აბაშაში ბრალდებული „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა“ - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 3 ივლისს, აბაშის მუნიციპალიტეტში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და სანადირო თოფიდან ერთი გასროლა განახორციელა. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი შემთხვევის ადგილზევე, ბრალდებულის სახით დააკავა.

გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783076193

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს და უზბეკეთის რესპუბლიკის მხრიდან ხელი მოეწერა ერთწლიან სამოქმედო გეგმას, რომელიც ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, ტურისტული, ლოგისტიკური და სატრანსპორტო სექტორების უფრო მჭიდრო დაკავშირებას უზრუნველყოფს

„საქართველოსა და უზბეკეთს შორის ხელი მოეწერა არაერთ მნიშვნელოვან დოკუმენტს, განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ერთწლიან სამოქმედო გეგმას ორივე სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც მეტწილად მიმართულია უშუალოდ ეკ...

მარიამ ქვრივიშვილ

1783076053

ახალი ამბები

ლაშა ხუციშვილი: საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლებიც მოიცავს საფინანსო და საბაჟო სფეროში თანამშრომლობას

საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლებიც მოიცავს საფინანსო და საბაჟო სფეროში თანამშრომლობას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით,...

ლაშა ხუციშვილი

1783075111

ახალი ამბები

ლადო სადღობელაშვილი: როდესაც ოპოზიცია ხელისუფლებას ირანის მხარესთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის გამო აკრიტიკებს, მათ ავიწყდებათ, რა არის ნამდვილი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა

როდესაც ოპოზიცია ხელისუფლებას ირანის მხარესთან ნებისმიერი სახის დიპლომატიური კომუნიკაციის, ან პროტოკოლური ვიზიტის გამო აკრიტიკებს, მათ ხშირად ავიწყდებათ, რა არის ნამდვილი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლ...

ლადო სადღობელაშვილი

1783074724

ახალი ამბები

„შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს ილია II და მისი ღვაწლი, ისაუბრეს ჩეხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე“ - შიო III ჩეხეთის ელჩს შეხვდა

ამა წლის 2 ივლისს საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III ჩეხეთი...

შიო III ჩეხეთის ელჩს შეხვდა

1783073583

ახალი ამბები

„წითელი ხიდის“ ცვლის უფროსმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის უკანონო გადმოტანის უზრუნველსაყოფად, მოითხოვა და ქრთამის სახით აიღო 4000 დოლარი - ერთ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ მოხელის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ...

პროკურატურა