შალვა პაპუაშვილი: რადიკალურ ოპოზიციას ეკლესიის მიმართ რა ზიზღიც აქვს, ვიცით, ეკლესიას შეურაცხყოფას აყენებენ, ქართველი ხალხის რეაქციას ეგუებიან, რათა თავი მოაწონონ უცხოელ დამკვეთებს
ახალი არაფერია იმაში, რომ რადიკალურ ოპოზიციას ეკლესიის მიმართ ზიზღი აქვს ჩამოყალიბებული. ეკლესიას შეურაცხყოფას აყენებენ, ქართველი ხალხის რეაქციას ეგუებიან, რათა თავი მოაწონონ უცხოელ დამკვეთებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა გიგი უგულავას ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით, სადაც უგულავამ დაწერა: „პატრიარქი მოკვდა, გაუმარჯოს ეგზარქოსს“.
პაპუაშვილის თქმით, უცხოეთიდან ასეთ ხალხს ვინც ხელს ჩამოართმევს, სწორედ ისინი აქეზებენ და მხარს უჭერენ ქართული ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიას.
„საზოგადოებას და მედიას მოვუწოდებ, ამ ყველაფერს მშვიდად შევხედოთ. რადიკალურ ოპოზიციას ქართული ეკლესიის მიმართ რა ზიზღიც აქვს, ვიცით. ისინი ხელისუფლებაში როცა იყვნენ, რას აკეთებდნენ, ვიცით და ოპოზიციაში რასაც ცდილობენ, ამასაც ვხედავთ. ახალი არაფერია იმაში, რომ რადიკალურ ოპოზიციას ეკლესიის მიმართ ზიზღი აქვს ჩამოყალიბებული.
დავაკვირდეთ, გიგი უგულავას, არჩილ გამზარდიას და სხვებს, ამ ხალხს ვინ ჩამოართმევს ხელს, რომელი უცხოელი. იციან, რომ ამ განცხადებების გამო ქართველები შეაჩვენებენ, მაგრამ ეკლესიას შეურაცხყოფას აყენებენ. ქართველი ხალხის რეაქციას ეგუებიან, რათა თავი მოაწონონ უცხოელ დამკვეთებს. ამიტომ შევხედოთ, ვისთან იქნებიან, რომელ საელჩოში შევლენ-გამოვლენ, ვინ ჩამოართმევთ მათ ხელს. ვიცოდეთ, ვინც მათ ხელს ჩამოართმევს, ისინი არიან ელჩები და უცხოელები, რომლებიც აქეზებენ, აფინანსებენ და მხარს უჭერენ ქართული ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიას. ოპოზიციის ნირი ვიცით. ახლა დავაკვირდეთ, მათი შემკვეთი ვინ არის. ეს შეკვეთა უცხოეთიდან მოდის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
1777457210
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: პოლონეთის მთავრობამ ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის პროპაგანდისტული ინსტრუმენტი შექმნა
უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ანუ, პოლონეთის მთავრობამ ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის პროპაგანდისტული ინსტრუმენტი შექმნა. ამ პროპაგანდისტული მედიის სახე არის ნათია კობერიძე, ადამიან...
1777456372
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე - პაციენტებს ვერ უშველის უბრალოდ თანხის დახარჯვა, ბავშვს უშველის მხოლოდ წამალი, სწორი და რეალური წამალი
„მათ გასაგონად ვამბობ, ვინც პაციენტებს ვგულშემატკივრობთ და არა მათთვის, ვინც ამ თემით პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობს - პაციენტებს ვერ უშველის უბრალოდ თანხის დახარჯვა; ბავშვს უშველის მხოლოდ წ...
1777456271
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ყველა უნდა შეეშვას იწილო-ბიწილოს თამაშს, გასაგებია, რასთან გვაქვს საქმე, გერმანიის მთავრობა არ აღიარებს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და ეს არის ფაქტი
ყველა უნდა შეეშვას იწილო-ბიწილოს თამაშს, გასაგებია, რასთან გვაქვს საქმე. გერმანიის მთავრობა არ აღიარებს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და ეს არის ფაქტი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპ...
1777454069
ახალი ამბებისპორტის მინისტრი მსოფლიოსა და ევროპის მინიფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტებს შეხვდა
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მსოფლიოს მინიფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ფილიპ ჯუდასა და ევროპის მინიფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პიტერ კრალიკის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველ...
1777453740
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: ხაზარაძე-გვარამიას კორპორაციამ, აპელირებით „ქართველ ხალხთან“ - კობახიძეს „ღალატში“ დასდო ბრალი? ანუ, ნაცსექტამ „ღალატის“ ახალი კურსი შეიმუშავა - 20 ლარი და 46 თეთრი? ამით წარსულს ჩაბარდა მათი ღალატის ფასი?
„წუხელ იმაზე შევჯერდით, რომ კილოგრამში 20 ლარიანი ხორცი და კვერცხი 46 თეთრად რეალირად არსებობს - უბრალოდ, თურმე გემრიელი არაა. ოკ, გასაგებია! და ამ მოცემულობაზე დაყრდნობით, ხაზარაძე/გვარამიას კორპორაც...































