საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. აღინიშნა პოლიტიკური პარტნიორობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა, ასევე - სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალი.

ყურადღება დაეთმო დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობას და საქართველოს როლს ამ მიმართულებით. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა თურქმენეთის ძალისხმევა ცენტრალურ აზიაში მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში და სტაბილურობის განსაკუთრებული მნიშვნელობა ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისთვის.

პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761061505

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ISFED-ის კვლევაზე: მათ მორალური უფლებაც კი არ გააჩნიათ, რომ რაიმე შეაფასონ, მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში არიან ისეთი მედიასაშუალებები, რომლებიც ობიექტურად აშუქებენ ინფორმაციას

„მათ მორალური უფლებაც კი არ გააჩნიათ, რომ რაიმე შეაფასონ, მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში არიან ისეთი მედიასაშუალებები, რომლებიც ობიექტურად აშუქებენ ინფორმაციას“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნე...

ლევან მაჭავარიანი

1761060351

ახალი ამბები

ვასილ მაღლაფერიძე: პოლონეთი პუტინის თვითმფრინავის დასმას მართლა რომ აპირებდეს, ბატონი სიკორსკი წინდაწინ მუქარას არ დაიწყებდა, აიღებდა და დასვამდა - რასაც, სხვათა შორის, პირდაპირ ავალდებულებს კანონი და ჰააგის სასამართლო!

პოლონეთი პუტინის თვითმფრინავის დასმას მართლა რომ აპირებდეს, ბატონი სიკორსკი წინდაწინ მუქარას ნამდვილად არ დაიწყებდა, აიღებდა და დასვამდა - რასაც, სხვათა შორის, პირდაპირ ავალდებულებს კანონი და ჰააგის ს...

ვასილ მაღლაფერიძე

1761059081

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, გია ვოლსკის ხელმძღვანელობით, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 151-ე ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს

საპარლამენტო დელეგაცია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის ხელმძღვანელობით, 19-23 ოქტომბერს, ქალაქ ჟენევაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 151-ე ასამბლეის მუშაო...

გია ვოლსკი

1761056480

ახალი ამბები

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ კ. კოკაიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ კ. კოკაიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება. „სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მორიგ ცრუ და ცილისმწ...

სპეციალური პენიტენციური სამსახური

1761055094

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი ევროკავშირის ელჩის ციხეში გაგზავნილ წერილზე: ევროპაში სამართლებრივი შეფასების უფლება ევროპულ სასამართლოს აქვს. როდესაც დიპლომატი გამოდის და სამართლებრივად აფასებს, შეურაცხყოფას აყენებს თავის დიპლომატიურ მანდატს

ევროპაში სამართლებრივი შეფასების უფლება ევროპულ სასამართლოს აქვს. როდესაც დიპლომატი გამოდის და სამართლებრივად აფასებს, ამით შეურაცხყოფას აყენებს თავის დიპლომატიურ მანდატს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“...

 რატი იონათამიშვილი