კახა კალაძე: მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ნდობა გამომიცხადა, ვინც მოვიდა არჩევნებზე და თავისი მხარდაჭერა დააფიქსირა ხმის მოცემით

 „მადლობელი ვარ, მე ამ პატივისცემას, ამ მხარდაჭერას, ამ სიყვარულს დავაბრუნებ თბილისში კარგი გაკეთებული საქმეებით“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

კალაძემ პირობა დადო, რომ დედაქალაქში დაიწყება ყველა იმ პროექტის განხორციელება, რომელიც დაანონსებული იყო.

„მადლობას ვუხდი მოსახლეობას, ვინც მოიხადა თავისი მოქალაქეობრივი ვალი და მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს თანამებრძოლებს. მადლობა თბილისელებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარი დამიჭირა, ვინც მოვიდა არჩევნებზე და თავისი მხარდაჭერა დააფიქსირა ხმის მოცემით. ძალიან მადლიერი ვარ.

ჩვენ, რა თქმა უნდა, დავიწყებთ ყველა იმ პროექტის განხორციელებას, რომელიც წარვუდგინეთ თბილისელებს საარჩევნო კამპანიის პროცესში. ერთადერთი გუნდი ვართ, ვისაც გვაქვს რეალური ხედვა ქალაქთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს, რა პროექტები უნდა იქნეს განხორციელებული, როგორ ვუპასუხოთ ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებს, პრობლემებს. მადლობელი ვარ! მე ამ პატივისცემას, ამ მხარდაჭერას, ამ სიყვარულს, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, დავაბრუნებ თბილისში კარგი გაკეთებული საქმეებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1759600307

ახალი ამბები

საქართველოს მასშტაბით ამ დროისათვის 3 061 უბნიდან 2 233 უბნის მონაცემებია დათვლილი

 საქართველოს მასშტაბით ამ დროისათვის 3 061 უბნიდან 2 233 უბნის მონაცემებია დათვლილი, რაც 72.95%-ს შეადგენს. დათვლილი ხმების მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს....

ხმების დათვლა

1759599893

ახალი ამბები

ცესკოს მონაცემებით, 20:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 1 438 116 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო რაოდენობის 40.9%-ს შეადგენს

 20:00 საათისთვის საარჩევნო უბანზე 1 438 116 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 40.93 პროცენტს შეადგენს, - ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. რო...

ცესკო

1759598700

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მძიმედ არის დაშავებული ერთ-ერთი პოლიციელი, უმკაცრესი იქნება სახელმწიფო ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც ხელს აღმართავს პოლიციელზე

 „რა თქმა უნდა, ესეც აჩვენებს მათ რეალურ სახეს, როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ იგივე მედიის მიმართ. ეს არის ჩვეულებრივად „ნაცის“ სახე“, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აქციის მონაწი...

ირაკლი კობახიძე

1759597655

ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართვა

 „მართლაც შთამბეჭდავი გამარჯვებაა. გილოცავთ! გილოცავთ და რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და ყველა ჩვენს ამომრჩეველს, საერთოდ ქართულ საზოგადოებას, რომელმაც მოახერხა და საბოლოო გავსწო...

ბიძინა ივანიშვილი

1759597001

ახალი ამბები

ცესკოს პირველადი შედეგების მიხედვით თბილისში მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს

 ცენტრალური საარჩევნო კომისია თვითმმართველობის არჩევნების პირველად შედეგებს აქვეყნებს. ცესკოს პირველადი შედეგების მიხედვით თბილისში მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს. რაც შეეხება ხმების პროცენტულ...

კახა კალაძ