ცესკოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა

 „საარჩევნო ადმინისტრაციამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საარჩევნო დღე წარმატებით დაასრულა. ახლა უკვე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში, ფართო მასშტაბით პირველად იქნა გამოყენებული საარჩევნო ელექტრონული აპარატები და არჩევნების მოდერნიზების ეს ეტაპიც შედგა“, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს მადლობა გადაუხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ადმინისტრირების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური პროცესია, არჩევნებმა მშვიდ, გამართულ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა. ის ფაქტი, რომ პროცესი ფაქტობრივად ხარვეზების გარეშე წარიმართა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დაგეგმვასა და ორგანიზებას მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს.

პროცესის წარმატებით წარმართვაში ადმინისტრაციასთან ერთად განსაკუთრებული წვლილი ამომრჩევლებმა შეიტანეს, რომლებმაც ტექნოლოგიების გამოყენებით, შეუფერხებლად, მარტივად გააკეთეს არჩევანი. მადლობას ვუხდი მათ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისა და აქტიურობისთვის, რაც ამ პროცესის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა და ღირებულებაა.

აქვე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კომპანია საერთაშორისო ვენდორ კომპანია „სმარტმატიკს“, რომელთან თანამშრომლობითაც წარმატებით გრძელდება არჩევნების მოდერნიზების პროცესი.

ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკულ კომპანია „Pro V&V”-ს, რომელმაც უკვე მეორედ, პროფესიულ დონეზე განახორციელა საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტი და არ დატოვა კითხვები არჩევნებში ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით.

მადლობას ვუხდი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტებს, მედიას, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული საარჩევნო პროცესში. თქვენმა ჩართულობამ, დაკვირვებამ და აქტიურობამ ხელი შეუწყო მოქალაქეების ინფორმირებას, პროცესის გაშუქებასა და მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.

და, რა თქმა უნდა, არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საარჩევნო მოხელეებს, როგორც საუბნო ასევე საოლქო დონეზე, რომლებმაც შეძლეს კენჭისყრის პროცესის შეუფერხებლად წარმართვა. მათი თავდადება, მოთმინება, პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა იყო ის საიმედო საფუძველი, რომელზეც დაშენებულია დღევანდელი დღის წარმატება.

ყველა მონაწილე მხარის მიერ ერთობლივმა ძალისხმევამ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არჩევნები არა მხოლოდ ადმინისტრაციული პროცედურაა, არამედ პირველ რიგში არის საერთო საქმე.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება გვაძლევს საშუალებას, დღეს, კენჭისყრის დასრულებიდან საათსა და 25 წუთში გაგაცნოთ წინასწარი პირველადი შედეგები.

აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნებს საქმიანობა ჯერ არ დაუსრულებიათ, ვინაიდან აპარატების მიერ დათვლის გარდა, კომისიები ხელით დამატებით დაითვლიან შედეგებს, რის შემდგომაც შედგება შემაჯამებელი ოქმები. ახლა საარჩევნო უბნებზე სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, როგორც მოდერნიზებულ, ისე ტრადიციულ საარჩევნო უბნებზე, ისინი უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს, აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

როგორც მოგეხსენებათ, მუნიციპალიტეტის არჩევნები კომპლექსური პროცესია. ტრადიციული საარჩევნო უბნების შემთხვევაში გამოყენებული იყო სამი ბიულეტენი, ხოლო მოდერნიზებულ უბნებზე კი გამოყენებული იყო სამ სვეტად დაყოფილი ერთი ბიულეტენი. ტრადიციულ უბნებზე ხელით დათვლის შედეგები ასევე განთავსდება ვებგვერდზე, მანამდე კი წარმოგიდგენთ დედაქალაქის პროპორციულ შედეგებს, ასევე თბილისისა და დანარჩენი თვითმმართველი ქალაქების მერების არჩევნების პირველად წინასწარ შედეგებს“, - აცხადებს კალანდარიშვილი.

წარმოგიდგენთ პროპორციულ შედეგებს დედაქალაქის შემთხვევაში - 584 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 573 საარჩევნო უბნის შედეგი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1759605716

ახალი ამბები

პროკურატურამ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

 საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე საქართველოს სისხლისსამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები...

პროკურატურა

1759604488

ახალი ამბები

კახა კალაძე: ეს არის პირდაპირ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ფაქტობრივად, იჭრებოდნენ პრეზიდენტის სასახლეში, იმ პირების ქმედებებს, ვინც ამისკენ მოუწოდებდნენ, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება

 პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე თბილისში, ათონელის რეზიდენციასთან განვითარებულ მოვლენებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებს. კალაძემ...

კახა კალაძე

1759603725

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ქართველმა ხალხმა აგენტურულ ოპოზიციას ღირსეული პასუხი გასცა, კარგად ვიცით, ვინ არიან

 საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ აგენტების საქმიანობას ქართველმა ხალხმა მეათედ და საიუბილეოდ გასცა პასუხი. „ქართველმა ხალხმა აგენტურულ ოპოზიციას ღირსეული პასუხი გასც...

ირაკლი კირცხალია

1759601861

ახალი ამბები

კახა კალაძე: მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ნდობა გამომიცხადა, ვინც მოვიდა არჩევნებზე და თავისი მხარდაჭერა დააფიქსირა ხმის მოცემით

 „მადლობელი ვარ, მე ამ პატივისცემას, ამ მხარდაჭერას, ამ სიყვარულს დავაბრუნებ თბილისში კარგი გაკეთებული საქმეებით“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კა...

კახა კალაძე

1759600918

ახალი ამბები

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისში ხმების 98%-ის დათვლის შედეგად, პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს

 ცენტრალური საარჩევნო კომისია თბილისში პროპორციული არჩევნების წინასწარ შედეგებს ავტომატურ რეჟიმში აქვეყნებს. ცესკოს ცნობით, ამ ეტაპზე დედაქალაქში 584 უბნიდან 573-ის მონაცემები დათვლილია (98.116%), შედ...

ქართული ოცნება