით დიდი პროგრესია

„პოლონეთში ამერიკული სამხედრო ბაზა ძალიან მალე გაიხსნება“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, აღნიშნული „ისტორიული ნაბიჯი“ პოლონეთის პრეზიდენტის კაროლ...

ტრამპიტრამპი