თამთა მიქელაძე: ოპოზიციურმა ძალებმა ორი სხვადასხვა პოლიტიკური სტრატეგია გამოიყენეს და ორივე ჩავარდა, ასეც იყო მოსალოდნელი

 „ოპოზიციურმა ძალებმა ორი სხვადასხვა პოლიტიკური სტრატეგია გამოიყენეს და ორივე ჩავარდა. ასეც იყო მოსალოდნელი“, - ამის შესახებ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში წერს.

„დანაწევრებული ოპოზიცია დიდ ქალაქებშიც რომ ვერ შეძლებდა წარმატების მიღწევას, მაშინ როცა ოპოზიციის მეორე ნახევარი მათ წინააღმდეგ მუშაობდა, იმთავითვე გასაგები იყო. [თუმცა უნდა ვთქვა კიდევ ერთხელ, რომ მე ყველა ოპოზიციური პარტიის არჩევნებში მონაწილეობის იდეის მომხრე ვიყავი და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ყველას რომ მიეღო მონაწილეობა შეთანხმებული კანდიდატებით, ახლა სულ სხვა რეალობა გვექნებოდა!] უცნაური ლიდერების მიერ წამოწყებული 4 ოქტომბერს დაწყებული და 4 ოქტომბერს დამთავრებული „მშვიდობიანი რევოლუციის“ იდეა რომ აბსურდული, არასერიოზული და სახიფათო იყო, ეს იმთავითვე გასაგები იყო ჩემთვის. ამ მცდელობებს აღმავალი რეპრესიები, პროტესტის მარგინალიზაციის და პოლიტიკური ნიჰილიზმის რისკები მოჰყვებოდა და ამის განჭვრეტას არ სჭირდებოდა დიდი ინტელექტი და პოლიტიკაში ყოფნის ხანგრძლივი გამოცდილება.

დეინსტიტუციონალიზებული, რეპრესირებული, გადაღლილი და ფრაგმენტირებული ოპოზიცია ახლა კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შევა. თუმცა, ალბათ ახლა მაინც გაიხსნება სივრცე ნამდვილი დისკუსიისთვის და სტრატეგიული რეცეპტების არ არსებობა, ფიქრისკენ უბიძგებს ადამიანებს.

მოკლედ, ყველაფერი დასრულდა ცუდად. უფრო სწორედ, დასრულდა ისე როგორც სრულდებოდა ოპოზიციის მცდელობები სხვადასხვა პერიოდის საქართველოში, მანამ სანამ პოლიტიკაში ახალი და მძლავრი ფაქტორები არ ჩნდებოდა.

ასეთი მძლავრი ფაქტორები შეიძლება იყოს გეოპოლიტიკური პროცესები და მნიშვნელოვანი რე-კონფიგურაცია და განახლება ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში. ახლა არც ერთი ეს ფაქტორი არ გვაქვს. 
ახლა პოლიტიკური სპექტრი, სამოქალაქო საზოგადოება და მედია იმაზე უნდა ფიქრობდეს, როგორი სამუშაო სტრატეგიები უნდა გვქონდეს მომავალში. ძალიან მძიმე ზამთარში შევდივართ, რომელიც სამწუხაროდ კალენდარულ ზამთარს არ დაემთხვევა.

აქვე, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ პოლიტიკური რეჟიმი ძლიერია და წელგამართული. მას მძიმე გეოპოლიტიკური, შიდა პოლიტიკური და მორალური მოწყვლადობა ახასიათებს. 
დღევანდელ დღეს ალბათ ყველაზე შთამაგონებელი ჩვენი ხალხის მედეგობა და მშვიდობიან წინააღმდეგობაში ხანგრძლივად ყოფნის ენერგია იყო.

ეს გვაძლევს იმედს, რომ დემოკრატიული ენერგია და დისციპლინა ჩვენს ხალხში ადვილად არ დაშრება, მაგრამ მას ნამდვილად სჭირდება გაფრთხილება და დაცვა ახალი ფრუსტრაციებისგან“, - წერს თამთა მიქელაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1759604763

ახალი ამბები

ცესკოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა

 „საარჩევნო ადმინისტრაციამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საარჩევნო დღე წარმატებით დაასრულა. ახლა უკვე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში, ფართო მასშტაბით პირველად იქნა გამოყენებული საარჩევნო ელექტრონული ა...

ცესკკ

1759604488

ახალი ამბები

კახა კალაძე: ეს არის პირდაპირ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ფაქტობრივად, იჭრებოდნენ პრეზიდენტის სასახლეში, იმ პირების ქმედებებს, ვინც ამისკენ მოუწოდებდნენ, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება

 პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე თბილისში, ათონელის რეზიდენციასთან განვითარებულ მოვლენებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებს. კალაძემ...

კახა კალაძე

1759603725

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ქართველმა ხალხმა აგენტურულ ოპოზიციას ღირსეული პასუხი გასცა, კარგად ვიცით, ვინ არიან

 საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ აგენტების საქმიანობას ქართველმა ხალხმა მეათედ და საიუბილეოდ გასცა პასუხი. „ქართველმა ხალხმა აგენტურულ ოპოზიციას ღირსეული პასუხი გასც...

ირაკლი კირცხალია

1759601861

ახალი ამბები

კახა კალაძე: მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ნდობა გამომიცხადა, ვინც მოვიდა არჩევნებზე და თავისი მხარდაჭერა დააფიქსირა ხმის მოცემით

 „მადლობელი ვარ, მე ამ პატივისცემას, ამ მხარდაჭერას, ამ სიყვარულს დავაბრუნებ თბილისში კარგი გაკეთებული საქმეებით“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კა...

კახა კალაძე

1759600918

ახალი ამბები

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისში ხმების 98%-ის დათვლის შედეგად, პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს

 ცენტრალური საარჩევნო კომისია თბილისში პროპორციული არჩევნების წინასწარ შედეგებს ავტომატურ რეჟიმში აქვეყნებს. ცესკოს ცნობით, ამ ეტაპზე დედაქალაქში 584 უბნიდან 573-ის მონაცემები დათვლილია (98.116%), შედ...

ქართული ოცნება