მამუკა მდინარაძე: უნდა მოხდეს დამნაშავეთა იდენტიფიცირება, დასჯა, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, დავაფასოთ ჩვენი სამართალდამცველი თავისი გმირული საქციელისათვის, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მათ სახელს ვიღაც არცხვენს, ეს ერთეული შემთხვევები გამოვავლინოთ

„შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს [სამართალდამცველთა რიგებში დამნაშავე პირების დაუსჯელობას], „გამოძიება მიმდინარეობს, დაველოდოთ შედეგებს“ - ეს ტრაფარეტულიც გახდა ბევრ შემთხვევაში. ვაღიაროთ, რომ ხანდახან ამას თავის არიდების მიზნით და ცოტა რთულ სიტუაციაში როცა ხარ ადამიანი, მაშინ იყენებ“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრობისა და ვიცეპრემიერობის კანდიდატმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

მდინარაძის განმარტებით, აუცილებელია, სამართალდამცველთა რიგებში ერთეული დამნაშავეები იდენტიფიცირებული და დასჯილი იყვნენ, რათა სამართალდარღვევის ერთეულმა შემთხვევებმა არ გააფუჭოს ის დიდი საქმე, რასაც სამართალდამცველები გმირულად აკეთებენ.

„ამას რაღაც მიზეზები აქვს - სუბიექტური და ობიექტური, მაგალითად, ბევრი ობიექტური მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. მაგრამ, ერთ-ერთი მთავარი, მაგალითად, შეიძლება იყოს ის, რომ სამართალდამცველთა, სამართალდამცავ ორგანოთა შორის რაღაც სოლიდარობა შეიძლება იყოს, მაგრამ ეს არ არის ქართული ფენომენი, მსოფლიოში ასე ხდება, რომ სამართალდამცველები, ერთმანეთის მიმართ არიან სოლიდარულები. შეიძლება ჩემმა ამ ახალმა ამპლუამ და ფუნქციამ, ამ ნახევრად ხარვეზის თუ ხარვეზის აღმოფხვრის კიდევ უფრო მეტი საშუალება გააჩინოს. მე პირადად, მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, შემთხვევით არ ვამბობ ამას - როგორც კი ამ თანამდებობაზე დავინიშნები, ამ და ასეთ შემთხვევებთან დაკავშირებით ჩემი რეაგირება მექნება და ეს კოორდინაცია. მათ შორის, კონკრეტულ მსგავს მაგალითებზე, ალბათ - დარწმუნებით შეიძლება ვერაფერი თქვა, რადგან წინასწარ მტკიცებულებები ჩასახედია კარგად, სანახავია, კოორდინაციაც განსახორციელებელია, რომ ასეთი დანაშაულების კიდევ უფრო დეტალური, სიღრმისეული შესწავლა მოხდეს და მოხდეს დამნაშავეთა იდენტიფიცირება, დასჯა, იმისთვის, რომ ხვალ, ერთი მხრივ, ჩვენ დავაფასოთ ჩვენი პოლიციელი, ნებისმიერი სხვა სამართალდამცველი, რასაც აკეთებს თავისი გმირული საქციელისათვის, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მათ სახელს ვიღაც არცხვენს, ეს ერთეული შემთხვევები გამოვავლინოთ და განუხრელად ვიღვაწოთ ყველამ იმისათვის, რომ ასეთმა ერთეულმა შემთხვევებმა არ გააფუჭოს ის დიდი საქმე, რასაც სახელმწიფოში ეს ადამიანები გმირულად აკეთებენ“, - აღნიშნა მდინარაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776887287

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: მე შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით, კიდევ უფრო გავაძლიერო სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა

„მე შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით კიდევ უფრო გავაძლიერო სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა მამუკა მდინარაძემ. მისივე თქ...

მამუკა მდინარაძე

1776885842

მსოფლიო

ლიეტუვის პრემიერი ზელენსკის პასუხობს: მსგავსი რიტორიკისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს

მას შემდეგ, რაც ესტონელი პოლიტიკოსების მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებს ბალტიის ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგა რუგინიენემ უკრა...

ლიეტუვის პრემიერი

1776882691

ახალი ამბები

„პატრიარქი ილია II“ - გამოფენა ეროვნულ არქივში გაიხსნა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მრავალწლიან სულიერ, საზოგადოებრივ და ეროვნულ მოღვაწეობას მიეძღვნა გამოფენა „პატრიარქი ილია II“, რომელიც საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავი...

პატრიარქი:

1776882448

ახალი ამბები

23 აპრილიდან ხაჯალია-სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა 51 დღით შეიზღუდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის 23 აპრილიდან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაჯალია-სუფსის საავტომობილო გზაზე 51 დღის განმავლობაში პერიოდული სარ...

გზაგზაგზა

1776882377

ახალი ამბები

სააკაშვილი გიგა ლემონჯავაზე: მისი ძირითადი ფუნქცია ეთერის შემავსებელი მოლაპარაკე თავობაა, სიცრუეს ავრცელებს

„გიგა ლემონჯავამ (დროადან), რომლის ძირითადი ფუნქცია ეთერის შემავსებელი მოლაპარაკე თავობაა, გუშინ თქვა, რომ მე ერთპიროვნულ ლიდერად გამოვაცხადე თავი“, - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული...

მიხეილ სააკაშვილი