გურამ მაჭარაშვილი: ევროკავშირს ჩინეთთან წლიურად 700 მილიარდის სავაჭრო ბრუნვა აქვს, ჩვენ კი ჩინეთთან ურთიერთობის გამო გვაკრიტიკებენ, რაც შეეხება ირანს, მათაც მოგვისამძიმრეს პატრიარქის გარდაცვალება

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან მიმოიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკა.

მან აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო სივრცეში უკვე 4 წელია სწორი გზით მიდის, აღრმავებს ურთიერთობას ჩინეთთანაც.

დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის, მათ შორის ამერიკისა და ევროკავშირისთვის, თუმცა ევრობიუროკრატიის მხრიდან მაინც კრიტიკის საგანია საქართველო-ჩინეთის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა.

„მსოფლიოში ჩინეთთან დაკავშირებით ყველამ შეცვალა პოლიტიკა. ტრამპიც კი ჩავიდა ჩინეთში. ის რუსეთუმეა? ევროკავშირის წარმომადგენლებიც რუსეთუმეები არიან? მარტო ჩასვლა-ჩამოსვლაზე ხომ არაა საუბარი- საუბარია ევროკავშირთან 700 მილიარდიან წლიურ ბრუნვაზე. ჩვენ კი ევრობიუროკრატები გვეუბნებიან, სტრატეგიული ხელშეკრულება რატომ გაქვთ ჩინეთთანო“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ ირანში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი დიპლომატიური და ეთიკური ჟესტია. მან გაიხსენა ირანის ელჩის სამძიმარიც, როცა გარდაიცვალა ილია მეორე. მაჭარაშვილმა თქვა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის არაა მნიშვნელოვანი პრეზიდენტის ირანში სამძიმრის გამოცხადებისთვის ჩასვლა- მათი მთავარი მიზანი დესტრუქციაა.

„4 წელია წინ მივდივართ და ვერავინ დაამტკიცა, რომ უკრაინა-მოლდოვაში უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე საქართველოში. ეს იმას ნიშნავს, რომ სწორად მივდივართ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მსოფლიოში ჩინეთთან დაკავშირებით ყველამ შეცვალა პოლიტიკა. ტრამპიც კი ჩავიდა ჩინეთში. ის რუსეთუმეა? სხვათა შორის, ტრამპს რუსეთუმეს უწოდებდნენ კიდეც წარსულში, ახლა- აღარ.

ამერიკის ვიცე პრეზიდენტიც რუსეთუმეა? ევროკავშირის წარმომადგენლებიც? ახლა სი ძინ პინიც აპირებს ამერიკაში ჩასვლას. მარტო ჩასვლა-ჩამოსვლაზე ხომ არაა საუბარი. საუბარია ევროკავშირთან 700 მილიარდიან წლიურ ბრუნვაზე. ჩვენ კი ევრობიუროკრატები გვეუბნებიან, სტრატეგიული ხელშეკრულება რატომ გაქვთ ჩინეთთანო.

ტრამპის სიტყვებით, ამერიკასთან სავაჭრო ბრუნვის კიდევ უფრო გაზრდა იგეგმება. ამხელა ეკონომიკური ურთიერთობა, პოლიტიკის გარეშე არ არსებობს. რაც შეეხება ირანში ჩასვლა-ჩამოსვლას, რეგიონში სახელმწიფოებთან ურთიერთობების დამყარებასა და არსებულ გამოწვევებს, რა თქმა უნდა, ეს საკითხები მნიშვნელოვანია. აქ არაა საუბარი სავაჭრო შეთანხმებაზე, ან სტრატეგიული ხელშეკრულების გაფორმებაზე. აქ საუბარია პატივის მიგებაზე. ირანში ჩადიან ჩვენი რეგიონის სხვა სახელმწიფოებიც. რატომ მათზე არ საუბრობენ? აგენტურული ქსელი არაა ხელისუფლების ოპონენტი. რადიკალური ოპოზიცია, რეალურად, ყველაფერს ქართულს ეწინააღმდეგება. გავიხსენოთ, ირანის ელჩმა მოგვისამძიმრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალება და ეს ჩვენმა მოსახლეობამ იცის.

მისამძიმრება ელემენტარული ეთიკაა, თუმცა აგენტურისთვის მსგავსს არ აქვს მნიშვნელობა და ფასი. ყველას გვახსოვს, როგორ იქცეოდა აგენტურული ქსელი, როცა ირან-ამერიკის ომი დაიწყო. რადიკალური ოპოზიცია, აგენტურული ქსელი და ჟურნალისტები ხან ირანის ელჩთან მიდიოდნენ, პირდაპირ ეუბნებოდნენ, რატომ არ ურტყამთ საქართველოს, როცა ამერიკის ინტერესებს იცავსო ქვეყანა და შემდეგ მიდიოდნენ ამერიკის წარმომადგენელთან და ეუბნებოდნენ, ირანის ინტერესებს იცავს საქართველო და იქნებ შენ მაინც დაარტყაო. მათ არ აინტერესებთ დიპლომატიური და ეთიკური ჟესტები, მათი მოგებიანობა ან წამგებიანობა. მათი უმთავრესი პრინციპი და ამოსავალი წერტილია - რაც უარესი საქართველოსთვის, მით უკეთესი ჩვენთვის,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783059531

ახალი ამბები

კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ – კარგად ვიცით, რომ ყველაფერს წყვეტს ერთი ადამიანი

„ნაციონალურ მოძრაობას“ რა მდგომარეობა ექნება შიგნით, ვინ რა განცხადებას გააკეთებს, პირადად ჩემთვის, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები და რას ემ...

კახა კალაძე

1783058557

ახალი ამბები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

ამა წლის 2 ივლისს საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III საფრან...

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

1783057566

მსოფლიო

სირიის შს სამინისტრო: დამასკოში, ხალხმრავალ კაფეში აფეთქებას 9 ადამიანი ემსხვერპლა

დამასკოს ცენტრში, ხალხმრავალ კაფეში ბომბის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა. ინფორმაციას სირიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სირიის შს სამინისტროს ცნობით, მომხდა...

, ხალხმრავალ კაფეში

1783054650

ახალი ამბები

ზუკა რურუა: „ნაცმოძრაობისთვის“ ხალხის მოტყუება ჩვეულებრივი პრაქტიკაა და თინა ბოკუჩავას აღიარებამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ზუკა რურუას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხალხის მოტყუება ჩვეულებრივი პრაქტიკაა და თინა ბოკუჩავას აღიარებამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა....

ზუკა რურუა

1783054528

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

3 ივლისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +32 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. ოზურგეთში მზიანი ამინდია. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ბათუმშიც უნალექო დღე...

ამინდი პროგნოზი