თამარ იოსელიანი: მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს - დასრულებულია დაღრმავებითი სამუშაოები

„მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს - დასრულებულია დაღრმავებითი სამუშაოები, მიმდინარეობს ტალღმჭრელის მშენებლობა, იდგმება ნაბიჯები იმისათვის, რომ 2029 წლისთვის პორტი სრულ ოპერირებაში შევიდეს“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.

მინისტრის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანია ასევე რკინიგზისა და გზის კომპონენტი.

„რკინიგზის მშენებლობის ტენდერი უკვე გამოცხადებულია, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ 2029 წლისთვის რკინიგზის ცენტრალურ ქსელს დაუერთდეს ანაკლიის ნავსადგური და მოვახდინოთ ერთიან ეროვნულ ქსელში ანაკლიის ნავსადგურის ჩართვა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და ტვირთბრუნვის ზრდის მაჩვენებლებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ 2026 წელი ამ კუთხით გამორჩეულია.

„საქართველო ისტორიულად წარმოადგენდა და წარმოადგენს ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ კვანძს და შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის განვითარება. ასევე მნიშვნელოვანია ის ციფრები, რომელიც ზოგადად დერეფანში გვაქვს. ამ კუთხით უნდა აღინიშნოს, რომ 2026 წელი გამორჩეული და რეკორდულია - 10 თვის მონაცემებით, ყველა სახეობის ტრანსპორტსა და, შესაბამისად, ტვირთების ყველა კატეგორიაში მატება გვაქვს“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მსოფლიო ბანკმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც, 2040 წლისთვის შუა დერეფანში ტვირთბრუნვა გაოთხმაგდება და, შესაბამისად, ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესი პროექტები უკვე ჩაშვებულია.

„გამოვყოფდი ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტს - ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობას და ამ პროექტის მიმდინარეობას, რაც აკავშირებს სრულიად შუა დერეფანს შავ ზღვასთან და შესაბამისად, ამ მიმართულებით საქართველო, თავის მხრივ, დგამს შესაბამის ნაბიჯებს“, - აღნიშნავს თამარ იოსელიანი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795525241

ახალი ამბები

ლაშა ხუციშვილი: 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იზრდება 466 მილიონი ლარით და 31 მილიარდ 348 მილიონ ლარს შეადგენს

2026 წლის ბიუჯეტში დამტკიცებული ცვლილებებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იზრდება 466 მილიონი ლარით და 31 მილიარდ 348 მილიონ ლარს შეადგენს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. ცვლილებები...

ლაშა ხუციშვილი

1795523206

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრს: არ გრცხვენიათ, ასე რომ იტყუებით? ბოლო აღწერის მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 3 მილიონ 900 ათასი მოქალაქე ცხოვრობს, საიდანაც ეთნიკურად ქართველები დაახლოებით 85%-ია

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრების პოლიტიკურ განცხადებებს უპასუხა, რომლებიც, მი...

ლევან მაჭავარიანი

1795522291

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ამ ეტაპზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპ...

აბრაამი  აბრაამი

1795521608

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, პრეზიდენტ ალიევთან საქართველოსა და აზერბა...

მაკა ბოჭორიშვილ

1795517138

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ფაშისტური მიდგომაა, როდესაც უშლიან ადამიანებს მოინანიონ დანაშაული და დატოვონ სასჯელაღსრულების დაწესებულება - კოლექტიურ ნაცებს ეს ადამიანები ციხეში სჭირდებათ, რომ მეტი საინფორმაციო ხმაური იყოს

ეს არის ფაშისტური მიდგომა, როდესაც უშლიან ადამიანებს მოინანიონ დანაშაული და დატოვონ სასჯელაღსრულების დაწესებულება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიან...

ლევან მაჭავარიანი