მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით: ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ განცხადებას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი შეაჯამა და ვიზიტის მნიშვნელობასა და შედეგებზე ისაუბრა.
„უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახლდათ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ განცხადებას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
უწყების ხელმძღვანელმა ასევე ყურადღება გაამახვილა ცენტრალური აზიის რეგიონთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით არსებულ პოტენციალზე.
„საქართველოსთვის პრიორიტეტულია ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება, განსაკუთრებით დაკავშირებადობის კონტექსტში. საქართველოს როლი და პოტენციალი მათთვისაც საინტერესოა.
დღეს მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება ამ ქვეყნების განვითარებისთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობები უფრო გაძლიერდეს, გაღრმავდეს და ამ ურთიერთობების გაძლიერება ფართო რეგიონისთვის იყოს სასიკეთო. შესაბამისად, ვიზიტი პრეზიდენტის დონეზე, რა თქმა უნდა, საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ ყველა მიმართულებით ურთიერთობები გავაღრმაოთ ჩვენს ქვეყნებს შორის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
1783076899
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა. პირისპირ შეხვედრისას განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა. ხაზი გაესვა უზბეკ...
1783076843
ახალი ამბებიაბაშაში ბრალდებული „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა“ - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით ერთ...
1783076726
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: უზბეკეთის დელეგაციასთან შეხვედრების ფარგლებში აქტიურად ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, უზბეკეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა შედგა უზბეკეთის დელეგაციის წ...
1783076193
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს და უზბეკეთის რესპუბლიკის მხრიდან ხელი მოეწერა ერთწლიან სამოქმედო გეგმას, რომელიც ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, ტურისტული, ლოგისტიკური და სატრანსპორტო სექტორების უფრო მჭიდრო დაკავშირებას უზრუნველყოფს
„საქართველოსა და უზბეკეთს შორის ხელი მოეწერა არაერთ მნიშვნელოვან დოკუმენტს, განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ერთწლიან სამოქმედო გეგმას ორივე სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც მეტწილად მიმართულია უშუალოდ ეკ...
1783076053
ახალი ამბებილაშა ხუციშვილი: საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლებიც მოიცავს საფინანსო და საბაჟო სფეროში თანამშრომლობას
საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლებიც მოიცავს საფინანსო და საბაჟო სფეროში თანამშრომლობას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით,...






























