"საბერძნეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის პროცესი განაახლა" - ATOR
საბერძნეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის პროცესი განაახლა, შესაბამისად საბერძნეთის სავიზო ცენტრები რუსეთში მუშაობას არ შეწყვეტენ.
ინფორმაციას ამის შესახებ, რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია (ATOR) განცხადებას, საბერძნეთის სავიზო ცენტრის Global Visa Center World (GVCW) შეტყობინებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"საბერძნეთის საკონსულოს მითითებით, ქვეყნის სავიზო ცენტრები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.
უქმდება სავიზო დოკუმენტების მიღების ტექნიკური შეჩერება", - ნათქვამია ATOR-ის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
სავიზო ცენტრის მუშაობა 29 ივნისს ბერძენი დიპლომატების რუსეთიდან გაძევების გამო შეჩერდა.
მანამდე, საბერძნეთმა რუსეთის მოქალაქეებზე "ოქროს ვიზების" გაცემა შეაჩერა, რომელიც საინვესტიციო მიზნებისთვის ბინადრობის ნებართვას გულისხმობს.
რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა ევროპის რამდენიმე ქვეყანამ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ შეაჩერა. მათ შორის, ბულგარეთმა და ესპანეთმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
* საბერძნეთში ჰაერის ტემპერატურა ივლისის შუა რიცხვებამდე მკვეთრად დაეცემა
1790523869
ახალი ამბებიპენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის განცხადებები სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაა
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის მიერ მედიით გავრცელებულ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ცნობები არასათანადო პირობებისა და სამედიცინო მომსახურების შეზღუდვის შესახ...
1790520378
ახალი ამბებიოთარ კიტეიშვილი: ხვალინდელ თამაშში მოედანზე ჩვენგან იგრძნობთ იმ სიყვარულს, რომელიც ფეხბურთელებს სამშობლოსა და ერთმანეთის მიმართ გვაქვს
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ყველა ფეხბურთელი ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს და იმე...
1790518047
ახალი ამბებიშიო მესამე: მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება, მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილი სულიერი სიხარული, აღდგომის სიხარული
„მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება; მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილ...
1790515794
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე: მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკითა და დიპლომატიით არის შესაძლებელი ტერიტორიების დეოკუპაცია და ურთიერთნდობის აღდგენა
„სოხუმის დაცემიდან 33-ე წელს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ურთიერთნდობის დაბრუნების ერთადერთი გზა მშვიდობიანი პოლიტიკა, შერიგება და დიპლომატიაა“, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს...
1790511779
ახალი ამბებიავარია ბათუმში - დაიღუპა 1 და დაშავდა რამდენიმე ადამიანი
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ავარიას არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ამავე ინფორმაციით, მ...































