ზვიად შალამბერიძე „ფარაზე“: ვფიქრობ, სულ ახლო მომავალში, თითქმის ყველა სახელმწიფოს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თავისი სუვერენიტეტი, თავის კანონმდებლობაში მსგავსი და ძალიან მკაცრი კანონი ექნება
„ვფიქრობ, სულ ახლო მომავალში, თითქმის ყველა სახელმწიფოს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თავისი სუვერენიტეტი, თავის კანონმდებლობაში მსგავსი და ძალიან მკაცრი კანონი ექნება“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ „ფარას“ კანონზე საუბრისას.
იგი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ აღნიშნული კანონმდებლობის გამკაცრების ინიციატივას გამოეხმაურა. შალამბერიძის თქმით, მსოფლიოში დღეს არაერთი სახელმწიფოა, რომელიც „ფარას“ მსგავსი კანონმდებლობით საკუთარ სუვერენიტეტს იცავს.
ამასთან, შალამბერიძემ ისაუბრა კიდევ ერთ საკითხზე. კერძოდ, რაც ხდება აშშ-ში აღნიშნული კუთხით, საქართველოს ხელისუფლების არგუმენტებს თუ რამდენად გააძლიერებს ევროკავშირთან ურთიერთობაში.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში რა რეზოლუციებსაც იღებს ევროპარლამენტი, ევროსაბჭო ან ევროკომისია, ხშირ შემთხვევაში ეს წინა რეზოლუციებიდან „დაკოპირებული აბზაცებია“.
„ატრიალებენ ურცხვად ამ ყველაფერს. ყველაზე არაპოპულარული დღევანდელ დღეს ქართული ოპოზიციისთვის არის მიხეილ სააკაშვილზე საუბარი. დღევანდელ დღესაც ევროპარლამენტარები, იუკნევიჩიანე იქნება თუ სხვები, ამ არაპოპულარულ ნაწილსაც ურთავენ ამ დეკლარაციებს. ეს ამ დეკლარაციებს არასერიოზულობას სძენს. მათ რომ ფაქტებზე დაყრდნობით რაღაც რეზოლუციები მიიღონ, რა თქმა უნდა, ჩვენ გავითვალისწინებთ და შევასრულებთ. მაგრამ, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ნებისმიერი რეზოლუცია მხოლოდ პოლიტიკური ნაწილითაა გაჯერებული და სხვა რამეს არ შეიცავს, რა თქმა უნდა, ეს იქნება განმეორებით. ჩვენ ველოდებით, რომ მომავალშიც იყოს მსგავსი შინაარსის რეზოლუციები, მაგრამ დიდხანს ეს არ გაგრძელდება“, - აღნიშნა შალამბერიძემ.
1789658385
მსოფლიოგერმანიის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ნორბერტ როტგენი: უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი უსაფრთხოების დაცვის ყველაზე ხარჯთეფექტური გზაა
გერმანიის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ნორბერტ როტგენი უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი მათი უსაფრთხოების დაცვის ყ...
1789656882
ახალი ამბებიზვიად შალამბერიძე: დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, რომ უმნიშვნელოვანესია მსგავსი პროექტები საქართველოსთვის, ორი წლის წინ გვექნებოდა „ნამოხვანჰესი“ დასრულებული და 433 დადგმული მეგავატი ექნებოდა უკვე ჩვენს ქვეყანას გამომუშავებული
„ძალიან საინტერესო ქეისია „ნამოხვანჰესის“ ირგვლივ რაც განვითარდა 2019-2020-2021 წლებში“, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდო...
1789655894
საზოგადოებარევაზ სოხაძე: ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ზამთრის პერიოდში, საქართველოში არც ერთი მიმართულებით მოძრაობა არ ჩაგვეკეტოს
დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან ერთად გავეცანით რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ძირითადად, ეს იყო საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ვიმყოფებოდით ხულო-ზარზმის მონა...
1789654521
საზოგადოებაჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ხვალ, 18 სექტემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, დარასელიას ქუჩა N8ა-ს მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენ...
1789653631
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება...




























