"ბავშვს დიაგნოზიც არასწორი დაუსვეს, გამაყუჩებლად ანალგინს ასმევდნენ, ქიმია კათეტერით გადაუსხეს, ჩაეღვარა წამალი კანქვეშ და მიიღო დამწვრობა" - რა ხდება თბილისის ერთ-ერთ ბავშვთა კლინიკაში, მძიმე ისტორია სოციალური ქსელიდან
ფეისბუკმომხმარებელი მარიამ მითაიშვილი სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი ბავშვთა კლინიკაში არსებული სიტუაციის შესახებ შემაძრწუნებელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ამ სტატუსის დაწერას ვაპირებდი ძალიან დიდი ხანია.
გრძელი იქნება, მაგრამ ეს დეტალები არსად მომიყოლია აქამდე და ღირს წაკითხვად.
▶️ გუშინდელი დღიდან დავიწყებ - პირველ ფოტოზე არის მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო • M. Iashvili Children's Central Hospital კლინიკის პოსტის სქრინი, პოსტის რომელიც უკვე აღებული აქვთ, რადგან მშობლებმა არ/ვერ მოვითმინეთ მათი უსინდისო ტყუილები და ყველაზე დიდი ბოროტების პიარი.
ჯერ ჩვენი კომენტარების დამალვა სცადეს და ბოლოს პოსტი საერთოდ წაშალეს!
ძალიანაც კარგი!!
▶️ მეორე ფოტოზე მე ვარ გუშინდელ აქციაზე - შინ ევროპისკენ! - 3 ივლისი რადგან დამეფიქსრიებინა ჩემი პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
✅ რა საერთო აქვს ამ ორ ფოტოს და მოვლენას? 👇
საქართველოს მთავრობა და იაშვილის კლინიკა დიდი მონდომებით ამტკიცებს რომ ჩვენს ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობა ევროპული სტანდარტების და დონის შესაბამისად ხდება.
ასევე, ამტკიცებს რომ ის და მისი შექმნილი სოლიდარობის ფონდი ამ ბავშვების მკურნალობის ხარჯებს სრულად ფარავს.
ორივე არის ტყუილი!
მართა 9 თვის იყო დიაგნოზი რომ დაესვა.
პირველივე დღე იყო სრული ჯოჯოხეთი მაგ კლინიკაში. არავინ არანაირ ინფორმაციას არ გაწვდის, მიდის ჩვეულებრივი ზეწოლა და მშობლის დამუშავება, რომ ვერ გაბედო შეეწინააღმდეგება.
წინადადებები ყველასთან ერთია - ბავშვი ვერ გადაიტანს მგზავრობას, მოგიკვდება, ბეწვზე მოუსწარი, სასწრაფოდ ქიმია სჭირდება, უმძიმესი მდგომარეობაა და ა.შ. ამას ემატება სიტუაცია რომ მთავარი ექიმები არიან ჩვეულებრივი ფსიქიკურად შერყეული ადამიანები, რომლისთვისაც კითხვის დასმის საშუალებაც კი არ გაქვს.
თუ მაინც დასვი ან პასუხს არ გცემენ, ან ისეთს გეუბნებიან კითხვა რომ ვერ შეუბრუნო.
გარწმუნებენ რომ აქ გერმანული მეთოდებით ხდება მკურნალობა და დიაგნოზი არასდროს ეშლებათ.
გატყუებენ რომ თითქოს საზღვარგარეთ მოწმდება ყველაფერი.
მართას დიაგნოზიც არასწორი დაუსვეს და მკურნალობაც არასწორად მართეს.
წამლები არის საშინლად დაბალი ხარისხის, არავინ არაფერს გიხსნის და გაჩვენებს. გამაყუჩებლად ანალგინს ასმევდნენ.
თუ არ მოგწონდა შენ უნდა მოგეტანა მაშინ უკეთესი წამლები.
არ არის დაცული ქიმიოთერაპიის გადასხმის წესები, სტერილურობა და არ იციან უკუჩვენების მართვა.
წამლების და ცოდნის უქონლობის გამო, უკუჩვენებებს კოკაკოლით და გვირილის ნაყენით ურჩენენ ბავშვებს.
არ იციან კათეტერის ჩასმა.
არ აქვთ პორტის ჩასმის სერვისი.
ცენტრალური ვენის კათეტერსაც ძლივს აკეთებენ და ძირითად შემთხვევაში ბავშვს მალევე ამოსაღები უხდება ინფექციის გამო.
შესაბამისად, ბავშვებს დღეში 5-ჯერ მაინც ჩხვლეტენ.
ხშირად ბევრად მეტჯერაც..... ვერ აყუჩებენ ტკივილს და არ იციან ბავშვთან მოპყრობა.
მართას ქიმია კათეტერით გადაუსხეს, რა თქმა უნდა თურმე არ შეიძლებოდა
ჩაეღვარა წამალი კანქვეშ და მიიღო ისეთი დამწვრობა რომ ლამის ოპერაცია დასჭირდა.
