ყაზახეთის აეროპორტში ჩარჩენილი საქართველოს 3 მოქალაქე სასტუმროში გადაჰყავთ - ხუთი კი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი
ყაზახეთის აეროპორტში ჩარჩენილი, საქართველოს სამი მოქალაქე სასტუმროში გადაჰყავთ, ხუთი მოქალაქე კი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.
ყაზახეთში საქართველოს კონსულის ინფორმაციით, საქართველოს საკონსულოს დახმარებისთვის უკვე მიმართა ქართული ანსამბლის, „ილორის“ ოთხმა წევრმა. საკონსულოს ძალისხმევით, ისინი ყაზახეთის დედაქალაქიდან 30 კილომეტრის მოშორებით, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს და ამჟამად მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ანსამბლის წევრები უზრუნველყოფილნი არიან საკვებითა და საჭირო მედიკამენტებით.
კონსულის განცხადებით, დახმარებისთვის მიმართა ყაზახეთში მცხოვრებმა საქართველოს კიდევ ერთმა მოქალაქემ, რომელიც ამჟამად დასავლეთ ყაზახეთის ქალაქ ატირაუშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სასტუმროში გადაჰყავთ ასევე აქთაუს აეროპორტში ჩარჩენილი საქართველოს სამი მოქალაქე. მიმდინარეობს მოლაპარაკება შესაბამის ავიაკომპანიასთან, საქართველოს მოქალაქეების უახლოეს მომავალში სამშობლოში დაბრუნების მიზნით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ყაზახეთში საქართველოს საელჩოში ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ამასთან, საქართველოს მოქალაქეებს საელჩოსთან დაკავშირება ელექტრონული ფოსტის მეშვეობითაც შეუძლიათ.
„ყაზახეთში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას განაგრძობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58.
ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გააგზავნონ ელფოსტის მისამართზე: [email protected]“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ცნობისთვის, ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. არეულობის და შეტაკებების დროს დაიღუპა 8 პოლიციელი და ეროვნული გვარდიის ჯარისკაცი, ხოლო დაშავდა 317.
ასევე საინტერესოა:
🔵 CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად თბილისში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა
🔵 აქ უკვე ათი ათასი კაცის სიკვდილს წინასწარმეტყველებენ - ნატო დუმბაძე „ომიკრონის“ შტამზე
1789752970
მსოფლიომაკრონმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრას მოიწვევს, რომელიც გლობალურ დონეზე ენერგორესურსების ფასების მკვეთრ ზრდასა და ნავთობის სტრატეგიული მარაგების შესაძლო გამოყენებას დაეთმობა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრას მოიწვევს, რომელიც გლობალურ დონეზე ენერგორესურსების ფასების მკვეთრ ზრდასა და ნავთობის სტრატეგიული მარაგების შესაძლო...
1789751386
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლები...
1789749183
საზოგადოებამარიამ ლაშხმა საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, პარლამენტის წევრებთან ერთად, საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ეკონომიკისა და მდგრადი განვით...
1789746922
საზოგადოებაეკა სეფაშვილი ბახმაროს სემინარზე: ნიკა გვარამია და გირჩი ჯაფარიძე, რომლებიც იმყოფებოდნენ საიდუმლო შეხვედრაზე, სულ მალე გააჟღერებენ ახალ დავალებას, გზავნილს საქართველოს საზოგადოებისთვის - ჩვენ ვიხილავთ რადიკალიზმის, პოლარიზაციის ახალ ტალღას
ნიკა გვარამია და გირჩი ჯაფარიძე, რომლებიც იმყოფებოდნენ ამ საიდუმლო შეხვედრაზე, სულ მალე გააჟღერებენ ახალ დავალებას, გზავნილს საქართველოს საზოგადოებისთვის, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარტია „ხალხის...
1789745510
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ ეს შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ას...


























