საბერძნეთში, რამდენიმე დღის ჩვილი რძით დაიხრჩო - მშობლები პასუხისმგებელი პირების სამართლებრივ დევნას ითხოვენ

საბერძნეთში, საავადმყოფოში გარდაცვლილი რამდენიმე დღის ბავშვის მშობლებმა, ყველა პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ პოლიციაში სარჩელი შეიტანეს, როგორ ცნობილია ჩვილის გარდაცვალება რძით დახრჩობამ გამოიწვია.

 მამის განცხადებით, ბავშვის სახლში წასაყვანად ემზადებოდნენ, რადგან ექიმების ინფორმაციით, ის სრულიად ჯანმრთელი იყო, გამოწერამდე რამდენიმე საათით ადრე კი  შეატყობინეს ბავშვი გარდაიცვალა.

" ოჯახურად გაგვანადგურეს და ამისთვის ბოდიშიც კი არავის მოუხდია. მსურდა ერთი ბოდიში მაინც მომესმინა პასუხისმგებელი პირისგან. ამ სარჩელის შეტანის გარდა სხვა არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ვერ ვიჯერებ, რომ სრულიად ჯანმრთელ ბავშვს, ასეთი რამე შეემთხვა " განაცხადა ჩვილის მამამ ტელეკომპანია  Star-თან საუბრისას. 

რამდენიმე დღის ბავშვი მშობლებმა ბავშვთა საავადმყოფოში  ტაქიპნოეს (აჩქარებული სუნთქვის) გამო მიიყვანეს რადგან შიშობდნენ, რომ მას შეიძლება კორონავირუსი ჰქონოდა. გამოკვლევების შედეგად კი დადგინდა, რომ ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყო.

საავადმყოფოდან გამოწერამდე ცოტა ხნით ადრე კი მშობლებს მომხდარი ტრაგედიის შესახებ შეატყობინეს. ბოლო კვებიდან რამდენიმე საათში, საავადმყოფოს თანამშრომლებმა ჩვილი ფერმკრთალი და საკუთარ რძეში გაგუდული იპოვეს. 

ბავშვის გარდაცვალებისთანავე მამამ პოლიციაში პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და მათი სისხლისსამართლებრივი დევნა მოითხოვა. 

საქმესთან დაკავშირებით  წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს.

ასევე საინტერესოა:

🔵საბერძნეთის პოლიცია ათენის გარე უბანში, სახლიდან გატაცებულ 6 წლის ბავშვს ეძებს - ბავშვს დედა ეგონა და უცნობ კაცს, კარები გაუღო

🔵ზახაროვა მიცოტაკისის წინააღმდეგ: "მისი კონგრესში სიტყვით გამოსვლა, იყო მორიგი მცდელობა გაამართლოს თავის ღრმად მცდარი გადაწყვეტილება"

🔵საბერძნეთში ვინ უნდა გაიკეთოს მაიმუნის ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრა ?! - ვაქცინაციის კომიტეტის გადაწყვეტილება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790184550

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ვიცით, რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ოკუპაციის გავლენა, გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სამართლის პატივისცემას

„საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი, მტკიცე პოზიცია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ათწლეულების განმავლობაში საქართველომ თავად გან...

მაკა ბოჭორიშვილი

1790183135

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი

2026 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეექვსე სამიტში - „ერთიანობის გამოცდა, მოქმედებისკენ...

მაკა ბოჭორიშვილი:

1790182026

ახალი ამბები

მარკო რუბიო: უკრაინამ და რუსეთმა გამოხატეს ინტერესი ცეცხლის გარკვეულწილად შეზღუდვაზე, ეს ომს არ დაასრულებს, თუმცა შესაძლოა, უფრო ფართო შეთანხმების საფუძველი გახდეს

ნიუ-იორკში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა დასრულდა. როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსე...

მარკო რუბიო

1790179717

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსესთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება. როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, შეხვედრაზე საქართველოსა და ევროპი...

ირაკლი კობახიძე

1790178569

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.   შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასა...

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა