შალვა პაპუაშვილი: პოლონეთის მთავრობამ ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის პროპაგანდისტული ინსტრუმენტი შექმნა
უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ანუ, პოლონეთის მთავრობამ ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის პროპაგანდისტული ინსტრუმენტი შექმნა. ამ პროპაგანდისტული მედიის სახე არის ნათია კობერიძე, ადამიანი, რომელიც საქართველოში გაიგივებულია დეზინფორმაციასთან, პროპაგანდასთან და ისტერიის დათესვასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „მოდელირებული ქრონიკის“ ავტორი არის ამ პროპაგანდისტული მედიის სახე და ხელმძღვანელი“.
„ესეც აჩვენებს, თუ რა არის განზრახვა. ევროკავშირის ელჩის განცხადება ვნახეთ, სადაც სამოქალაქო ომით დაგვემუქრა. პაველ ჰერჩინსკი არის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. ის მივლინებულია ევროკავშირში, თუმცა პოლონეთის საგარეო უწყების თანამშრომელია, იმ სამინისტროსი, ვინც ეს პროპაგანდისტული იარაღი ჩამოაყალიბა მთავარი პროპაგანდისტის, ნათია კობერიძის ხელმძღვანელობით. ეს არის ანალოგი ე.წ. ათასი ბორცვის რადიოსი, რომელიც რუანდაში შეიქმნა იმისთვის, რომ შუღლი გაეღვივებინა საზოგადოებაში მტრობის სახით. ის გენოციდი ამ რადიომ მოიტანა, რაც რუანდაში გენოციდის სახით მოხდა. პოლონეთის საგარეო უწყებამ პროპაგანდისტული იარაღი შექმნა, რათა საქართველოში ზიზღის პროპაგანდა მოხდეს. ამის პარალელურად, პაველ ჰერჩინსკი სამოქალაქო ომით გვემუქრება, ევროკომისიის პრესსპიკერი 4 ოქტომბრის დამხობის დაანონსებულ აქციას მხარს უჭერდა. საქმე გვაქვს ზიზღის პროპაგანდის ინსტრუმენტთან, რომელიც შეიქმნა. ფაქტია, რომ ეს არის კიდევ ერთი მტრული ნაბიჯი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. პოლონეთის მთავრობის მიერ მოწყობილი სპეცოპერაცია გავიხსენოთ, როცა სააკაშვილთან სპეცაგენტი ექიმები შეუშვეს, რომლებიც მასალების გამოტანას ფარულად ცდილობდნენ. აშკარა მაგალითია, რომ საქართველოში უნდათ ზიზღის პროპაგანდა. სახელმწიფო პროპაგანდა რას ნიშნავს, ეს არის ნათელი მაგალითი. ნათია კობერიძე ამას ემსახურება. „მოდელირებული ქრონიკის“ მიზანი რაც იყო, ეს მიზნები გადატანილი აქვთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
1777456999
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: რადიკალურ ოპოზიციას ეკლესიის მიმართ რა ზიზღიც აქვს, ვიცით, ეკლესიას შეურაცხყოფას აყენებენ, ქართველი ხალხის რეაქციას ეგუებიან, რათა თავი მოაწონონ უცხოელ დამკვეთებს
ახალი არაფერია იმაში, რომ რადიკალურ ოპოზიციას ეკლესიის მიმართ ზიზღი აქვს ჩამოყალიბებული. ეკლესიას შეურაცხყოფას აყენებენ, ქართველი ხალხის რეაქციას ეგუებიან, რათა თავი მოაწონონ უცხოელ დამკვეთებს, – ამის...
1777456372
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე - პაციენტებს ვერ უშველის უბრალოდ თანხის დახარჯვა, ბავშვს უშველის მხოლოდ წამალი, სწორი და რეალური წამალი
„მათ გასაგონად ვამბობ, ვინც პაციენტებს ვგულშემატკივრობთ და არა მათთვის, ვინც ამ თემით პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობს - პაციენტებს ვერ უშველის უბრალოდ თანხის დახარჯვა; ბავშვს უშველის მხოლოდ წ...
1777456271
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ყველა უნდა შეეშვას იწილო-ბიწილოს თამაშს, გასაგებია, რასთან გვაქვს საქმე, გერმანიის მთავრობა არ აღიარებს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და ეს არის ფაქტი
ყველა უნდა შეეშვას იწილო-ბიწილოს თამაშს, გასაგებია, რასთან გვაქვს საქმე. გერმანიის მთავრობა არ აღიარებს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და ეს არის ფაქტი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპ...
1777454069
ახალი ამბებისპორტის მინისტრი მსოფლიოსა და ევროპის მინიფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტებს შეხვდა
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მსოფლიოს მინიფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ფილიპ ჯუდასა და ევროპის მინიფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პიტერ კრალიკის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველ...
1777453740
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: ხაზარაძე-გვარამიას კორპორაციამ, აპელირებით „ქართველ ხალხთან“ - კობახიძეს „ღალატში“ დასდო ბრალი? ანუ, ნაცსექტამ „ღალატის“ ახალი კურსი შეიმუშავა - 20 ლარი და 46 თეთრი? ამით წარსულს ჩაბარდა მათი ღალატის ფასი?
„წუხელ იმაზე შევჯერდით, რომ კილოგრამში 20 ლარიანი ხორცი და კვერცხი 46 თეთრად რეალირად არსებობს - უბრალოდ, თურმე გემრიელი არაა. ოკ, გასაგებია! და ამ მოცემულობაზე დაყრდნობით, ხაზარაძე/გვარამიას კორპორაც...































