შემოვიდნენ წასაყვანად, შავ ფორმაში ჩაცმულები, შემატყობინეს, რომ გადავყავდი, მაგრამ არ მითხრეს, სად! - მიხეილ სააკაშვილი
„სცადეს ჩემი ძალით გადაყვანა — ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზი, რომელიც ოდესმე მქონია... ვიდეოზე დაფიქსირებულია ჩემი მძიმე მდგომარეობა,“ - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა საზოგადოებას, მისმა ადვოკატმა, ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გააცნო.
„დღეს შემოვიდნენ წასაყვანად, 6-ის ნახევარი იქნებოდა, შავ ფორმაში ჩაცმულები. შემატყობინეს, რომ გადავყავდი, მაგრამ არ მითხრეს, სად.
მე მოვითხოვე წნევის და პულსის შემოწმება. წნევა მქონდა 180, მეორე გაზომვაზე 200-110-ზე. ჩემი ნორმალური წნევა არის 120-180. ეს იყო აბსოლუტური ჰიპერტონიული კრიზისი. არასდროს მქონია ასეთი წნევა და პულსი.
ამის შემდეგ სცადეს ძალით გაყვანა. მე გავუწიე წინააღმდეგობა.
ამის შემდეგ გავითიშე და არ მახსოვს არაფერი. გონებაზე რომ მოვედი, ექიმი მადგა თავზე და მითხრა, რომ არსად აღარ გადავყავდი და ვრჩებოდი ჰოსპიტალში. ასევე მითხრეს, რომ ჩემს ექიმებს შემოუშვებდნენ და არ შემოუშვეს.
ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზისი, რომელიც ოდესმე მქონია. თან სულ მიღებდნენ ვიდეოს. მათ შორის სამედიცინო პროცედურების დროს, ვიდეოზე დაფიქსირებულია ჩემი ძალიან ცუდად ყოფნა" , - ნათქვამია| მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.
ჯერჯერობით გორის სამხედრო ჰოსპიტალსა და პენიტენციურ სამსახურში განმარტება არ გაკეთებულა.
ასევე საინტერესოა:
1794311686
ახალი ამბებილევან მახაშვილი ევროკომისიის მოთხოვნებზე: ერთი წამით წარმოიდგინეთ სავიზო რეჟიმები ჩვენი მეზობლების მიმართ, ეს წარმოიდგინეთ რა კატასტროფა იქნება ტურიზმისთვის
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის მოწოდების მიუხედავად, არ აპირებს რუსეთისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ სანქციებთან მიერთ...
1794311371
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ოპოზიციის დუმილზე: ნარატივში დაიკარგა რადიკალური ოპოზიცია
„აგენტურამ მიიღო დავალება, რომ ჩინეთი არ ელანძღათ იქიდან გამომდინარე, რომ კონტრპროდუქტიული აღმოჩნდებოდა“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ჩინეთის...
1794310201
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ვიდრე „ქართული ოცნება“ საქართველოს ხელისუფლებაშია, ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყნის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებას
„ვიდრე „ქართული ოცნება“ საქართველოს ხელისუფლებაშია, ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყნის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებას. გასაგებია პარტნიორობა, მეგობრობა, მაგრამ ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ს...
1794308536
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ჩინეთთან სტრატეგიულმა თანამშრომლობამ თავისი დინამიკა და პოზიტივი შემოიტანა, ჩინეთი თავის ურთიერთობებში ძირითადად აქცენტს აკეთებს პარტნიორ ქვეყნებთან მათ საქმეებში ჩაურევლობაზე
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მნიშვნელოვანია საქართ...
1794307358
საზოგადოებაირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს ტალგატ ადუოვს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა დ...




























