სალომე ზურაბიშვილი: ბევრი მინისტრი იძულებულია, გაჩუმდეს, ვხედავთ, რამდენი მათგანია კორუფციის მხილების ქვეშ, თვით ღარიბაშვილი, როცა მას ჰქონდა მოლაპარაკებები ევროკავშირთან, ცდილობდა, დაერწმუნებინა ისინი, რომ ჩვენ არ ვცილდებოდით ევროპულ გზას
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიანა ტრაპაიძესთან და ვახო სანაიასთან ერთობლივი ინტერვიუს დროს ევროინტეგრაციაზე საუბრისას კორუფციის თემებიც ახსენა და აღნიშნა, რომ ის ადამიანები, რომლებსაც პირველ პლანზე ვხედავთ, მაგალითად, მინისტრები, იძულებული არიან, გაჩუმდნენ, რადგან ისინი „კორუფციის მხილების ქვეშ არიან და ელოდებიან, ხვალ რა და როგორ მოხდება“.
როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილიც კი ცდილობდა, დაერწმუნებინა ევროპელი პარტნიორები, რომ საქართველო არ სცილდებოდა ევროპულ გზას.
„ის 80 პროცენტი, რომელიც მუდმივად ევროკავშირის მომხრედ აისახებოდა სხვადასხვა კვლევაში, არსად წასულა. როგორც პროტესტი არსად წასულა, ეს ხალხიც არსად წასულა. თუნდაც ის ადამიანები, რომლებსაც პირველ პლანზე ვხედავთ, მინისტრებიც და სხვებიც, შიგნით რამდენს უნდა რუსეთი? რამდენი არის ვალდებული, რომ გაჩუმდეს, რაღაცები მიიღოს და რამდენს უნდა საქართველოს ორიენტაციის ეს ცვლილება და რამდენს არ უნდა, რომ საქართველო იყოს ცივილიზებული, ნორმალური, დემოკრატიული ევროპული ქვეყანა, მე ვიტყოდი, რომ ასეთი ძალიან ცოტაა, რომელიც თავისი ნებით ამ გზას აირჩევდა, მაგრამ სხვადასხვა მოცემულობა არის ისეთი, რომ არიან ძალიან დიდი პრესის ქვეშ და ვხედავთ, რამდენი მინისტრი არის დღეს კორუფციის მხილებების ქვეშ და ელოდება, ხვალ რა და როგორ მოხდება. თვით ღარიბაშვილი, როცა ჰქონდა მას მოლაპარაკებები ევროკავშირთან, სანამ თვითონ დადიოდა, ძალიანაც ცდილობდა, რომ დაერწმუნებინა ისინი, რომ ჩვენ არ ვცილდებოდით იმ [ევროპულ] გზას, თუნდაც ამ რეფორმებს არ ვასრულებდით, რაც დაკისრებული გვქონდა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
1762531561
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნა არის ევროკავშირის და არა საქართველოს პრეროგატივა, აბსურდულია და საქართველოს დააბრალო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება
ევროკავშირის ხელშია ყველა ინსტრუმენტი, რაც უკავშირდება ევროკავშირის გაფართოებას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. აბსურდულია, საქართველოს დააბრალო გაწევრიანების პროცესის შეჩერება, - განაცხადა...
1762528818
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა ჰერჩისკის წერილზე: ეს წერილი მორიგი დასტურია იმისა, რასაც ჩვენ ვამბობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში - ჰერჩინსკიმ და მისმა მეგობრებმა დასაჯეს საქართველო იმიტომ, რომ ჩვენ უარი ვთქვით მეორე ფრონტის გახსნაზე
ეს წერილი მორიგი დასტურია იმისა, რასაც ჩვენ ვამბობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე ჩვენ ვთქვით, რომ ჰერჩინსკიმ და მისმა მეგობრებმა დასაჯეს საქართველო და ამ რადიკალე...
1762527044
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე ტიპის 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლებსა და ექიმებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ტიპის 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლებსა და ექიმებს შეხვდა. შეხვედრაზე, ინსულინით უზრუნველყოფის პროგრამაში შესულ ცვლილებაზე იმსჯელეს, რომლის მიხედვითაც პრეპარატ...
1762526946
ახალი ამბებიკრწანისისა და სამგორის რაიონებში 8 ნოემბრიდან მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები დაიწყებს მგზავრთა მომსახურებას
8 ნოემბრიდან კრწანისისა და სამგორის რაიონებში მიკროავტობუსის თითო ახალი მარშრუტი დაიწყებს მგზავრთა მომსახურებას. თბილისის მერიის ინფორმაციით, N544 მიკროავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ „300 არაგველის“...
1762526249
ახალი ამბებიგურამ ნიკოლაშვილი Eagle Hills-ის ინვესტიციაზე: წყნარად, მშვიდ გარემოში უნდა მივყვეთ პროცესის მსვლელობას, დავაკვირდეთ ყოველ შემდგომ ეტაპს, თუ როგორ განვითარდება პროექტი და როგორც კი რაიმე არმოსაწონს აღმოვაჩენთ, გვქონდეს რეაქცია
„მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს ადეკვატური დისკუსია და სწორ კითხვებს ვუპასუხოთ“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი გურამ ნიკოლაშვილი Eagle Hills-ის ინვესტიციასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ყურადღებით ადევნებს თვალს...





























