მარიამ ლაშხი: ნამდვილად ისტორიულია ის, რაც დღეს სახელმწიფო დეპარტამენტში ხდება. საქართველოს პირველ ლედის ჰქონდა შესაძლებლობა წარმოეთქვა სიტყვა და ქართველი ხალხის ხმა გაეჟღერებინა სახელმწიფო დეპარტამენტში
ნამდვილად ისტორიულია ის, რაც დღეს სახელმწიფო დეპარტამენტში ხდება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, რომელიც აშშ-ში პრეზიდენტის მეუღლესთან ერთად იმყოფება.
„ნამდვილად ისტორიულია ის, რაც დღეს სახელმწიფო დეპარტამენტში ხდება. საქართველოს პირველ ლედის ჰქონდა შესაძლებლობა წარმოეთქვა სიტყვა და ქართველი ხალხის ხმა გაეჟღერებინა სახელმწიფო დეპარტამენტში. გაეჟღერებინა ის ძირითადი მიმართულებები და პრინციპები, რასაც საქართველო ემსახურება. ჩვენ ორმხრივი შეხვედრების შესაძლებლობაც მოგვეცა როგორც დელეგაციების წარმომადგენლებთან, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან“, - აღნიშნა ლაშხმა.
საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის ვიზიტი ვაშინგტონში გრძელდება. დღეს სამიტის ფარგლებში მელანია ტრამპი პრეზიდენტების მეუღლეებს თეთრ სახლში მრგვალი მაგიდის ფორმატში უმასპინძლებს.
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში 23 მარტს გაემგზავრა.
1774414456
საზოგადოება25 მარტი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა
25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისი 14:00 საათზე დაიწყება. დღესვე, ილია მეორის გარდაცვალ...
1774385518
ახალი ამბებიტრამპი აცხადებს, რომ უკრაინა და რუსეთი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან. როგორც ტრამპმა აღნიშნა, მას სურს, რომ კრემლის ლიდერი ვ...
1774384676
ახალი ამბებიავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სოფელ ხამისკურში ერთი პირი დაიღუპა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სოფელ ხამისკურში ერთი პირი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა. დარუპულია შუა ხნის ასაკის კაცი. ამასთან, დაშავდა კიდევ ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმ...
1774384162
ახალი ამბებიტრამპი ირანთან კონფლიქტზე: ჩვენ ეს ომი მოვიგეთ, ეს ომი მოგებულია
„ჩვენ ეს ომი მოვიგეთ. ეს ომი მოგებულია“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა. ტრამპის თქმით, ირანი სამხედრო თვალსაზრისით განადგურებულია. ამასთან, როგორც...
1774383334
ახალი ამბებიდედა ემილიანე: მერილენდის წმინდა სიდონიას მონასტრიდან ჩამოვედი დიდი მადლიერებით, რომ უკანასკნელად თაყვანი ვცე მის უწმინდესობას
დღეს სიონის საპატრიარქო ტაძარს, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ორი დღის წინ დაკრძალეს, შეერთებული შტატებიდან ჩამოსული საეკლესიო დელეგაცია ეწვია. „მერილენდის წმინდა სიდონიას...



























