“ქართველი რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ, სინათლის იმ პატარა სხვად იქცა, რომელსაც მე წაქცეული ჩავეჭიდე და წამოვდექი კიდეც“ - ემიგრანტის წერილი საბერძნეთიდან
ხანდახან თურმე ასეც ხდება ხოლმე, უცნობმა ადამიანმა, შეიძლება შენს ცხოვრებაში უფრო მეტი ბედნიერება შემოიტანოს ვიდრე კარგად ნაცნობმა მეგობარმა. შეიძლება ვიღაცისთვის ისე გახდე ღიმილის და ამ ღიმილს მიღმა, დამალული დარდის დაძლევის მიზეზი, რომ თავად ამის შესახებ წარმოდგენაც არ გქონდეს.
მედიამაუწყებელი exclusivetv.ge საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის, ქალბატონი ნუნუს ემოციურ წერილს გთავაზობთ, რომელიც მან რედაქციას მისწერა.
„დიახ, დიახ თურმე ასეც ხდება ხოლმე. ქართველი რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ, მაგრამ ათი წელია მასზე ყოველდღე მეფიქრება, ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდში სინათლის იმ პატარა სხვად იქცა, რომელსაც მე წაქცეული ჩავეჭიდე და წამოვდექი კიდეც.
ყველაფერი კი ასე დაიწყო: 12 წელია ემიგრანტი ვარ. ზუსტად 12 წლის უკან მივიღე გადაწყვეტილება დამეტოვებინა ჩემი ლამაზი ქვეყანა და უკეთესი მომავლის შესაქმნელად საბერძნეთს გამოვეშურე.
ყველაზე მეტად ის მამშვიდებდა, რომ საბერძნეთში ბევრი ნაცნობი მყავდა და არ “დავიკარგებოდი” ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით.
ჩამოვედი და არც დავკარგულვარ, მაგრამ დაკარგვის ვისღა ეშინოდა?! როგორც კი ჩემს მიწას და ყველა და ყველაფერ ჩემსას მოვშორდი, მას შემდეგ გეფიცებით, გულმა სხვანაირად დაიწყო ცემა. საოცარმა სიცარიელის და მარტოობის შეგრძნებამ მომიცვა, მაშინ ისეთი უცხო იყო ეს შეგრძნება და ისეთი საშინელი, ვიძახდი - „მე აქ დიდხანს ვერ გავჩერდები მეთქი“. - იცინოდნენ გოგოები, “თავიდან ყველა მასე ვამბობდითო“, “არაუშავს გაგივლისო “ - მამხნევებდნენ და ასეც მოხდა თუმცა ერთი განსხვავებით “გავლით” ეს შეგრძნება არ გადის, რაც საქართველო დავტოვე მე აღარასოდეს ვყოფილვარ ისეთი როგორიც საქართველოში ვიყავი. ახლა, ახალი გულისცემით და სიცარიელის შეგრძნებით ვცხოვრობ, უბრალოდ ისე მივეჩვიე მას თითქოს ჩვეულებრივი ამბავი იყოს.
ახალ ჩამოსულს ახლობლებმა მიმასპინძლეს, ქალაქი დამათვალიერებინეს და ყოველ დღეს როდესაც ჩემი საყვარელი ადამიანების მონატრება ამატირებდა, თვითონაც ცრემლიანი თვალებით, საკუთარი ხელებით მწმინდავდნენ თვალებზე ცრემლებს მერე კი უცებ ყველაფერს იუმორში გადაიტანდნენ, - “უი შენ რა გითხარი რას აგვატირე ახლა ყველაო “, - მეტყოდნენ და მაშინვე დაიწყებდნენ თავს გადამხდარი სასაცილო ისტორიები მოყოლას. (ბევრი გვაქვს ემიგრანტებს სასაცილო ისტორიები განსაკუთრებით ენის არ ცოდნით გამოწვეული).
2 თვეში სამსახური მიშოვეს გოგოებმა, ათენიდან მოშორებით ერთი ბებია და ბაბუა იყო. მე მათთან უნდა მეცხოვრა და ბებიას ხელები და ფეხები უნდა ვყოფილიყავი, თუმცა კი, არ იყო რთული სამსახური, კარგი ქალი იყო ბებია. მშვენივრად, უსიტყვოდ ვუგებდით ერთმანეთს, ყოველთვის როცა მადლობის გადახდა უნდოდა გულზე ხელს იდებდა და ხელებს მიკოცნიდა.
სამწუხაროდ, ტერიტორიულად ისეთ ადგილზე იყო ჩემი სამსახური სადაც არავის ვიცნობდი და არც ქართველები მხვდებოდნენ ხოლმე, ამიტომ დასვენების დღეს, რომელიც თვეში მხოლოდ 2 ჯერ მქონდა, ძირითადად ისევ სახლში ვიჯექი ხოლმე.
ცოტა ხანში, ჩემი ისედაც დამძიმებული გული კიდევ უფრო დამძიმდა. სახლში გამოკეტილობა კიდევ უფრო დიდი საშინელება ყოფილა.
გოგოებთან წუწუნი მერიდებოდა არ მინდოდა ჰგონებოდათ, რომ უკმაყოფილო ვიყავი და მათთან ბევრ საუბარს თავს ვარიდებდი. "ვის აქვს აქ დალხენილი ცხოვრება, ყველაფერი ერთად რომ მომინდათქო”- შემოვუძახებდი ხოლმე ჩემს თავს.
