საქართველოს საელჩო საბერძნეთში კუნძულ როდოსზე არსებულ ხანძრის კერებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საელჩო საბერძნეთში კუნძულ როდოსზე არსებულ ხანძრის კერებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:

❗️❗️❗️ ძვირფასო თანამემამულეებო! 

კუნძულ როდოსზე არსებულ ხანძრის კერებთან დაკავშირებით გაცნობებთ შემდეგს:

საელჩოს მუდმივი კომუნიკაცია აქვს საბერძნეთის კლიმატური კრიზისებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების სამინისტროსთან. 

მიღებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ხანძრების არეალში არ იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები. 

ამასთან, როგორც მოგეხსენებათ, საელჩოში 24 საათის განმავლობაში ფუნქციონერბს ცხელი ხაზი ( +306952220000), რომელზეც ამ დრომდე არ შემოსულა რაიმე შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან.

საელჩოს ცხელი ხაზი განთავსებულია როგორც საელჩოს, ისე საკონსულოს ვებ-გვერდებზე. 

ამასთან, საჭიროების შემთხვევაში მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს, მათ შორის, გამოცხადების შემთხვევაში ევაკუაციის მოთხოვნებს.

საელჩო თავის მხრივ საჭიროებისამებრ მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას!

❗️❗️❗️ შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი +306952220000.

❗️❗️❗️ აქვე მიგითითებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია - 100, სახანძრო სამსახური - 199, სასწრაფო დახმარება - 166.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755958423

ახალი ამბები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.   მდინარაძე აღნიშნულ თანამდებობაზე ან...

მამუკა მდინარაძე

1755957856

ახალი ამბები

ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა

ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა,- ამის შესახებ აღნიშნულია ოხანაშვილის განცხადებაში, რომელიც სუსმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნუ...

ანრი ოხანაშვილი

1755957163

ახალი ამბები

ლევან გაჩეჩილაძე ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს

ლევან გაჩეჩილაძე ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. ბიზნესმენი და პოლიტიკოსი უკანასკნელ გზაზე სიონის საკათედრო ტაძრიდან გააცილეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. გარდაცვლილის ხსოვნას პატივი მიაგეს პრეზი...

ლევან გაჩეჩილაძე გარდაიცვალა

1755954380

ახალი ამბები

ილია მეორე: ლევან გაჩეჩილაძე მარადისობის მკვიდრი გახდა, მისი გული სამშობლოს სიყვარულით იყო განმსჭვალული, ვწუხვართ მისი განშორების გამო და ოჯახის წევრებს თანაგრძნობას ვუცხადებთ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მისი ოჯახის წევრებს თანადგომას უცხადებს. „ლევან გაჩეჩილაძე...

ააა

1755952659

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: ის ფლანგი, რომელიც არჩევნებში აპირებს მონაწილეობას მიღებას, არის უსუსტესი, არჩევნებზე ოპოზიციას ფიასკო ელის

„რუსეთთან რადიკალების კავშირი არ არის ახალი ამბავი ჩვენთვის. ჩვენ გვახსოვს ელენე ხოშტარიას რუბლები, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოედინება. ასევე, ნამდვილად არ გამიკვირდება თუკი ასეთ კავშირებ...

დავით მათიკაშვილი