ცესკო ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს - მორიგი შეხვედრა დუშეთში გაიმართა
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს.
მორიგი შეხვედრა დუშეთში გაიმართა და ის ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა გახსნა. ახალგაზრდებთან საუბრისას მან ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა - არჩევნების მნიშვნელობა და ამომრჩევლის როლი დემოკრატიული პროცესების განვითარებაში.
ნათია იოსელიანმა განსაკუთრებული ყურადღება დეზინფორმაციის საკითხს დაუთმო და ის საარჩევნო პროცესის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა, ამასთან მან ახალგაზრდებს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაც გააცნო.
ცესკოს პრეს-სპიკერმა ასევე ისაუბრა იმ სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებზე, რომლებსაც ცესკო ახალგაზრდებთან მიმართებაში ახორციელებს.
ახალგაზრდებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ხდება არჩევნების ორგანიზება და როგორია საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური მოწყობა - ამ საკითხებზე მათ დეტალურად ესაუბრა დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მაია ველთაური.
დუშეთში ახალგაზრდებთან შეხვედრა 28 აპრილს გაიმართა და მას 40-მდე ახალგაზრდა დაესწრო.
შეხვედრა ცესკოს, ახალგაზრდობის სააგენტოსა და სხვა პარტნიორ უწყებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.
მემორანდუმი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთობლივი საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიების განხორციელებას, კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრები ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონში იმართება.
1777457276
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ჩვენი მთავარი კრიტერიუმია აშშ-სთან ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება, ასე რომ, ამ მიმართულებით მივდივართ, მოვა მაისი და ვნახავთ
შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებზე ესაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ურთიერთობების გადატვირთვის სურვილი ორივე მხრიდან არსებობს, ურთიერთობების გაციების მიზე...
1777457210
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: პოლონეთის მთავრობამ ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის პროპაგანდისტული ინსტრუმენტი შექმნა
უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ანუ, პოლონეთის მთავრობამ ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის პროპაგანდისტული ინსტრუმენტი შექმნა. ამ პროპაგანდისტული მედიის სახე არის ნათია კობერიძე, ადამიან...
1777456999
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: რადიკალურ ოპოზიციას ეკლესიის მიმართ რა ზიზღიც აქვს, ვიცით, ეკლესიას შეურაცხყოფას აყენებენ, ქართველი ხალხის რეაქციას ეგუებიან, რათა თავი მოაწონონ უცხოელ დამკვეთებს
ახალი არაფერია იმაში, რომ რადიკალურ ოპოზიციას ეკლესიის მიმართ ზიზღი აქვს ჩამოყალიბებული. ეკლესიას შეურაცხყოფას აყენებენ, ქართველი ხალხის რეაქციას ეგუებიან, რათა თავი მოაწონონ უცხოელ დამკვეთებს, – ამის...
1777456372
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე - პაციენტებს ვერ უშველის უბრალოდ თანხის დახარჯვა, ბავშვს უშველის მხოლოდ წამალი, სწორი და რეალური წამალი
„მათ გასაგონად ვამბობ, ვინც პაციენტებს ვგულშემატკივრობთ და არა მათთვის, ვინც ამ თემით პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობს - პაციენტებს ვერ უშველის უბრალოდ თანხის დახარჯვა; ბავშვს უშველის მხოლოდ წ...
1777456271
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ყველა უნდა შეეშვას იწილო-ბიწილოს თამაშს, გასაგებია, რასთან გვაქვს საქმე, გერმანიის მთავრობა არ აღიარებს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და ეს არის ფაქტი
ყველა უნდა შეეშვას იწილო-ბიწილოს თამაშს, გასაგებია, რასთან გვაქვს საქმე. გერმანიის მთავრობა არ აღიარებს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და ეს არის ფაქტი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპ...