თურმე ესეთი რამეებიც მშობლის ბრალია, მე რომ ჩამეძინა გამთენიისას მაგიტო მოხდა ...
მშობელი არის შეშინებული, რადგან იცის, თუ პრეტენზია ექნება მთავარი ეშმაკები უარს ეტყვიან მკურნალობაზე.
დიახ, ასე ხდება მშობლების დაშინება.
მათ იციან რომ ალტერნატივა არ არსებობს და მშობლების შეურაწყოფაზეც არ ამბობენ უარს.
კვება არის მათხოვრული. ზუსტად ისე მოდის საკვები როგორც ფილმებში, ციხეებში რომ დააქვთ დიდი ძველი ქვაბით.
ყველას ერთი რაოდენობა უნდა მისცე, ყველა ასაკის ბავშვს ერთნაირი საკვები აქვს და ეს საკვები არის გათვლილი იმაზე, რომ უბრალოდ არ მოკვდე.
არ არის გათვალისწინებული ბავშვისთვის საჭირო კალორაჟი ვიტამინები და ა.შ. მშობლის კვება არ არის გათვალისწინებული.
ერთი მუჭა მაკარონი, ნახევარი ჭიქა მაწონი და ერთი ნაჭერი თეთრი პური უნდა გეყოს.
ამის გამო მშობლების დიდი ნაწილი, პალატებში ამზადებს საკვებს (იმიტო რო სამზარეულო არის მოშლილი და უბინძურესი), რაც არ შეიძლება ქიმიით მკურნალობის დროს.
ასევე, სარეცხს რეცხავენ ხელით პალატაში და აშრობენ ასევე პალატებში.
ამ დროს კი ბავშვი ქიმიას ისხამს. ❌
ინტერნეტში წააწყდებით ინფორმაციას, თითქოს რამდენიმე წლის წინ ონკოჰემატოლოგიურში განახლდა ყველაფერი.
დღეს რომ შეხვიდეთ პალატებში ყველაფერი არის განადგურებული, მოშლილი და საოცრად ბინძური.
სანიტრები არ ალაგებენ არაფერს.
ისეთი ბინძური ნაჭრები აქვთ თუ სადმე მოკარი თვალი აღარც გინდა იმათი მოწმენდილი.
წინა პაციენტი რომ ტოვებს პალატას ან თვითონ ხეხავს და ალაგებს ან ვინც შედის ის.
მე-15 პალატაში რომ გადაგვიყვანეს მოტყუებით (ამაზე აქ აღარ მოვყვები), ტუალეტში დამხვდა წინა პაციენტის ნახმარი ნივთები.
იატაკი და კედლები ისეთი ბინძური იყო რომ დომესტოსით მომიწია ყველაფრის ხეხვა.
ამას რატო ვაკეთებდი მე და რატო აკეთებს იქ მყოფი მშობლები? იმიტომ რომ შვილი არ გინდა გყავდეს ნაგავში და ომის თავი არ გაქვს.
ყველა ბედნიერებასთან ერთად, ფანჯრის რაფის ქვეშ ჩატეხილი იატაკიდან ამოდიოდა ხოლმე თაგვი.
რომელიც ასე დაცუნცულებდა ხან ტუალეტში ხანაც ოთახში.
იმის გამო, რომ არავინ დამეხმარა ამ თაგვის მოშორებაზე, 4 ღამე საერთოდ არ მიძინია, მართას საწოლზე რომ არ გადაერბინა თაგვს ღამე.
ახლახან გავიგე თურმე ზოგიერთ ბავშვს ფანჯარა დაეცა, ზოგს ჭერიდან ჩამოვარდნილი ნაწილი მოხვდა.
გიკვირთ ხომ?
ამას აგვირგვინებს სიტუაცია რომ არ აქვთ საკმარისი მაცივრები, სარეცხის მანქანა, იატაკის მოსაწმენდი ჯოხები, არ აქვთ ჩვილების სატურაციის აპარატი, არ ჰქონდათ საკმარისი თერმომეტრები, გადასხმა რომ მაგრდება ის სადგამები, სავარძელი რაზედაც მშობელი წევს ყველა არის ჭუჭყიანი და დამტვრეული.
არ გააჩნიათ მულტიდისციპლინარული მიდგომა. არავინ ამოწმებს ბავშვის მთლიან მდგომარეობას. MRI თუ დაგჭირდა კლინიკაში არ არის.
ყოველი დღე იმით იწყება და მთავრდება რომ ერთი დღეც გაძლოთ.
იქნებ ერთი დღე გაძლო, ხმას არ ამოიღებ ოღონდ მალე გახვიდე აქედან.. ოღონდ შვილი ვინმემ გადაგირჩინოს... ოღონდ... ოღონდ...
