საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, გია ვოლსკის ხელმძღვანელობით, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 151-ე ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს

საპარლამენტო დელეგაცია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის ხელმძღვანელობით, 19-23 ოქტომბერს, ქალაქ ჟენევაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 151-ე ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

დელეგაციის ხელმძღვანელმა გიორგი ვოლსკიმ მონაწილეობა მიიღო ასამბლეის გენერალურ დებატებში, თემაზე: „ჰუმანიტარული ნორმების დაცვა და ჰუმანიტარული ქმედებების მხარდაჭერა კრიზისების დროს“.

როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, საქართველო კონფლიქტებისა და ომებისგან ერთ-ერთი მძიმედ დაზარალებული ქვეყანაა, რომელმაც ერთი ომი 1990-იან წლებში საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში გადაიტანა და მეორე ომი რუსეთთან, 2008 წლის აგვისტოში, რამაც კიდევ უფრო მეტად დაამძიმა მდგომარეობა.

„შედეგად, საქართველოს ჰყავს ერთ სულ მოსახლეზე იძულებით გადაადგილებულ პირთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაოდენობა - რეგისტრირებულია 300 000-მდე დევნილი, ანუ 90 ათასზე მეტი ოჯახი.

საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს ყველა დაზარალებული მოქალაქის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლების დასაცავად, მათ შორის მათი, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა.

საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ წარმოადგენს ზომების ერთობლიობას, რაც უზრუნველყოფს კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებში ჩართულობას და ნდობის აღდგენას ომით გახლეჩილ საზოგადოებებს შორის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

დელეგაციის ხელმძღვანელმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სახელმწიფო ჯანდაცვის რეფერალურ პროგრამაზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე და მათი მცირე ბიზნეს გრანტებით უზრუნველყოფის პრაქტიკაზე.

გიორგი ვოლსკიმ მადლიერება გამოხატა საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის მიმართ, რომელიც საქართველოში მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ პროექტებს ახორციელებს.

„საგანგებოდაა აღსანიშნავი მისი ნეიტრალური მედიატორის როლი, მოქმედებს რა ოკუპაციის ხაზების ორივე მხარეს და ახორციელებს ომების დროს დაღუპულ და დაკარგულ პირთა ნეშტების მოძიებასა და იდენტიფიცირებას, მხარს უჭერს მათ ოჯახებს“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

როგორც საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, არსებული რესურსების ფარგლებში, საქართველომ უკრაინელ ხალხს დახმარების ხელი გაუწოდა.

„დღევანდელი მონაცემებით, 1000-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლეა ჩართული საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში. ჩვენ შევქმენით უკრაინულენოვანი სექტორები სკოლებში, რათა მათთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საშუალება მიგვეცა. ათობით უკრაინელი მასწავლებელი მუშაობს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში. ჩვენ ვაგრძელებთ ათასობით უკრაინელის მხარდაჭერას, რომლებიც დაზარალებულები არიან ომისგან და ამჟამად ცხოვრობენ საქართველოში“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისივე შეფასებით, არაერთი გამოწვევის მიუხედავად, საქართველო უზრუნველყოფს ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შენარჩუნებასა და რიგი მნიშვნელოვანი მაჩვენებლით საერთაშორისო რეიტინგებში სტაბილური ადგილის დამკვიდრებას ლიდერ სახელმწიფოთა შორის.

„საქართველოსა თუ ნებისმიერი ცალკეული ქვეყნის მიღწევა მნიშვნელობას კარგავს თუკი სახელმწიფოები, განსაკუთრებით გლობალური გავლენის მქონე ქვეყნები, არ გადადგამენ კოორდინირებულ ნაბიჯებს, რათა კონფლიქტებზე ორიენტირებული მსოფლიო დღის წესრიგი შეიცვალოს მშვიდობასა და თანამშრომლობაზე მიმართული სტრატეგიით“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან ერთად საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და პარლამენტის აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761062699

ახალი ამბები

ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლით გზაზე, 32 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს

ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლით გზაზე, 32 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ავტომობილი დაეჯახა და მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თანასოფლელების თქმით, გარდაცვლილი კაცი აღნ...

პოლიცია

1761061505

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ISFED-ის კვლევაზე: მათ მორალური უფლებაც კი არ გააჩნიათ, რომ რაიმე შეაფასონ, მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში არიან ისეთი მედიასაშუალებები, რომლებიც ობიექტურად აშუქებენ ინფორმაციას

„მათ მორალური უფლებაც კი არ გააჩნიათ, რომ რაიმე შეაფასონ, მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში არიან ისეთი მედიასაშუალებები, რომლებიც ობიექტურად აშუქებენ ინფორმაციას“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნე...

ლევან მაჭავარიანი

1761060351

ახალი ამბები

ვასილ მაღლაფერიძე: პოლონეთი პუტინის თვითმფრინავის დასმას მართლა რომ აპირებდეს, ბატონი სიკორსკი წინდაწინ მუქარას არ დაიწყებდა, აიღებდა და დასვამდა - რასაც, სხვათა შორის, პირდაპირ ავალდებულებს კანონი და ჰააგის სასამართლო!

პოლონეთი პუტინის თვითმფრინავის დასმას მართლა რომ აპირებდეს, ბატონი სიკორსკი წინდაწინ მუქარას ნამდვილად არ დაიწყებდა, აიღებდა და დასვამდა - რასაც, სხვათა შორის, პირდაპირ ავალდებულებს კანონი და ჰააგის ს...

ვასილ მაღლაფერიძე

1761058398

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

1761056480

ახალი ამბები

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ კ. კოკაიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ კ. კოკაიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება. „სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მორიგ ცრუ და ცილისმწ...

სპეციალური პენიტენციური სამსახური