შალვა პაპუაშვილი: ყველა უნდა შეეშვას იწილო-ბიწილოს თამაშს, გასაგებია, რასთან გვაქვს საქმე, გერმანიის მთავრობა არ აღიარებს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და ეს არის ფაქტი

ყველა უნდა შეეშვას იწილო-ბიწილოს თამაშს, გასაგებია, რასთან გვაქვს საქმე. გერმანიის მთავრობა არ აღიარებს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და ეს არის ფაქტი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიის მთავრობა არ აღიარებს ქართველი ხალხის უფლებას, აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება, უფლებას დემოკრატიაზე, რომ თავად იყოს ხელისუფლების განმსაზღვრელი.

„ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ გერმანია, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი გვერდში მდგომი იყო, დღეს, ერთი მხრივ, გამოდის საქართველოს დამოუკიდებლობის ხელმყოფად, მეორე მხრივ, ქართველი ხალხის ღირსების შემლახავად. ეს ნიშნავს, რომ გერმანიის მთავრობა ქართველ ხალხს უყურებს, როგორც რაღაც მეორე კატეგორიის ხალხს, რომელსაც არ აქვს უნარი, უფლება, თავად განსაზღვროს, ვინ არის მისი ხელისუფლება და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდმა უნდა განსაზღვროს, ვინ არის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, თუ საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს არის დიდი სირცხვილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, გერმანიას ჯერ აქვს შესაძლებლობა, აჩვენოს, რომ არის დემოკრატიის, დემოკრატიული ევროპის ერთგული, თუ უბრუნდება თავის ბნელ წარსულს, რომ არ აღიარებს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, სხვა ხალხების სუვერენიტეტს, ღირსებას, თავად განსაზღვრონ საკუთარი ბედი და ხელისუფლება.

„კარგია, რომ გერმანიას საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს. მნიშვნელოვანია, ყოველთვე რუტინულად ნოტა გაეგზავნოს გერმანიის მთავრობას, რომ ქართველები არავის ხელწამოსაკრავი ხალხი არ ვართ, მით უმეტეს, არც გერმანიის მთავრობის ხელწამოსაკრავი ხალხი ქართველები არ ვართ ბევრი მიზეზის გამო. თუ ეს არის ის გზა, რომელსაც დაადგა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, მისი ელჩი კი ვხედავთ, რა გზაზეც დგას, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება სათანადო პასუხი, რომ არ შევეგუოთ ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფას. წლებია, გვიწევს რუსეთთან ამ მხრივ პოლიტიკური, თუ სხვა სახის ჭიდილი საქართველოს სუვერენიტეტის აღიარებასთან დაკავშირებით. დღეს რუსეთი არის, ვინც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას საქართველოს ტერიტორიის ნაწილზე. გამოდის, ახლა დაემატა გერმანიის მთავრობა, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას ამ თავისი ქცევით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს სუვერენიტეტს და ქართველი ხალხის სუვერენიტეტს ვინც არ აღიარებს, უნდა შეეგუოს, რომ იქნება ზუსტად იმ კუთხეში, სადაც არიან ის პოლიტიკური ჯგუფები თუ ქვეყნები, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტს ხელყოფენ, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის მკაფიო მაგალითი.

„გერმანიის მთავრობა ამ თავისი ქცევით აჩვენებს, რომ ის არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე, არა მხოლოდ მის ნაწილზე, მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდს თუ დავუჯერებთ, დღეს საქართველოს ხელისუფლებას ახორციელებს სალომე ზურაბიშვილი, როგორც პრეზიდენტი და ბრიტანეთში საქართველოს ელჩი – ილია დარჩიაშვილი. ასეთია მათი გამრუდებული რეალობა. ამიტომ, კიდევ ერთხელ, არ ვიცი, თქვენ თუ გინდათ, თავი მოისულელოთ, მაგრამ, მგონია, აქ სულელი არავინ არის, მათ შორის, არც თქვენ ხართ სულელი და გჯერათ, რომ ეს ვებგვერდის ხარვეზი არის?! ხომ არ გჯერათ ამის. თვეები გადის, შეხსენებით, მოთხოვნის მიუხედავად, არ იცვლება ორი სახელი და გვარი. ამას რომ განზრახ აკეთებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც ჩანს, მისი ელჩის დაჟინებული ჩართვით, მგონია, ფაქტია. ამას თუ განზრახ აკეთებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ნიშნავს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განზრახ ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტს, განზრახ ხელყოფს ქართველი ხალხის ღირსებას, რომ თავად განსაზღვროს, ვინ იყოს მისი ხელისუფლება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777456999

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: რადიკალურ ოპოზიციას ეკლესიის მიმართ რა ზიზღიც აქვს, ვიცით, ეკლესიას შეურაცხყოფას აყენებენ, ქართველი ხალხის რეაქციას ეგუებიან, რათა თავი მოაწონონ უცხოელ დამკვეთებს

ახალი არაფერია იმაში, რომ რადიკალურ ოპოზიციას ეკლესიის მიმართ ზიზღი აქვს ჩამოყალიბებული. ეკლესიას შეურაცხყოფას აყენებენ, ქართველი ხალხის რეაქციას ეგუებიან, რათა თავი მოაწონონ უცხოელ დამკვეთებს, – ამის...

შალვა პაპუაშვილი

1777456372

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე - პაციენტებს ვერ უშველის უბრალოდ თანხის დახარჯვა, ბავშვს უშველის მხოლოდ წამალი, სწორი და რეალური წამალი

„მათ გასაგონად ვამბობ, ვინც პაციენტებს ვგულშემატკივრობთ და არა მათთვის, ვინც ამ თემით პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობს - პაციენტებს ვერ უშველის უბრალოდ თანხის დახარჯვა; ბავშვს უშველის მხოლოდ წ...

მიხეილ სარჯველაძე

1777454069

ახალი ამბები

სპორტის მინისტრი მსოფლიოსა და ევროპის მინიფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტებს შეხვდა

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მსოფლიოს მინიფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ფილიპ ჯუდასა და ევროპის მინიფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პიტერ კრალიკის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველ...

სპორტის მინისტრი

1777453740

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ხაზარაძე-გვარამიას კორპორაციამ, აპელირებით „ქართველ ხალხთან“ - კობახიძეს „ღალატში“ დასდო ბრალი? ანუ, ნაცსექტამ „ღალატის“ ახალი კურსი შეიმუშავა - 20 ლარი და 46 თეთრი? ამით წარსულს ჩაბარდა მათი ღალატის ფასი?

„წუხელ იმაზე შევჯერდით, რომ კილოგრამში 20 ლარიანი ხორცი და კვერცხი 46 თეთრად რეალირად არსებობს - უბრალოდ, თურმე გემრიელი არაა. ოკ, გასაგებია! და ამ მოცემულობაზე დაყრდნობით, ხაზარაძე/გვარამიას კორპორაც...

დავით ქართველიშვილი

1777453342

ახალი ამბები

პრემიერი: ძლიერდება სამართალდამცავი ორგანოების სისტემა ახალი რგოლის დამატებით და ეს არის მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმა, რომელიც განხორციელდა მთავრობის სისტემაში, ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაციები, ტექნიკურ საკითხებზე აქცენტის გაკეთება

განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები სამართალდამცავ სისტემაში, დაემატა ერთი მნიშვნელოვანი რგოლი და ეს არის საკოორდინაციო რგოლი. ეს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია დაეკისრა ვიცე-პრემიერს, სახელმწიფო მინის...

ირაკლი კობახიძე