აღარ ვსაუბრობ ბავშვზე მორგებულ გარემოზე, ზრუნვაზე, სერვისებზე, გართობაზე, მშობლის მორალურ მხარდაჭერაზე.
ეს არის ჯუნგლების წესები. ვინც გადარჩება ხომ კარგი, ვინც არადა ფეხებზე ჰკიდიათ.
საქართველოში მკურნალობის დროსაც კი ძაააალიან ბევრი რამის ყიდვა გიწევს თავად.
საზღვარგარეთ თუ მოგიწია წასვლა ( ეს უწევს ბავშვების 80% მაინც) სახელმწიფო ისეთ მიზერს აფინანსებს რომ შეიძლება ჩაითვალოს ნულოვან დახმარებად.
სოლიდარობის ფონდიც მოიაზრება ამაში ზოგიერთებს რომ ხელზე აქვთ დახვეული.
სამკურნალო საჭირო თანხის 20%-ც კი არ გამოდის მათი მოცემული თანხა.
საქართველოში ვერ ტარდება ძვლის ტვინის გადანერგვა, რთული ოპერაციები, სწორი მკურნალობა და საერთოდაც ყველაფერი არის ასაშენებელი 0-დან!!!
კიდევ ბევრი რამის დაწერა შემიძლია მაგრამ ისედაც ბევრი მომივიდა.
▶️ რატომ ევროპა?
- იმიტომ რომ ქართველი ონკობავშვების უმრავლესობა მათი გადარჩენილია.
- იმიტომ რომ ევროპაში ასეთი განუკითხაობა არცერთ კლინიკაში არ არის.
- იქ უყვართ ბავშვები
- იქ პატივს სცემენ მშობლებს
- იქ იცავენ ბავშვთა უფლებებს
- იქ პირველი ბავშვის სიცოცხლის ხარისხია!
კომენტარებში პოლემიკაში არ შემოვალ.
ვინც ვერ ხვდება, რა დავწერე, არც ღირს ავუხსნა.
და კიდევ, ეს არ ეხებათ იმ ექიმებს საქართველოში ვინც პროფესიონალებიც არიან და ადამიანურებიც.
#მართასსახელით #წინევროპისკენ", - წერს ფეისბუკმომხმარებელი.
ამ თემაზე კომენტარის და პოზიციის დაფიქსირებისთვის Exclusive tv.ge -ი დაუკავშირდა აღნიშნული კლინიკის ადმინისტრაციას, სადაც მედია მაუწყებლის მიერ დასმულ კითხვებს არ უპასუხეს და ტელეფონი გათიშეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
* საქართველოში კოვიდინფიცირების 2 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი
1778599203
ახალი ამბებიპროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე: მსოფლიოში მიმდინარეობს ფასეულობების რყევა, სირთულეები ძალიან დიდია, მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ერი, ხელისუფლება და ეკლესია გამთლიანებულია ამ ღირებულებების დაცვაში
სირთულეები ძალიან დიდია და ამ სირთულეებს ყველა ხედავს. ყველაზე მეტად ეს სირთულე უკავშირდება ღირებულებებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ერი, საქართველოს ხელისუფლება და ეკლესია გამთლიანებულია ამ...
1778598188
ახალი ამბებიმარიზი კობახიძე შიო III-ზე: არასოდეს მაგისგან კარგი არ გამიგია და ამ წუთში მე არ ვაღიარებ მაგას პატრიარქად
ძალადობრივი აქციებისას დაკავებული თორნიკე გოშაძის დედა და რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი მარიზი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, უწმი...
1778597254
საზოგადოებაკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე: შიო მესამის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გაფართოებული კრების მიერ ასახავს მთელი ქართველი სასულიერო პირებისა და ქართველი ხალხის პოზიციას
კავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე შეიხ ულ ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად შიო მესამის გამორჩევას ეხმიანება. „შიო მესამის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევა საქართველოს მართლმადი...
1778595013
საზოგადოებაპროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე პატრიარქის არჩევნებზე: არავინ ჩარეულა ამ არჩევნებში და ბუნებრივია, ვერ ჩაერეოდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთიანობა და ურთიერთპატივისცემა წმინდა სინოდში შენარჩუნებულია
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს საპატრიარქო ღირსება. უძველეს დროში საქართველოს ეკლესია აყვანილი იყო საპატრიარქო ღირსებაში, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ბრძანდ...
1778593788
საზოგადოებაკარდინალი კოხი პატრიარქ შიოს: განსაკუთრებული სიხარულით შევიტყვე თქვენი არჩევის შესახებ. დარწმუნებული ვარ, თქვენი მსახურება გააძლიერებს სიყვარულისა და ერთობის იმ კავშირებს, რომლებიც იესო ქრისტეს ყველა მორწმუნეს აერთიანებს
უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ ვატიკანიდან კარდინალ კურტ კოხის ოფიციალურ...




























