პრემიერი: გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს, ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ პატრიარქის დატოვებულ ერთობას, ილია მეორეს დაუღალავი შრომისა და უმაღლესი საერთაშორისო ავტორიტეტის შედეგად, მსოფლიო საპატრიარქომ ოფიციალურად ცნო ჩვენი ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალია

„გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს. ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ პატრიარქის დატოვებულ ერთობას და მისი ხსოვნისადმი უდიდესი პატივისცემით, ღირსეულად გავაგრძელოთ მისი გზა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პრემიერი წერს, ილია მეორეს დაუღალავი შრომის შედეგია, რომ მსოფლიო საპატრიარქომ ოფიციალურად ცნო საქართველოს ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალია.

„დღეს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ისტორიულ დღეს აღვნიშნავთ.

წელს ეს საზეიმო თარიღი ეროვნული მწუხარებითაა დაჩრდილული - გამოვეთხოვეთ ერის სულიერ წინამძღოლს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, რომლის უამრავ ღვაწლს შორის ერთ-ერთი უმთავრესი სწორედ დედაეკლესიის უძველესი ავტოკეფალიის მსოფლიო დონეზე აღიარებაა.

1917 წლის 25 მარტს ავტოკეფალიის გამოცხადებით ქართველმა ერმა ისტორიული სამართლიანობა აღადგინა. თუმცა, სრულყოფილ და საბოლოო გამარჯვებამდე სწორედ პატრიარქის უდიდესმა ძალისხმევამ მიგვიყვანა.

1990 წელს, მისი დაუღალავი შრომისა და უმაღლესი საერთაშორისო ავტორიტეტის შედეგად, მსოფლიო საპატრიარქომ ოფიციალურად ცნო ჩვენი ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალია და საპატრიარქო ტიტული. ეს იყო გადამწყვეტი ნაბიჯი არა მხოლოდ ეკლესიის გაძლიერების, არამედ ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის განმტკიცების საქმეში.

დღეს, მისი უწმინდესობის გარდაცვალებიდან მე-9 დღეს, როდესაც მთელი ქვეყანა გლოვობს, ეს ფასდაუდებელი მონაპოვარი - ჩვენი სულიერი და ეროვნული იდენტობის მყარი საფუძველი - ყველაზე ნათლად მოწმობს ილია მეორის ეპოქალურ მემკვიდრეობას.

გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს. ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ პატრიარქის დატოვებულ ერთობას და მისი ხსოვნისადმი უდიდესი პატივისცემით, ღირსეულად გავაგრძელოთ მისი გზა“, - აცხადებს პრემიერი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774415167

საზოგადოება

მარიამ ლაშხი: ნამდვილად ისტორიულია ის, რაც დღეს სახელმწიფო დეპარტამენტში ხდება. საქართველოს პირველ ლედის ჰქონდა შესაძლებლობა წარმოეთქვა სიტყვა და ქართველი ხალხის ხმა გაეჟღერებინა სახელმწიფო დეპარტამენტში

ნამდვილად ისტორიულია ის, რაც დღეს სახელმწიფო დეპარტამენტში ხდება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, რომელიც აშშ-...

მარიამ ლაშხი

1774415121

საზოგადოება

მელანია ტრამპი თამარ ბაგრატიონს სხვა პრეზიდენტის მეუღლეებთან ერთად თეთრ სახლში უმასპინძლებს

საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის ვიზიტი ვაშინგტონში გრძელდება. დღეს სამიტის ფარგლებში მელანია ტრამპი პრეზიდენტების მეუღლეებს თეთრ სახლში მრგვალი მაგიდის ფორმატში უმასპინძლებს. ვიზიტის ფარგლ...

თამარ ბაგრატიონ

1774414456

საზოგადოება

25 მარტი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა

25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისი 14:00 საათზე დაიწყება. დღესვე, ილია მეორის გარდაცვალ...

იტალია

1774385518

ახალი ამბები

ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინა და რუსეთი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან. როგორც ტრამპმა აღნიშნა, მას სურს, რომ კრემლის ლიდერი ვ...

დონალდ ტრამპი

1774384676

ახალი ამბები

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სოფელ ხამისკურში ერთი პირი დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სოფელ ხამისკურში ერთი პირი დაიღუპა, ხოლო ერთი  დაშავდა. დარუპულია შუა ხნის ასაკის კაცი.  ამასთან, დაშავდა კიდევ ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმ...

ყვითელი ლენტი