სამგორის რაიონში ე.წ. სამხედრო დასახლებაში დედაქალაქში სიდიდით მეორე პარკი გაიხსნა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩა N3-ში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, 16 ჰექტარ ტერიტორიაზე პარკის მოწყობა დაასრულა. რეკრეაციული სივრცე დედაქალაქში სიდიდით მეორეა, ზღვის უბნის პარკის შემდეგ.

ახალმოწყობილი პარკი საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ახალი პარკის სახით. ჩვენს დედაქალაქს ყველანაირად მოწესრიგებული რეკრეაციული სივრცე შეემატა. რამდენიმე წლის წინ ამ ტერიტორიაზე არ არსებობდა არც გზები და არც სხვა ინფრასტრუქტურა, დღეს კი ყველაფერი მოწესრიგებულია. პროექტის ფარგლებში დაირგო ხე-მცენარეები, დამონტაჟდა ატრაქციონები. ყველა თაობის ადამიანისთვის შეიქმნა შესაბამისი სივრცე, სადაც შეძლებენ გართობას, დასვენებას, ვარჯიშს და ა.შ. რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელება ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ არ გავჩერდებით და გავაგრძელებთ სამუშაოებს. ჩვენთვის არ არსებობს ცენტრალური და მეორეხარისხოვანი უბნები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა რაიონი, ყველა უბანი იყოს თანაბრად განვითარებული. შესაბამისად, საამაყოა, რომ სიდიდით მეორე პარკი დედაქალაქში სწორედ სამგორის რაიონში გაიხსნა. მეც გახარებული ვარ თქვენთან ერთად და მინდა, ერთი რამ გთხოვოთ: მოვუაროთ ამ სივრცეს. ეს თქვენი სივრცეა, რომელსაც თქვენი შვილები, შვილიშვილები გამოიყენებენ ყოველდღიურ რეჟიმში. ასე რომ, ერთად მოვუაროთ მას და შევინარჩუნოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში ტერიტორია სრულად მოწესრიგდა, გამწვანდა და მოქალაქეებისთვის სხვადასხვა დანიშნულების სივრცეები მოეწყო. კერძოდ, განთავსდა საფეხმავლო და ველობილიკები, სავარჯიშო სივრცე, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, საბავშვო სივრცე, მოსასვენებელი პავილიონები, სკეიტპარკი, პარკურისა და საჭადრაკო სივრცეები. ასევე მოეწყო მშრალი შადრევანი, ამფითეატრი, მცირე ზომის ველოტრეკი და კინოლოგიური სივრცე.

პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე დამონტაჟდა გარე განათების, სარწყავი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები. დაირგო 13 873 ძირი ნერგი და დაითესა ბალახი. სამუშაოების ღირებულებამ 21 756 964 ლარი შეადგინა.

ახალგახსნილი პარკი დედაქალაქის მერთან ერთად მისმა მოადგილეებმა - ანდრია ბასილაიამ და ირაკლი ბენდელიანმა, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა პაატა ტოგონიძემ, ასევე დედაქალაქის მთავრობისა და თბილისის საკრებულოს წევრებმა დაათვალიერეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789660695

ახალი ამბები

ინგა ფხალაძე: მიზნად ვისახავთ ელექტროენერგიის ექსპორტის 5-ჯერ გაზრდას და იმპორტზე დამოკიდებულების პრაქტიკულად განულებას, ამისთვის საქართველოს მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსი აქვს

„ეს გახლავთ ისეთი პოლიტიკა, რომლის მთავარი მიზანია ისეთი ენერგოსისტემის ჩამოყალიბება, რომელიც იქნება ერთდროულად უსაფრთხო, სტაბილური, მოქნილი და მაქსიმალურად ნაკლებად დამოკიდებული იმპორტზე. ამ ხედვას ე...

ინგა ფხალაძე

1789658385

მსოფლიო

გერმანიის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ნორბერტ როტგენი: უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი უსაფრთხოების დაცვის ყველაზე ხარჯთეფექტური გზაა

გერმანიის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ნორბერტ როტგენი უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი მათი უსაფრთხოების დაცვის ყ...

ნორბერტ როტგენი

1789656882

ახალი ამბები

ზვიად შალამბერიძე: დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, რომ უმნიშვნელოვანესია მსგავსი პროექტები საქართველოსთვის, ორი წლის წინ გვექნებოდა „ნამოხვანჰესი“ დასრულებული და 433 დადგმული მეგავატი ექნებოდა უკვე ჩვენს ქვეყანას გამომუშავებული

„ძალიან საინტერესო ქეისია „ნამოხვანჰესის“ ირგვლივ რაც განვითარდა 2019-2020-2021 წლებში“, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდო...

შალამბერიძე

1789655894

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ზამთრის პერიოდში, საქართველოში არც ერთი მიმართულებით მოძრაობა არ ჩაგვეკეტოს

დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან ერთად გავეცანით რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ძირითადად, ეს იყო საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ვიმყოფებოდით ხულო-ზარზმის მონა...

რევაზ სოხაძე

1789654521

საზოგადოება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ხვალ, 18 სექტემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, დარასელიას ქუჩა N8ა-ს მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენ...

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი