საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობდა სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში. აღნიშნული
მფარველობის სანაცვლოდ, საჯარო მოხელემ ქრთამის სახით ყოველ ერთეულ შემთხვევაში 8 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 4 000 აშშ დოლარის აღებისთანავე დააკავეს.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეომტკიცებულებები.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილის მქონე პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან, ვინაიდან სამართალდამცავი უწყებების რეაგირება ნებისმიერ მსგავს ფაქტზე იქნება მყისიერი და კანონის შესაბამისად
მკაცრი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1783059531
ახალი ამბებიკახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ – კარგად ვიცით, რომ ყველაფერს წყვეტს ერთი ადამიანი
„ნაციონალურ მოძრაობას“ რა მდგომარეობა ექნება შიგნით, ვინ რა განცხადებას გააკეთებს, პირადად ჩემთვის, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები და რას ემ...
1783058557
ახალი ამბებისრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
ამა წლის 2 ივლისს საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III საფრან...
1783057566
მსოფლიოსირიის შს სამინისტრო: დამასკოში, ხალხმრავალ კაფეში აფეთქებას 9 ადამიანი ემსხვერპლა
დამასკოს ცენტრში, ხალხმრავალ კაფეში ბომბის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა. ინფორმაციას სირიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სირიის შს სამინისტროს ცნობით, მომხდა...
1783054650
ახალი ამბებიზუკა რურუა: „ნაცმოძრაობისთვის“ ხალხის მოტყუება ჩვეულებრივი პრაქტიკაა და თინა ბოკუჩავას აღიარებამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა
პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ზუკა რურუას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხალხის მოტყუება ჩვეულებრივი პრაქტიკაა და თინა ბოკუჩავას აღიარებამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა....
1783054528
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
3 ივლისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +32 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. ოზურგეთში მზიანი ამინდია. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ბათუმშიც უნალექო დღე...































