რატი იონათამიშვილმა საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც სპეციალური ანგარიშის - „აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკანონმდებლო და პრაქტიკული ანალიზი“ პრეზენტაციას მიეძღვნა.
მისასალმებელ სიტყვაში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმ პროგრესულ საკანონმდებლო ჩარჩოს და მის საფუძველზე ჩამოყალიბებულ უწყებათაშორისი თანამშრომლობის დადებით პრაქტიკას, რომელიც პარლამენტის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშების განხილვას შეეხება.
შეხვედრაზე განხილულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით რატი იონათამიშვილმა აღინიშნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების საფუძვლებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტის ნაწილში სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. მან ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების განვითარებისა და მათი დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების უწყვეტ პროცესს და ამ მიმართულებით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის განსაკუთრებულ როლს.
კომიტეტის თავმჯდომარემ აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების სტატისტიკაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ 2025 წელს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოში შესული შუამდგომლობებიდან პროკურორების მიერ პატიმრობა მოთხოვნილი იყო ბრალდებულთა 35,1%-ის მიმართ, ხოლო არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება - 64,9%-ის მიმართ. 2020 წელთან შედარებით, როდესაც პატიმრობის მოთხოვნის ოდენობა 44.9%-ს შეადგენდა, მაჩვენებელი თითქმის 10%-ით არის შემცირებული, რაც უდავოდ დადებით ტენდენციას წარმოადგენს.
შეხვედრის დასასრულს, რომელიც აქტიური დისკუსიის ფორმატში წარიმართა, რატი იონათამიშვილმა განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა ყველა რელევანტური უწყების ჩართულობით.
1783076193
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს და უზბეკეთის რესპუბლიკის მხრიდან ხელი მოეწერა ერთწლიან სამოქმედო გეგმას, რომელიც ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, ტურისტული, ლოგისტიკური და სატრანსპორტო სექტორების უფრო მჭიდრო დაკავშირებას უზრუნველყოფს
„საქართველოსა და უზბეკეთს შორის ხელი მოეწერა არაერთ მნიშვნელოვან დოკუმენტს, განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ერთწლიან სამოქმედო გეგმას ორივე სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც მეტწილად მიმართულია უშუალოდ ეკ...
1783076053
ახალი ამბებილაშა ხუციშვილი: საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლებიც მოიცავს საფინანსო და საბაჟო სფეროში თანამშრომლობას
საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლებიც მოიცავს საფინანსო და საბაჟო სფეროში თანამშრომლობას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით,...
1783075111
ახალი ამბებილადო სადღობელაშვილი: როდესაც ოპოზიცია ხელისუფლებას ირანის მხარესთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის გამო აკრიტიკებს, მათ ავიწყდებათ, რა არის ნამდვილი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა
როდესაც ოპოზიცია ხელისუფლებას ირანის მხარესთან ნებისმიერი სახის დიპლომატიური კომუნიკაციის, ან პროტოკოლური ვიზიტის გამო აკრიტიკებს, მათ ხშირად ავიწყდებათ, რა არის ნამდვილი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლ...
1783074724
ახალი ამბები„შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს ილია II და მისი ღვაწლი, ისაუბრეს ჩეხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე“ - შიო III ჩეხეთის ელჩს შეხვდა
ამა წლის 2 ივლისს საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III ჩეხეთი...
1783073583
ახალი ამბები„წითელი ხიდის“ ცვლის უფროსმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის უკანონო გადმოტანის უზრუნველსაყოფად, მოითხოვა და ქრთამის სახით აიღო 4000 დოლარი - ერთ პირს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ მოხელის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ...































