ათენის ცენტრში მომხდარი მკვლელობის შესახებ რას ჰყვება ინციდენტის ქართველი თვითმხილველი
რამდენიმე საათის წინ ათენის ცენტრში, კერძოდ კატო პატისიაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაპირისპირება მოხდა რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი.
შემთხვევის შესახებ exclusivetv.ge-ს ერთ-ერთი თვითმხილველი უყვება, რომ მანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღით გადმოსულმა, უცნობმა პირმა, ცეცხლი გაუხსნა ერთ კაცს, რასაც საპირისპირო გასროლაც მოყვა.
თვითმხილველი გადმოცემით, რამდენიმე გასროლის შედეგად, ერთ-ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი კი მძიმედ დაშავდა.
წყაროს ინფორმაციით, თავდამსხმელებმა გამვლელი მანქანიდან მძღოლი გადმოაგდეს და შემთხვევის ადგილი მისი მანქანით დატოვეს.
თვითმხილველი ასევე გვიყვება, რომ მათ გაქცევის დროს, დაჭრილ პიროვნებას რომელიც ასფალტზე ეგდო ავტომობილით გადაუარეს.
როგორც ცნობილია სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაჭრილი კაცის დახმარებას, თვითმხილველები ცდილობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მათ შორის იყვნენ საქართველოს მოქალაქეებიც.
სასწრაფო დახმარების გუნდი შემთხვევის ადგილზე ინციდენტიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მივიდა.
დაჭრილი კაცი გადაყვანილია ადგილობრივ საავადმყოფოში.
შეიარაღებული თავდასხმის მოტივად, ორ მძღოლს შორის გამართული ურთიერთშელაპარაკება სახელდება.






ასევე საინტერესოა:
🔵ათენში ახალგაზრდა კაცი მოკლეს - "ექსკლუზივ ტვ" დეტალების გარკვევას ცდილობს
🔵საბერძნეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტის წევრები შეხვდნენ
1790529939
ახალი ამბებიიონათამიშვილი პარაძიუდოს ნაკრების გამარჯვებაზე: სიმბოლურია, რომ 27 სექტემბერს ფინალში გადამწყვეტ ბრძოლაში სოხუმელმა გიორგი ქალდანმა მეტოქეს 15 წამში მოუგო! ვთქვით ფინალის წინ და გავაკეთეთ - სოხუმისათვის! საქართველოსთვის!
„თქვენს ძლიერ მუხლს და მარჯვენას გაუმარჯოს, ბიჭებო!“ - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იონათამიშვილი საქართველოს პარაძიუდოს ნაკრების გამარჯვებას. „პირველად ისტორიაში - საქართველოს პარაძ...
1790527143
ახალი ამბებითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ფოტოგამოფენითა და ისტორიული ნივთების ექსპოზიციით გაიხსნა. ფო...
1790523869
ახალი ამბებიპენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის განცხადებები სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაა
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის მიერ მედიით გავრცელებულ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ცნობები არასათანადო პირობებისა და სამედიცინო მომსახურების შეზღუდვის შესახ...
1790520378
ახალი ამბებიოთარ კიტეიშვილი: ხვალინდელ თამაშში მოედანზე ჩვენგან იგრძნობთ იმ სიყვარულს, რომელიც ფეხბურთელებს სამშობლოსა და ერთმანეთის მიმართ გვაქვს
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ყველა ფეხბურთელი ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს და იმე...
1790518047
ახალი ამბებიშიო მესამე: მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება, მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილი სულიერი სიხარული, აღდგომის სიხარული
„მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება; მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილ...































