სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
ამა წლის 2 ივლისს საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბატონ ოლივიე კურტოს შეხვდა, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ელჩმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცა და საფრანგეთის მთავრობის მილოცვა პირადად გადასცა.
„შეხვედრას ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
შეხვედრა გულთბილ ვითარებაში წარიმართა. ელჩმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცა და საფრანგეთის მთავრობის მილოცვა პირადად გადასცა. კათოლიკოს-პატრიარქმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის ელჩს და საფრანგეთის მთავრობას მილოცვისთვის.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ისტორიულ და კულტურულ კავშირს, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელობას. თავის მხრივ, სტუმარმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოში მშვიდობას, მის სუვერენიტეტს და კულტურულ-საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაგრძელებას.
შეხვედრის დასასრულს საქართველოს ეკლესიის მეთაურმა სტუმარს საიუბილეო ჯვარი გადასცა, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით შეიქმნა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
1783057566
მსოფლიოსირიის შს სამინისტრო: დამასკოში, ხალხმრავალ კაფეში აფეთქებას 9 ადამიანი ემსხვერპლა
დამასკოს ცენტრში, ხალხმრავალ კაფეში ბომბის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა. ინფორმაციას სირიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სირიის შს სამინისტროს ცნობით, მომხდა...
1783054650
ახალი ამბებიზუკა რურუა: „ნაცმოძრაობისთვის“ ხალხის მოტყუება ჩვეულებრივი პრაქტიკაა და თინა ბოკუჩავას აღიარებამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა
პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ზუკა რურუას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხალხის მოტყუება ჩვეულებრივი პრაქტიკაა და თინა ბოკუჩავას აღიარებამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა....
1783054528
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
3 ივლისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +32 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. ოზურგეთში მზიანი ამინდია. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ბათუმშიც უნალექო დღე...
1783025366
სპორტილუკა ლოჩოშვილმა კონტრაქტი „კიოლნთან“ გააფორმა
ლუკა ლოჩოშვილმა „კიოლნში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა და ბუნდესლიგის გუნდის მოთამაშე გახდა. საქართველოს ნაკრებისა და „ნიურნბერგის“ ყოფილი წევრის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს. საფეხბურთო პო...
1783024255
საზოგადოებაპენიტენციური სამსახური: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ნანა სანდერის განცხადება სრულ გაშიშვლებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება, უზრუნველყოფილია ვეგანური კვების მენიუთი
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ნანა სანდერის განცხადება სრულ გაშიშვლებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. უზრუნველყოფილია ვეგანური კვების მენიუთი. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მის მ...






























