ვასილ მაღლაფერიძე: პოლონეთი პუტინის თვითმფრინავის დასმას მართლა რომ აპირებდეს, ბატონი სიკორსკი წინდაწინ მუქარას არ დაიწყებდა, აიღებდა და დასვამდა - რასაც, სხვათა შორის, პირდაპირ ავალდებულებს კანონი და ჰააგის სასამართლო!

პოლონეთი პუტინის თვითმფრინავის დასმას მართლა რომ აპირებდეს, ბატონი სიკორსკი წინდაწინ მუქარას ნამდვილად არ დაიწყებდა, აიღებდა და დასვამდა - რასაც, სხვათა შორის, პირდაპირ ავალდებულებს კანონი და ჰააგის სასამართლო! - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.
მაღლაფერიძის თქმით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, როდოსლავ სიკორსკი, უნგრეთს ისე საყვედურობს პუტინის მასპინძლობის გამო, თითქოს არ იცოდეს, რომ ბუდაპეშტში შეხვედრა ტრამპმა - „ჩვენი კოლმეურნეობის იმ თავმჯდომარემ გადაწყვიტა, მანამდე პუტინს წითელი ხალიჩით რომ დახვდა“.
„პოლონეთი პუტინის თვითმფრინავის დასმას მართლა რომ აპირებდეს, ბატონი სიკორსკი წინდაწინ მუქარას ნამდვილად არ დაიწყებდა, აიღებდა და დასვამდა - რასაც, სხვათა შორის, პირდაპირ ავალდებულებს კანონი და ჰააგის სასამართლო! კიდევ უფრო გულის ამაჩუყებელი ის არის, სიკორსკი უნგრეთს რომ საყვედურობს, პუტინს რატომ მასპინძლობო?! თითქოს არ იცოდეს, რომ უნგრეთში შეხვედრა ჩვენი კოლმეურნეობის იმ თავმჯდომარემ გადაწყვიტა, მანამდე პუტინს წითელი ხალიჩით რომ დახვდა! თუმცა, უნგრეთის დამუნათება შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს და პუტინს უფრო მეტად რომ შეეშინდეს, კარგი იქნება, ევროპარლამენტარებმა, როგორც იციან ხოლმე, კიდევ ერთხელ მოითხოვონ საქართველოს დასანქცირება - რაც ნამდვილად კარგად გამოსდით!
ისტორია იმ ამბავსაც ინახავს, როცა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან ორი წელიც არ იყო გასული და ევროპის ქვეყნების და მათ შორის პოლონეთის სამხედროები გმირულად მარშირებდნენ პუტინის წინ წითელ მოედანზე - სადაც, სხვათა შორის, მხოლოდ საქართველო არ იყო მიწვეული!“ - წერს ვასილ მაღლაფერიძე.
ცნობისთვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ არ გამორიცხავ, რომ ვლადიმერ პუტინის თვითმფრინავს უნგრეთში გამგზავრების დროს იძულებით დაშვება მოსთხოვონ, თუ ის პოლონეთის საჰაერო სივრცეს გადაკვეთს.
1761062699
ახალი ამბებიბაკურციხე-გურჯაანის შემოვლით გზაზე, 32 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს
ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლით გზაზე, 32 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ავტომობილი დაეჯახა და მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თანასოფლელების თქმით, გარდაცვლილი კაცი აღნ...
1761061505
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ISFED-ის კვლევაზე: მათ მორალური უფლებაც კი არ გააჩნიათ, რომ რაიმე შეაფასონ, მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში არიან ისეთი მედიასაშუალებები, რომლებიც ობიექტურად აშუქებენ ინფორმაციას
„მათ მორალური უფლებაც კი არ გააჩნიათ, რომ რაიმე შეაფასონ, მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში არიან ისეთი მედიასაშუალებები, რომლებიც ობიექტურად აშუქებენ ინფორმაციას“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნე...
1761059081
ახალი ამბებისაქართველოს პარლამენტის დელეგაცია, გია ვოლსკის ხელმძღვანელობით, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 151-ე ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს
საპარლამენტო დელეგაცია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის ხელმძღვანელობით, 19-23 ოქტომბერს, ქალაქ ჟენევაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 151-ე ასამბლეის მუშაო...
1761058398
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ...
1761056480
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ კ. კოკაიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ კ. კოკაიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება. „სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მორიგ ცრუ და ცილისმწ...