მიხეილ სარჯველაძე - პაციენტებს ვერ უშველის უბრალოდ თანხის დახარჯვა, ბავშვს უშველის მხოლოდ წამალი, სწორი და რეალური წამალი

„მათ გასაგონად ვამბობ, ვინც პაციენტებს ვგულშემატკივრობთ და არა მათთვის, ვინც ამ თემით პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობს - პაციენტებს ვერ უშველის უბრალოდ თანხის დახარჯვა; ბავშვს უშველის მხოლოდ წამალი, სწორი და რეალური წამალი. ერთადერთი განსახილველი საკითხი არის ის, თუ რამდენად არის ეს პრეპარატი ის, რომელსაც შეუძლია სიკეთის მოტანა ფატალური რისკების გარეშე“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში განაცხადა.

„ახლა რაც შეეხება, მაგალითად, ისეთ მახინჯ ინტერპრეტაციებს, რომ თითქოსდა ჩვენი პოზიციაა, რომ ვეძებთ მხოლოდ გადარჩენის უნარის მქონე მედიკამენტებს და სხვას აზრი არ აქვს - კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ იმას, რაც ვთქვი პირველივე ბრიფინგის დროს, როდესაც პირველად ვისაუბრე საჯაროდ ამ თემების ირგვლივ: ამ მედიკამენტების ფუნქცია არის ის, რომ გადაავადოს ეტლის საჭიროება. სიტყვა-სიტყვით ვიმეორებ, რაც მაშინ ვთქვი, ვიმეორებ იმისთვის, რომ ვინმემ არ გაიმეოროს მსგავსი რამ, რომ თითქოს ამ ფუნქციას რამენაირად ვაკნინებთ - „აქვე ვიტყვი, რომ თავისთავად ეს მნიშვნელოვანი შედეგი იქნებოდა (რომ არ არსებობდეს კითხვები მისი ეფექტიანობის და უსაფრთხოების შესახებ), მაგრამ არ იქნება სწორი, რომ ამ მედიკამენტებზე გვქონდეს არასწორი მოლოდინი“, ისიც იმიტომ, რომ ამორალურია არასწორი მოლოდინების შექმნა სასოწარკვეთილი მშობლისთვის.

ამრიგად, შეგნებულად ტყუის ის, ვინც აქედან აკეთებს დასკვნას, რომ თითქოსდა ეტლის საჭიროების გადავადებას არასაკმარის მიზეზად მივიჩნევთ.

კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ - მნიშვნელოვანია, უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი გაუმჯობესება, რომელსაც მოიტანს მედიკამენტი, მათ შორის, ეტლის საჭიროების გახანგრძლივებაც. უბრალოდ საჭიროა, რომ ეს შედეგი მართლაც მოჰქონდეს მედიკამენტს, არ ქმნიდეს სასიცოცხლო საფრთხეებს და არა უბრალოდ არასწორ შთაბეჭდილებებს ბადებდეს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777457210

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: პოლონეთის მთავრობამ ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის პროპაგანდისტული ინსტრუმენტი შექმნა

უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ანუ, პოლონეთის მთავრობამ ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის პროპაგანდისტული ინსტრუმენტი შექმნა. ამ პროპაგანდისტული მედიის სახე არის ნათია კობერიძე, ადამიან...

შალვა პაპუაშვილი

1777456999

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: რადიკალურ ოპოზიციას ეკლესიის მიმართ რა ზიზღიც აქვს, ვიცით, ეკლესიას შეურაცხყოფას აყენებენ, ქართველი ხალხის რეაქციას ეგუებიან, რათა თავი მოაწონონ უცხოელ დამკვეთებს

ახალი არაფერია იმაში, რომ რადიკალურ ოპოზიციას ეკლესიის მიმართ ზიზღი აქვს ჩამოყალიბებული. ეკლესიას შეურაცხყოფას აყენებენ, ქართველი ხალხის რეაქციას ეგუებიან, რათა თავი მოაწონონ უცხოელ დამკვეთებს, – ამის...

შალვა პაპუაშვილი

1777456271

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ყველა უნდა შეეშვას იწილო-ბიწილოს თამაშს, გასაგებია, რასთან გვაქვს საქმე, გერმანიის მთავრობა არ აღიარებს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და ეს არის ფაქტი

ყველა უნდა შეეშვას იწილო-ბიწილოს თამაშს, გასაგებია, რასთან გვაქვს საქმე. გერმანიის მთავრობა არ აღიარებს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და ეს არის ფაქტი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპ...

შალვა პაპუაშვილი

1777454069

ახალი ამბები

სპორტის მინისტრი მსოფლიოსა და ევროპის მინიფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტებს შეხვდა

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მსოფლიოს მინიფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ფილიპ ჯუდასა და ევროპის მინიფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პიტერ კრალიკის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველ...

სპორტის მინისტრი

1777453740

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ხაზარაძე-გვარამიას კორპორაციამ, აპელირებით „ქართველ ხალხთან“ - კობახიძეს „ღალატში“ დასდო ბრალი? ანუ, ნაცსექტამ „ღალატის“ ახალი კურსი შეიმუშავა - 20 ლარი და 46 თეთრი? ამით წარსულს ჩაბარდა მათი ღალატის ფასი?

„წუხელ იმაზე შევჯერდით, რომ კილოგრამში 20 ლარიანი ხორცი და კვერცხი 46 თეთრად რეალირად არსებობს - უბრალოდ, თურმე გემრიელი არაა. ოკ, გასაგებია! და ამ მოცემულობაზე დაყრდნობით, ხაზარაძე/გვარამიას კორპორაც...

დავით ქართველიშვილი