თამაზ ბორაშვილი: კორუფციასა და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლა სუს-ის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებად დარჩება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსობის კანდიდატის თამაზ ბორაშვილის განცხადებით, უწყების მთავარ პრიორიტეტებად საოკუპაციო ძალებისგან მომდინარე საფრთხეებზე რეაგირება, ჰიბრიდული ომისა და დესტაბილიზაციის მცდელობების პრევენცია, ასევე, კორუფციასა და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლა რჩება.

მისი თქმით, სუს-ი გააგრძელებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე უკანონო პროცესებზე, მათ შორის ბორდერიზაციასა და უკანონო დაკავებებზე რეაგირებას, ასევე, გააძლიერებს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობას.

„მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის.

უსაფრთხოება არ არის ერთხელ მიღწეული მოცემულობა, მას დაცვა სჭირდება, მუდმივი შრომა, სიფხიზლე, ძლიერი ინსტიტუციები და ადამიანები. ქვეყნის დემოკრატიული და მდგრადი განვითარება მყარ საფუძველს ქმნის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ქვეყანაში არსებული სტაბილური გარემო კი ზრდის საქართველოს მიმზიდველობას არა მხოლოდ საერთაშორისო დონეზე, არამედ ოკუპირებულ რეგიონებშიც, რაც აუცილებლად აისახება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით მიმდინარე სამშვიდობო პროცესებზე.

ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან განიცდის. ამ მიმართულებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრიორიტეტად დარჩება რეაგირება ისეთ გამოწვევებზე, როგორებიცაა საოკუპაციო ძალის მიერ წარმოებული ანექსიისკენ მიმართული ღონისძიებები, უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი.

ბოლო წლებში, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარეობდა ინტენსიური ზეწოლა ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით, მათ შორის სხვადასხვა შიდა და გარე აქტორების მხრიდან. ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს დესტაბილიზაციის და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებების მცდელობა. შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინტენსიურ რეჟიმში გააგრძელებს საქმიანობას პროპაგანდისტული კამპანიების, ე.წ. რბილი ძალის, ფარული ოპერაციების, ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი სხვა ქმედებების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენციის მიზნით.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და, დღემდე არსებული გამოწვევების მიუხედავად, ლიდერია შავი ზღვის რეგიონში. მიუხედავად ამისა, კორუფცია კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და საფრთხეს უქმნის ქვეყნის მდგრად განვითარებას და ეროვნულ უსაფრთხოებას.

შესაბამისად, კორუფციასა და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებად დარჩება, ამ კუთხით კიდევ უფრო გაძლიერდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები“, - აცხადებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსობის კანდიდატი.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789543626

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმა...

მიგრაციის დეპარტამენტი

1789542997

ახალი ამბები

გორში 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა 15 სექტემბერს მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „ქართლის ამბები“ ავრცელებს. „ბავშვი 9 წლისაა, გზაზე გადადიოდა, სახლისკ...

სასწრაფო დახმარების მანქანა

1789542390

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: შავი ზღვის ომის შემდგომი რეალობა საქართველოსთვის არა მხოლოდ უსაფრთხოების საკითხი, არამედ ეკონომიკური და სატრანზიტო შესაძლებლობაა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაქან ფიდანის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ შავ ზღვაზე რუსეთ-უკრაინის ომის გავრცელების დაუშვებლობის შესახებ...

დავით ქართველიშვილი

1789541497

ახალი ამბები

გიორგი მამარდაშვილის სუპერ მოგერიებები და ტოპ მატჩი - „ლივერპულმა“ „ტოტენჰემი“ დაამარცხა

ინგლისის ლიგის თასის მესამე რაუნდში „ლივერპულმა“ საკუთარ კედლებში „ტოტენჰემი“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა. მასპინძლების კარს იცავდა გიორგი მამარდაშვილი, რომელიც მერსისაიდელთა შემადგენლობაში ოფიციალურ შეხვ...

გიორგი მამარდაშვილი

1789540347

ახალი ამბები

ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოს დელეგაცია ოფიციალურად არის მიწვეული ძალიან მაღალი დონის ფორუმზე ვაშინგტონში 25-26 სექტემბერს, ფორუმზე „Prosperity through Peace, Investing in TRIPP“ შეიკრიბება აშშ-ის პოლიტიკური და ბიზნეს ელიტა

„საქართველოს დელეგაცია ოფიციალურად არის მიწვეული ძალიან მაღალი დონის ფორუმზე ვაშინგტონში 25-26 სექტემბერს“, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში. ანჯაფარიძის თქმით, ფორუმზე „Prosperity t...

ზაალ ანჯაფარიძე