ამასობაში კი გაზაფხულიც მოვიდა. ისეთი დღე იყო გარეთ უფრო თბილა ვიდრე სახლში. მზე შენი სახლისკენ, რომ იყურება და შენც ფართოდ, რომ გამოაღებ ფანჯრებს რაც შეიძლება შიგნით რომ შემოაღწიოს სხივებმა.
მეც ასე გამოვაღე ფანჯრები და ჩემს ყოველდღიურ საქმიანობს დავუბრუნდი. არ გასულა რამდენიმე წუთი და უეცრად ფანჯრიდან მზის სხივთან ერთად ქალის ხმამაღალი სიცილის ხმა შემოდის, სიცილს სიცოცხლით სავსე მხიარული საუბრის ხმაც მოჰყვა და მე წამიერად სუნთქვა შემკრა, ონკანი დავკეტე და ხმას ყური დავუგდე, არ მეჩვენებოდა ის ნამდვილად ქართულად საუბრობდა. გასაოცარი კი ის იყო რომ წამიერად ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს ჩემს სახლში ვიყავი საქართველოში. თან თვალები ამიცრემლიანდა და თან გულიანად გამეღიმა, ეს დალოცვილი შუაგულ ევროპაში, ისე დადის თითქოს მშობლიურ მიწას ტკეპნიდეს. მოდის და მოაქვს მთელი საქართველო. ისე გულიანად იცინის, ისე ხმამაღლა და ლაღად საუბრობს საერთოდ არ ადარდებს უეცრად ვინმე ბერძნის უსიამოვნო გამოხედვა არ დაიმსახუროს, იმ დროს როდესაც მე ჩემს ბებიასთან ერთად ვიჯექი ტელეფონს ან არ ვუპასუხებდი ან ჩურჩულით ვსაუბრობდი არ შევაწუხო მეთქი.
მისი ხმა, ნელა-ნელა რომ იკარგებოდა, მერე მოვედი გონზე, მივირბინე ფანჯარასთან, იქნებ დავინახო-თქო, მაგრამ უკვე აღარ ჩანდა. მთელი დღე გამყვა ეს ემოცია, მთელი დღე ვიხსენებდი მის ხმამაღალ სიცილს და სწრაფი საუბრის მანერას,
ეს ფანჯრიდან შემოსული ის სხივი იყო რომელმაც სახლი კი არა გული გამითბო. იმ დღეს, რაღაც რომ შეიცვალა ჩემში ბებიამაც შეამჩნია. ხელით მანიშნებდა ღიმილი გიხდებაო პირველად ვაკოცე, მაშინ ბებიას მეც მადლობის ნიშნად. პირველად ვისაუბრე მაშინ ტელეფონზე ისე თითქოს მე კი არა, ვისაც ჩემი არ ესმოდა ის იყო უცხოელი.
არასოდეს შევხვედრივარ მას არც მისი ხმა გამიგია მეტად, მაგრამ გული დამრჩა თბილი. აი ასე თვითონ წარმოდგენაც, რომ არ აქვს ისე უბრალოდ გაიარა და ჩემი გაზაფხულის სინათლის ის სხივი გახდა რომელსაც მე წაქცეული ჩავეჭიდე და წამოვდექი კიდეც.
ასეც ხდება ხოლმე. შეინახეთ და გულით ატარეთ ყველა ყველა მოგონება რომელმაც თუნდაც ერთი წამი გაგილამაზათ, ნამდვილი ბედნიერება ასე იქმნება.
ბებიას დიდხანს არ უცოცხლია, მალე გარდაიცვალა და მეც დავტოვე მათი სახლი. იმ დღეს როდესაც სახლიდან გამოსული ჩემი პატარა ჩემოდნით ხელში, ათენში წამოსასვლელად ტაქსიში ვჯდებოდი, მეზობელმა ქალმა მოირბინა მანქანასთან და მითხრა თუ სამსახური მჭირდებოდა ფურცელზე მითითებულ მისამართზე მივსულიყავი სადაც მისი შვილი დამხვდებოდა. ასეც მოვიქეცი პირდაპირ იმ მისამართზე გავემართე და დღეს უკვე 10 წელზე მეტია ამ ოჯახთან ერთად მოვდივარ.“ - გვიყვება ემიგრანტი საბერძნეთიდან.
exclusivetv.ge მადლობაs uxdis ქალბატონ ნუნუს ამ ამაღელვებელი ისტორიისთვის.
საბერძნეთში მყოფო ემიგრანტებო, თუ გსურთ თქვენი ემიგრაციული ემოციები, ისტორიები და მნიშვნელოვანი ამბები სხვებსაც გაუზიაროთ, მოგვწერეთ მითითებულ მისამართზე exclusivetv.ge.
ასევე საინტერესოა
🔵უცნობმა პირმა განაცხადა, რომ ათენის მეტროს სადგურში ბომბი იყო
1792088757
ახალი ამბებივარკეთილში საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო
ვარკეთილში ერთ-ერთ ბინაში სავარაუდოდ გაზქურაზე აალება მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ექსკლუზივს“ განუცხადეს ხანძარი ლიკვიდირებულია და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
1792086808
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. ცერემონიის შემდეგ, კონფერენციის მონა...
1792085735
ახალი ამბებიირაკლი ნადარეიშვილი: არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან შეხვედრისას მიმოვიხილეთ პერსპექტიული საინვესტიციო პროექტები, მათ შორის სტუმარმასპინძლობის მიმართულებით
„არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან მიმოვიხილეთ ქვეყნებს შორის მიმდინარე ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარე...
1792084456
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა. შეხვედრაზე...
1792081777
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის შესახებ: განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში
„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი...































