სოზარ სუბარი: მეხსიერებიდან ვერასდროს წაიშლება, თუ როგორ დაუპირისპირდა და რამდენად სასტიკად გაუსწორდა 7 ნოემბერს სააკაშვილის ხელისუფლება საკუთარ ხალხს

„7 ნოემბერი დარჩა დღედ, რომელმაც სააკაშვილი გაისტუმრა პოლიტიკურ სამარეში“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 7 ნოემბრის შეფასებისას.

როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის თარიღი, რომელიც ქართველმა ხალხმა არ აპატია მიხეილ სააკაშვილს.

სოზარ სუბარის თქმით, 7 ნოემბერი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში შევა გარდამტეხ თარიღად, როცა მოსახლეობამ ნათლად დაინახა, რომ ხალხის და ხელისუფლების სურვილები და პოზიციები ერთმანეთს რადიკალურად უპირისპირდებოდა.

„არის თარიღები, რომლებიც მუდმივად რჩება ერის ისტორიაში და მეხსიერებაში. 9 აპრილის მონაწილე ვარ, იქ ვიდექი და ეს არის დღე, რომელიც არასდროს წაიშლება არა მხოლოდ თითოეული იქ მყოფი ადამიანის მეხსიერებიდან და ემოციიდან, არამედ მთელი ერის მეხსიერებიდან. ასეთივე დღეა 7 ნოემბერი. დემონსტრაციებისა და მიტინგების მეტი რა გვინახავს საქართველოში, მაგრამ არსებობს გარდატეხის თარიღები და 7 ნოემბერი ერთ-ერთი ამგვარი გარდატეხის თარიღია. ეს არის დღე, როდესაც ქართველმა ხალხმა დაინახა, რომ ხალხის და ხელისუფლების ინტერესები და პოზიციები აბსოლუტურად ასცდა ერთმანეთს. ეს იყო დღე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება პირდაპირი მნიშვნელობით დაუპირისპირდა ქართველ ხალხს. ეს კარგად დაინახა ქართველმა ხალხმა და არ აპატია მაშინდელ ხელისუფლებას, რომელმაც დილის 7 საათზე დაიწყო დარბევების კასკადი. პირველად დაარბიეს ის რამდენიმე ათეული მოშიმშილე, რომლებიც პარლამენტის კიბეებზე ისხდნენ აბსოლუტურად მშვიდობიანად და არათუ საავტომობილი გზას არ კეტავდნენ, თვით ტროტუართანაც კი არ ჰქონდათ შეხება. ამის შემდეგ, დღის განმავლობაში რუსთაველის პროსპექტზე რამდენჯერმე განმეორდა დარბევები. დარბევაში მონაწილეობდნენ თავდაცვის სამინისტროს ძალები და სასჯელაღსრულების სპეცრაზმი, რაც კონსტიტუციის სერიოზული დარღვევაა. მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევაში მონაწილეობდნენ ე.წ. „ტიტუშკები“, „ნაცმოძრაობის“ არაფორმალური მარბიელი ბანდები, რომლებიც არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ წარმოადგენდნენ, რამაც ხელისუფლება, პრაქტიკულად, კანონგარეშე დააყენა.

მახსოვს, პარლამენტსა და პირველ გიმნაზიას შორის რამდენიმე სპეცრაზმელი ხელკეტებით სცემდა ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტს და ოპერატორს, თან უშვერი სიტყვებით აგინებდა და ეუბნებოდა - „შე ბადრის ლეკვო, რამდენს ბედავო“. ეს ჟურნალისტი და ოპერატორი იმ შემთხვევაში მე გადავარჩინე და გამოვიყვანე სამშვიდობოს. ამას მოჰყვა შეკრების დარბევა რიყეზე - იმ ადგილას, სადაც არც ავტომანქანების სავალი ნაწილია და არც რაიმე სტრატეგიული ობიექტი, შესაბამისად, ვერანაირი ლეგიტიმური საფუძველი მიტინგის დარბევას ვერ ექნებოდა. და დღის ბოლოს ამ უკანონობათა კასკადის კულმინაცია იყო ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრა და დარბევა, რასაც თან ახლდა აპარატურის განადგურება, ჟურნალისტების ცემა და მაუწყებლობის ეთერიდან გათიშვა. სწორედ ამ ყველაფრის გამო, 7 ნოემბერი არის ის თარიღი, რომელიც ქართველმა ხალხმა არ აპატია მიხეილ სააკაშვილს და ის აიძულა, ჯერ გადამდგარიყო, მოგვიანებით კი სამუდამოდ გაისტუმრა პოლიტიკურ სამარეში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762528818

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა ჰერჩისკის წერილზე: ეს წერილი მორიგი დასტურია იმისა, რასაც ჩვენ ვამბობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში - ჰერჩინსკიმ და მისმა მეგობრებმა დასაჯეს საქართველო იმიტომ, რომ ჩვენ უარი ვთქვით მეორე ფრონტის გახსნაზე

ეს წერილი მორიგი დასტურია იმისა, რასაც ჩვენ ვამბობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე ჩვენ ვთქვით, რომ ჰერჩინსკიმ და მისმა მეგობრებმა დასაჯეს საქართველო და ამ რადიკალე...

ირაკლი ზარქუა

1762527044

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე ტიპის 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლებსა და ექიმებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ტიპის 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლებსა და ექიმებს შეხვდა. შეხვედრაზე, ინსულინით უზრუნველყოფის პროგრამაში შესულ ცვლილებაზე იმსჯელეს, რომლის მიხედვითაც პრეპარატ...

მიხეილ სარჯველაძ

1762526946

ახალი ამბები

კრწანისისა და სამგორის რაიონებში 8 ნოემბრიდან მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები დაიწყებს მგზავრთა მომსახურებას

8 ნოემბრიდან კრწანისისა და სამგორის რაიონებში მიკროავტობუსის თითო ახალი მარშრუტი დაიწყებს მგზავრთა მომსახურებას. თბილისის მერიის ინფორმაციით, N544 მიკროავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ „300 არაგველის“...

ავტობუსი

1762526249

ახალი ამბები

გურამ ნიკოლაშვილი Eagle Hills-ის ინვესტიციაზე: წყნარად, მშვიდ გარემოში უნდა მივყვეთ პროცესის მსვლელობას, დავაკვირდეთ ყოველ შემდგომ ეტაპს, თუ როგორ განვითარდება პროექტი და როგორც კი რაიმე არმოსაწონს აღმოვაჩენთ, გვქონდეს რეაქცია

„მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს ადეკვატური დისკუსია და სწორ კითხვებს ვუპასუხოთ“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი გურამ ნიკოლაშვილი Eagle Hills-ის ინვესტიციასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ყურადღებით ადევნებს თვალს...

გურამ ნიკოლაშვილი

1762525327

საზოგადოება

სოზარ სუბარი 7 ნოემბრის მოვლენებზე: ეს არის თარიღი, რომელიც ქართველმა ხალხმა სააკაშვილს არ აპატია - ეს დღე დარჩა იმ დღედ, რომელმაც ის პოლიტიკურ სამარეში გაისტუმრა

„ხალხის ძალის“ ლიდერმა, სოზარ სუბარმა „დღის ქრონიკაში“ 18 წლის წინ, 7 ნოემბრის მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს არის ის თარიღი, რომელიც ქართველმა ხალხმა სააკაშვილს არ აპატია. „არის თარიღები, რომლ...

სოზარ სუბარი