იტალიაში ოთხი ახალგაზრდა მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს - რა მოხდა სინამდვილეში?!
11 იანვარს, გამთენიისას იტალიაში, პიაჩენცას პროვინციაში, დიდი ტრაგედია დატრიალდა. მდინარე ტრებიაში გადავარდნილ მანქანაში ოთხი ახალგაზრდა იპოვეს.
დომენიკო დი კანიო, უილიამ პაგანი, ელიზა ბრიკი და კოსტანტინო მერლო - ოთხივე მეგობარი 20-23 წლის იყო. ელიზა და კოსტანტინო შეყვარებულები იყვნენ. გამოძიებისთვის ამ დრომდე უცნობია, რა გახდა ავარიის მიზეზი. ერთ-ერთ მიზეზად ნისლიანი ამინდი სახელდება. უბედურ შემთხვევამდე მეგობრებმა უილიამის დაბადების დღე აღნიშნეს ერთად.
მეგობრებს მუსიკის სიყვარული აერთიანებდათ და როგორც მათი საერთო მეგობარი ჯოელი ჰყვება, ხშირად განმარტოვდებოდნენ ხოლმე მდინარის ნაპირას, მათ მიერვე აშენებულ ქოხში. უსმენდნენ და ქმნიდნენ საკუთარ მუსიკას, ცდილობდნენ დანარჩენი სამყაროსგან ცოტა ხნით მაინც ყოფილიყვნენ მოწყვეტილნი. ჯოელიც მათთან ერთად უნდა ყოფილიყო იმ დღეს, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა.
"მე და კოსტანტინო სამი წლიდან ვმეგობრობთ, მას შემდეგ რაც მისმა აღმზრდელმა მშობლებმა იშვილეს უკრაინიდან. მათი მუსიკა არ მომწონდა, მაგრამ ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ თავი არ დაენებებინა და ოცნების განხორციელებისკენ სვლა არ შეეწყვიტა" - თქვა ჯოელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
განგაშის ზარს ახალგაზრდების მშობლებმა შემოჰკრეს, მას შემდეგ, რაც არცერთი მათგანი დილით სახლში არ დაბრუნდა. ამასობაში 112-ზე ადგილობრივი მეთევზისგან შევიდა შეტყობინება, მდინარეში გადავარდნილი მანქანის შესახებ. სამწუხაროდ, ადგილზე მისულ მაშველებს, ოთხივე გარდაცვლილი დახვდათ.
1791656831
საზოგადოებაგიორგი პატარიძის განცხადებით, ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილოს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა, რომ ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლებ...
1791654989
ახალი ამბებითბილისში, „დელტას“ ქარხანაში ხანძარია
თბილისში „დელტას“ ქარხანაში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფშია მობილიზებული. მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.
1791654431
საზოგადოებარატომ გახდა საჭირო მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის განმარტება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განმარტა, რატომ გახდა მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა საჭირო. როგორც პატარიძემ აღნ...
1791653970
საზოგადოებაპაატა სალია: სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია
„სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა იუსტიციი...
1791653374
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ურთიერთობების გამწვავების ფონზე განაცხადა, რომ უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების დროა. ტრამპის თქმით, „ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის...

























