ალბათ გახსოვთ კოვიდინფიცირებული ქართველი ემიგრანტი
იმ დაძაბულობის ფონზე, რომლის წინაშეც კოვიდ19-ით გამოწვეულმა პანდემიამ დაგვაყენა, თითოეული დადებითი ამბავი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, თქვენთვისაც გვეცნობებინა ის სასიხარულო ამბავი, რომელსაც ქვემოთ იხილავთ.
რამდენიმე დღის წინ, ExclusiveTV.ge ქართველი ემიგრანტი ქალბატონის მარია (ციცი) გასვიანის შესახებ წერდა, რომელიც ვირუსის გამო ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა და ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში გადიოდა მკურნალობას.
მარიამ მაშინ ჩვენი საშუალებით, მადლობა გადაუხადა იტალიელ სამედიცინო პერსონალსა და იმ ქართველებს, რომლებმაც მძიმე წუთებში მარტო არ დატოვეს.
ახლა გავარკვიეთ, რომ ქართველი ქალბატონი, ჩვენთან საუბრიდან რამდენიმე დღეში, ექიმების გადაწყვეტილებით, იტალიის ერთ-ერთი სამთო კურორტის სარეაბილიტაციო ცენტრში გადაუყვანიათ, სადაც განსაკუთრებული კლიმატისა და ნაძვნარის გამო, ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პაციენტებს მკურნალობენ.
მარიამ სიხარულით გვაცნობა, რომ ბოლო ტესტის პასუხი უარყოფითი იყო, თავსაც უკეთ გრძნობს და ხვალ სახლში გაწერენ.
ნინა მამუკაძე
იტალია, ფლორენცია
ამავე თემაზე:
🔳 ქართველი ემიგრანტი კოვიდკლინიკიდან: "მინდა ისევ ისეთი ფერადი ვიყო, როგორიც კოვიდამდე ვიყავი"
1795590552
მსოფლიო2025 წელს 200 000 ქალი გერმანიაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა
2025 წელს გერმანიაში დაახლოებით 200 000 ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ქალების და გოგოების წინააღმდეგ ძალადობის რაოდენობა პრაქტიკულად ყველა კატეგორიაში გაიზარდა. ამის შესახებ Deutche Welle იუ...
1795589831
ახალი ამბებისამი წლის თაია, რომელიც მაშველებმა ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოიყვანეს, საავადმყოფოდან გაწერეს
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 3 წლის თაია კლინიკიდან გაწერეს, - ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა ქეთევან ბარაბაძემ განაცხადა. მისი თქმით, მრ...
1795588758
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 6 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო...
1795588552
ახალი ამბებისაპატრულო პოლიციამ აჭარაში ინტერპოლით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინის...
1795587074
მსოფლიოკვლევის მიხედვით, გერმანელთა 53% უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას ემხრობა
ჰამბურგში დაფუძნებული „კიორბერის ფონდის“ (Körber Foundation) გამოკითხვის თანახმად, გერმანიაში გამოკითხულთა 53% უკრაინისთვის იარაღის მიწოდების სრულად შეწყვეტას ემხრობა, 46% კი სამხედრო დახმარების გაგრძ...































