ტელეკომპანია "მთავარის" ეკრანიდან მოიხსნება წარწერები - #თავისუფლებამიშას და #თავისუფლებანიკას
ტელეკომპანია "მთავარის" განცხადებით, მათი ეკრანიდან მოიხსნება წარწერები - #თავისუფლებამიშას და #თავისუფლებანიკას, რისი მიზეზიც, ტელეკომპანიის ინფორმაციით, ფინანსური მდგომარეობის გამო საერთაშორისო დონორების მოძიების აუცილებლობაა.
მთავარი არხის ცნობით, გადაწყვეტილება დამფუძნებელთან, ნიკა გვარამიასთან ერთად მიიღეს.
არხის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"თვეების განმავლობაში თქვენ ხედავთ ჩვენს ეკრანზე ორ წარწერას - #თავისუფლებამიშას და #თავისუფლებანიკას.
მთავარი არხის მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი ტელევიზიის გადარჩენის ერთადერთი გზა საერთაშორისო დონორების მოძიებაა, რომლებთანაც ჩვენ უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს.
ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ ტელევიზია არ იყოს აფილირებული რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან, რის გამოც, არხმა, ნიკა გვარამიასთან შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღეიდან ჩვენი ეკრანიდან ეს ორი წარწერა მოიხსნება.
თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით იცვლება - ჩვენ ისევ ვთვლით, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მთავარი არხის გენერალური დირექტორი პოლიტპატიმრები არიან და ისინი უნდა გათავისუფლდნენ.
დარჩით ჩვენთან და მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება.
მთავარი ხართ თქვენ!," - აღნიშნულია არხის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
* ივნისში რუსეთიდან საქართველოში 231.44 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა
1782670204
ახალი ამბებითამთა მეგრელიშვილი: ლიბერალიზმის შინაარსის ქვეშ ერთიანდებიან სახელმწიფოები და ცდილობენ, ამ ტერმინით თავისუფლება გადათარგმნონ, რომელსაც თითქოს ყველას აძლევენ
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ბუდაპეშტში გამართულ პრაიდთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, განცხადებას ეხმაურება, რომელშიც მან უნგრეთის LGBTIQ+...
1782668024
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც გამიზნულია იმისთვის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან ამ რეზოლუციებით
„ეს არის ჩვეულებრივად, პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც გამიზნულია იმისთვის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან ამ რეზოლუციებით - ნეგატიური, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და კიდევ უფრო შეუწყონ ხ...
1782665015
მსოფლიოევროპაში უპრეცედენტო სიცხე გრძელდება - დანიასა და ჩეხეთში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა
ევროპაში უპრეცედენტო სიცხე გრძელდება. გერმანიაში, დანიასა და ჩეხეთში მაღალი ტემპერატურის რეკორდები დაფიქსირდა. რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა ჩეხეთში. ჩეხეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის (CHM...
1782662715
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე: ვიქტორ ყიფიანმა პარტია - „ჯერ საქართველო“ დააფუძნა - საქართველოს საკუთარი დღის წესრიგი სჭირდება და არა სხვისი ნების შემსრულებლებლები
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ვიქტორ ყიფიანის მიერ დაფუძნებულ პარტიას ეხმიანება სახელწოდებით „ჯერ საქართველო“. ანანიძის თქმით, საქართველოს საკუთარი დღის წესრიგი სჭირდება და არა სხვი...
1782659493
ახალი ამბებისიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, პოლიციის მანქანა დააზიანა - პოლიციელებზე თავდასხმისთვის 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით იმერეთში ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 ივნისს, ზესტაფონში, სამართალდამცველ...































