ლევან მაჭავარიანი სამი პოლონელი ევროპარლამენტარის მოთხოვნაზე: ეს არის ჩვეულებრივი ცირკი, საბავშვო ბაღი, ამის არავის სჯერა და რაც უფრო მეტი დეპუტატი, თუ ქვეყანა ისაუბრებს ამაზე, მათთვისვეა კონტრპროდუქტიული

ეს არის ჩვეულებრივი ცირკი, საბავშვო ბაღი, ამის არავის სჯერა და რაც უფრო მეტი დეპუტატი, თუ ქვეყანა ისაუბრებს ამაზე, მათთვისვეა კონტრპროდუქტიული, ვინაიდან აბსოლუტურად გაინადგურებენ რეპუტაციას ჩვენი მოქალაქეების თვალში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

დეპუტატი გამოეხმაურა ერთ-ერთი ოპოზიციური მედიის ინფორმაციას, რომ სამი ევროპარლამენტარი ტელეკომპანია „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ სანქცირებას ითხოვს.

„ერთის მხრივ, ვიხილეთ რადიკალური, ოპოზიციური მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს თითქოს ევროპარლამენტის გადაწყვეტილება იყო. ეს არის მხოლოდ სამი ევროპარლამენტარის [ინიციატივა] და ისიც პოლონეთიდან. პოლონეთის დამოკიდებულება ძალიან კარგად ვიცით. როდესაც აამუშავეს მოსკოვის მექანიზმი, პოლონეთი იყო ამის სულის ჩამდგმელი. აღმოჩნდა, რომ ის ექსპერტი, რომელიც დაიქირავეს, იყო პირდაპირ მიკერძოებული, ვინაიდან მუშაობს მათ საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეს არის ჩვეულებრივი ცირკი, საბავშვო ბაღი, ამის არავის სჯერა და რაც უფრო მეტი დეპუტატი, თუ ქვეყანა ისაუბრებს ამაზე, მათთვისვეა კონტრპროდუქტიული, ვინაიდან აბსოლუტურად გაინადგურებენ რეპუტაციას ჩვენი მოქალაქეების თვალში“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

ერთ-ერთი ოპოზიციური მედიის ცნობით, იმ დოკუმენტის მიხედვით, რომელიც მათ მოიპოვეს, სამი ევროპარლამენტარი ტელეკომპანია „იმედის“, „რუსთავი 2“-ის და „პოსტივის“ სანქცირებას ითხოვს. ისინი ევროპის სახალხო პარტიის წევრები არიან და დოკუმენტის გაზიარებას ევროპარლამენტს სთხოვენ.

თავისუფალ მედიაზე თავდასხმის მიზეზად დეზინფორმაციის გავრცელებას და ცილისმწამებლურ კამპანიას ასახელებენ, თუმცა კონკრეტულ მტკიცებულებებზე ამჯერადაც არაფერია ნათქვამი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774414456

საზოგადოება

25 მარტი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა

25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისი 14:00 საათზე დაიწყება. დღესვე, ილია მეორის გარდაცვალ...

იტალია

1774385518

ახალი ამბები

ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინა და რუსეთი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან. როგორც ტრამპმა აღნიშნა, მას სურს, რომ კრემლის ლიდერი ვ...

დონალდ ტრამპი

1774384676

ახალი ამბები

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სოფელ ხამისკურში ერთი პირი დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სოფელ ხამისკურში ერთი პირი დაიღუპა, ხოლო ერთი  დაშავდა. დარუპულია შუა ხნის ასაკის კაცი.  ამასთან, დაშავდა კიდევ ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმ...

ყვითელი ლენტი

1774384162

ახალი ამბები

ტრამპი ირანთან კონფლიქტზე: ჩვენ ეს ომი მოვიგეთ, ეს ომი მოგებულია

„ჩვენ ეს ომი მოვიგეთ. ეს ომი მოგებულია“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა. ტრამპის თქმით, ირანი სამხედრო თვალსაზრისით განადგურებულია. ამასთან, როგორც...

ტრამპიტრამპი

1774383334

ახალი ამბები

დედა ემილიანე: მერილენდის წმინდა სიდონიას მონასტრიდან ჩამოვედი დიდი მადლიერებით, რომ უკანასკნელად თაყვანი ვცე მის უწმინდესობას

დღეს სიონის საპატრიარქო ტაძარს, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ორი დღის წინ დაკრძალეს, შეერთებული შტატებიდან ჩამოსული საეკლესიო დელეგაცია ეწვია. „მერილენდის წმინდა სიდონიას...

დედა ემილიანე: