თამთა მეგრელიშვილი: Trump Tower Tbilisi-ის პროექტით ქართული სახელმწიფო საერთაშორისო ბაზარს აჩვენებს, რომ მხარს უჭერს მსხვილ ამერიკულ კაპიტალს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი Trump Tower Tbilisi-ის პროექტის პრეზენტაციას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ქვეყანაში ამერიკული უმსხვილესი და პოლიტიკურად გავლენიანი ბრენდის შემოსვლა დასავლეთის სტრატეგიულ ინტერესს საქართველოს მიმართ გაზრდის.

„თბილისში „Trump Tower“-ისა და „Downtown Tbilisi“-ს მშენებლობა არის პროექტი, რომელიც ყველაზე ზუსტად გადაითარგმნება საერთაშორისო ურთიერთობებში დამკვიდრებული ტერმინით - „ეკონომიკური დიპლომატია“.

ამ პროექტის ფარგლებში ქვეყანაში აშშ-ის უმსხვილესი და პოლიტიკურად გავლენიანი ბრენდის შემოსვლა ავტომატურად გაზრდის დასავლეთის სტრატეგიულ ინტერესს საქართველოს მიმართ.

პროექტის ეკონომიკური, პოლიტიკური და საიმიჯო გავლენა იქნება საინვესტიციო სიგნალი, რომელიც, პოლიტიკური სტაბილურობის თვალსაზრისით, უსაფრთხოების დამატებითი „ამერიკული ფარია“ და უცხოური კაპიტალის მოზიდვას სხვა სექტორებშიც გაამარტივებს.

ეს პროექტი სხვა ინვესტორებისთვის იქნება საინვესტიციო ვიზა, რომელიც გლობალურ პრესტიჟს, ეკონომიკურ ნახტომსა და გაძლიერებულ უსაფრთხოებას მოიტანს. პროექტით მაღალბიუჯეტიანი ტურიზმის სტიმულირება მოხდება და ერთგვარი ურბანული თუ არქიტექტურული სიახლე იქნება, რომელიც ვიზუალურ რევოლუციას მოახდენს და ქალაქს თანამედროვე მეგაპოლისების არქიტექტურულ ტენდენციებთან დააახლოებს.

პროექტი ხელისუფლების მიერ გატარებული მშვიდობისა და ეკონომიკური პოლიტიკის პირდაპირი შედეგია.

ქართული სახელმწიფო ამ პროექტით საერთაშორისო ბაზარს აჩვენებს, რომ მყარად უჭერს მხარს მსხვილ ამერიკულ კაპიტალს და თანმიმდევრული პოლიტიკით ქმნის სტაბილურ გარემოს ასეთი მასშტაბის ამერიკული გიგანტის ქვეყანაში შემოსასვლელად“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789543626

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმა...

მიგრაციის დეპარტამენტი

1789542997

ახალი ამბები

გორში 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა 15 სექტემბერს მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „ქართლის ამბები“ ავრცელებს. „ბავშვი 9 წლისაა, გზაზე გადადიოდა, სახლისკ...

სასწრაფო დახმარების მანქანა

1789542390

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: შავი ზღვის ომის შემდგომი რეალობა საქართველოსთვის არა მხოლოდ უსაფრთხოების საკითხი, არამედ ეკონომიკური და სატრანზიტო შესაძლებლობაა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაქან ფიდანის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ შავ ზღვაზე რუსეთ-უკრაინის ომის გავრცელების დაუშვებლობის შესახებ...

დავით ქართველიშვილი

1789541497

ახალი ამბები

გიორგი მამარდაშვილის სუპერ მოგერიებები და ტოპ მატჩი - „ლივერპულმა“ „ტოტენჰემი“ დაამარცხა

ინგლისის ლიგის თასის მესამე რაუნდში „ლივერპულმა“ საკუთარ კედლებში „ტოტენჰემი“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა. მასპინძლების კარს იცავდა გიორგი მამარდაშვილი, რომელიც მერსისაიდელთა შემადგენლობაში ოფიციალურ შეხვ...

გიორგი მამარდაშვილი

1789540347

ახალი ამბები

ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოს დელეგაცია ოფიციალურად არის მიწვეული ძალიან მაღალი დონის ფორუმზე ვაშინგტონში 25-26 სექტემბერს, ფორუმზე „Prosperity through Peace, Investing in TRIPP“ შეიკრიბება აშშ-ის პოლიტიკური და ბიზნეს ელიტა

„საქართველოს დელეგაცია ოფიციალურად არის მიწვეული ძალიან მაღალი დონის ფორუმზე ვაშინგტონში 25-26 სექტემბერს“, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში. ანჯაფარიძის თქმით, ფორუმზე „Prosperity t...

ზაალ ანჯაფარიძე