15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი - ძალიან სერიოზული დღეა
მთვარის მე-14 დღე 15.01-ის 15:29 საათიდან 16.01-ის 16:17 საათამდე მოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისები: ქალწულის მე-7 და მე-18 გრადუსები.
სიმბოლო: საყვირი.
მოქმედება: გამოწვევა.
სახელწოდება: საყვირი, ხეობა.
ვინაიდან ეს მოწოდების დღეა, იგი ასოცირდება საყვირთან. დაკავშირებულია ინფორმაციის წყაროების გამოყენებასთან.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა: კარგია მოგზაურობისათვის, კომერციისა და თამაშებისათვის. ამ დღეს ჩადენილი დანაშაულები იხსნება. ძლიერდება მუსიკის დადებითი ზეგავლენა.
მისტიკური ზეგავლენა: ძალიან სერიოზული დღეა. სცდიან ძალებს ფიზიკურ სამყაროში. მთავარი ეტაპების დასაწყისი დღეა სრულყოფილების მისაღწევად. ბევრი რამ კარგად გამოდის. რეკომენდებულია ინფორმაციაზე მუშაობა, ლოცვა შეიძლება, მაგრამ არა მეტისმეტი გულმოდგინებით. სასარგებლოა მომეტებული ნუშის ჭამა, დამარილებული პროდუქტების მიღება. უარი თქვით მწარეზე და ტკბილზე. სასარგებლოა წმინდა ტექსტებზე მუშაობა. ხდება საიდუმლო ცოდნის მიღება. ადამიანებს ეხსნება მესამე თვალი (თუ მასზე მივმართავთ გულისხმევას). არ შეიძლება არავითარი მაგიური საქმიანობა. არ შეიძლება თვალების გადატვირთვა, სუნამოს გამოყენება. უკეთესია ვერიდოთ სარკეში ცქერას.
სასარგებლოა ნებისმიერი ფიზიკური ვარჯიში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ დღეს ხშირად შემოგვაწვება დარდი და სევდა, მელანქოლია. ბევრი თვითმკვლელობა ხდება. შეიმჩნევა დევნის მანია. სხვა სამყაროებთან კონტაქტები.
სოციალური ზეგავლენა: ძალიან ბედნიერი დღეა, თითქმის ყველაფრისთვის, განსაკუთრებით დიდი, გლობალური, ხანგრძლივი საქმეებისთვის. წარმატებით ხორციელდება სამსახურის შეცვლა. კარგია სასამართლოსა და განქორწინებისათვის. საქმეები წარმატებით წავა, თუმცა შესაძლოა მოყვეს შედეგები.
ნებისმიერი საქმის დაწყება უკეთესია მე-14 დღისთვის გადაიტანოთ. ამ დღეს დაწყებული საქმეები გამოვა. თუ გაუშვით დღე, მთელი თვე დაკარგულია.
სამედიცინო თვალსაზრისით: ამ დღის დაავადებები სწრაფად და ადვილად გაივლის. რეკომენდებულია ორგანიზმის გაწმენდა შხამებისა და ნარჩენებისაგან. ამ დღეს ფსიქიკა გადატვირთულია. შესაძლოა განწყობილების ცვალებადობა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები: საკმაოდ სუსტი ჯანმრთელობისანი არიან. მუდმივად ავტორიტეტის ძიებაში. მათ ექნებათ მოწოდება რაიმეს მიმართ. ახასიათებთ შესანიშნავი შემგუებლობა, შენიღბვის ნიჭი, ჭკუა და ეშმაკობა, უნარი გაიჩინონ მიმდევრები. ისინი მზად არიან გმირობისათვის, თითქმის სტერილურები და საკმაოდ აზიზები არიან.
ზეგავლენა ჩასახვაზე: ამ დღეს ჩასახული ბავშვი არ გაწყვეტს კავშირს სხვა სამყაროსთან. მას წინაპრები მიეხმარებიან. მუდამ ესმოდეთ იქნება სინდისის ხმა. გაუგებარი დარდი და წინათგრძნობა ყოველთვის მათი თანამგზავრი იქნება, მაგრამ კეთილი ძალები ყოველთვის დაიფარავენ, თვით ყველაზე კრიტიკულ მომენტებსა და სიტუაციებშიც კი.
მედიტაცია: ბგერა.
მთვარე იმყოფება ,,ტყუპების'' ზოდიაქოში 13.01-ის 7:07 საათიდან 15.01-ის 20:11 საათამდე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში სასწორის და მერწყულის ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ ლომის და ვერძის ზოდიაქოს. საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მორიელის და თხის რქის ნიშნებს.
ტყუპების და მშვილდოსნის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები. კუროს ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი ქალწულის და თევზების ზოდიაქოსთვის.
დღის პროგნოზი: მერკური გადადის რეტროგრადულ მოძრაობაზე 14 იანვრის დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით 16 საათზე. უკვე რამდენიმე დღეა შენელდა და კრიტიკულად მოქმედებს ცხოვრების ნებისმიერ სფეროზე, 17 და 18 იანვრამდე. კრიტიკულად იმოქმედებს მოლაპარაკებებზე, ზოგადად ჯანმრთელობას და უფრო მეტად ფსიქიკაზე. შევეცადოთ, ფრთხილად ვიყოთ საზოგადოებასთან ურთიერთობის დროს. ასევე, სახეზე იქნება ამინდის მკვეთრი ცვლილებები მსოფლიოს მრავალ რეგიონში.
15 იანვარი სუსტად დადებითი დღე იქნება.
ასტროლოგი: ბესო ბეციაშვილი
წყარო: astrokonsultant
1793889354
ახალი ამბებიდიმიტრი სამხარაძე პაველ ჰერჩინსკის: შენი პატრონები ქართული ეკლესიის ავტორიტეტის შელახვას გვთხოვდნენ! ხომ გახსოვს, შენი მარჩენალები პატარა, ეროვნებით ქართველი ბავშვისთვის სქესის გადაკეთებას რომ ითხოვდნენ?
„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის მიმართავს. „რადგან პავლიკა გააქტიურდა, შევახსენებ, რას გ...
1793887653
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია ალიანსიდან გარიცხულია, ვერ შერიგდებიან, რადგან პრობლემის მთავარი ავტორი სააკაშვილია
„ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია ალიანსიდან გარიცხულია, ისინი ვერ შერიგდებიან, რადგან პრობლემის მთავარი ავტორი მიხეილ სააკაშვილია“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გა...
1793887136
ახალი ამბებისიძულვილის ენის გამოყენებისთვის მოქალაქეები 500-500 ლარით დაჯარიმდნენ
საგარეჯოს რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული ოქმი განიხილა. მოსამართლემ გიორგი ლოლაძე სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარი ჯარიმა დააკის...
1793887079
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ, მარიამ ბანძელაძეს შეხვდა. შ...
1793884988
ახალი ამბებიზურაბ ჩიკვილაძე: ბევრი შეზღუდვა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას ბოლშევიკებისგან - დიდი ბრძოლის შედეგად, ამ „ვაის“ თავი დავაღწიეთ, დღეს კი ევროპელი ფუნქციონერები არანაკლებ სიბოროტეს ჩადიან ჩვენი ქვეყნის მიმართ
„ბევრი შეზღუდვა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას ბოლშევიკებისგან. დიდი ბრძოლის შედეგად, ამ „ვაის“ თავი დავაღწიეთ, დღეს კი ევროპელი ფუნქციონერები არანაკლებ სიბოროტეს ჩადიან ჩვენი ქვეყნის მიმართ“, - წერს საკრებულო...






























