ქართველ ემიგრანტს იტალიაში, მოხუცმა ანდერძით ქონება დაუმტკიცა
„ობლის კვერი ცხვაო, ცხვაო და გვიან გამოცხვაო“, მგონი ჩემზეა ნათქვამი, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვიჯერებ იმას, რაც ჩემ თავს ხდება.
მეშვიდე წელია ემიგრანტი ვარ. თავიდან ორი წელი თურქეთში ვიყავი, მაგრამ გახსენებაც არ მინდა იმ პერიოდის, რადგან თვეში 400 დოლარად, საშინელ პირობებში მიწევდა მუშაობა, ამიტომ ევროპისკენ გადავწყვიტე წამოსვლა. აქ, კალაბრიის რეგიონში, ჩემი ნათესავი მეგულებოდა და როცა მითხრა, რომ სამსახურის მოძებნაში დამეხმარებოდა, ბევრი აღარ მიფიქრია, დავადექი იტალიის გზას.
აქ იწყება ის, რაც ალბათ ზღაპარს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობას, მაგრამ მინდა იცოდეთ, ემიგრაციამდე რა გამოვიარე...
წარმოშობით, აჭარის რეგიონიდან ვარ. მშობლები ადრე გარდამეცვალნენ და ბიძამ და ბიცოლამ გამზარდეს. გამზარდეს რა, ჩემით გავიზარდე, სახლში ერთი კვირა რომ არ მივსულიყავი, ჩემი მომკითხავი არავინ იყო. ბიცოლაჩემს მხოლოდ საქმის გასაკეთებლად ვახსენდებოდი. ერთ დღეს, ბიძაჩემს ქუთაისიდან ჯარის ამხანაგი ჩამოუვიდა. ამ კაცს ერთი ახალგაზრდა ახლდა. მაშინვე შევატყვე, რომ სხვანაირად დამიწყო ყურება და არც შევმცდარვარ...
მათი სტუმრობიდან რამდენიმე კვირაში, ეს პიროვნება დედამისთან ერთად დაბრუნდა და ბიძაჩემს ჩემი ხელი სთხოვა. მაშინ 17 წლის ვიყავი, მინდოდა ქალაქში წავსულიყავი, მესწავლა, ცხოვრება მენახა, მაგრამ ვინ გაცადა. ერთი სული ჰქონდათ „პატრონისთვის ჩავებარებინე“ და ასე მიმათხოვეს ეს 17 წლის ბავშვი, 30 წლის კაცს.
აქ დაიწყო ჩემი მეორე ჯოჯოხეთი. დედამთილმა პირველივე დღიდან დაყვედრება დამიწყო, რომ უპატრონო და უქონელი, სავსე ოჯახში შემიყვანეს. შეურაცხყოფამ მუდმივი ხასიათი მიიღო. ვერც ჩემს ქმარს შევეგუე, მაგრამ რა ცუდ დღეში აღმოვჩნდი, ბოლომდე მხოლოდ მას შემდეგ გავაცნობიერე, როცა პირველად დათვრა და სრულიად უმიზეზოდ, სასტიკად მცემა. ამის შემდეგ, ეს სიტუაცია ნორმად იქცა. ჩემი წარსულის მოყოლით თავს აღარ შეგაწყენთ, იმათაც აქვე ვუპასუხებ, ვინც იტყვის რატომ არ წამოხვედი თუ ასე ცუდად იყავიო. თავიდან ვერ წამოვიდოდი, რადგან წასასვლელი არ მქონდა, მერე ბავშვები გაჩნდნენ და სადღა წავსულიყავი. მანამდე ვერ გავშორდი ქმარს, სანამ თვითონ არ წავიდა სხვა ქალთან და ჩვენ უკაპიკოდ არ დაგვტოვა. სწორედ მაშინ მივიღე ემიგრაციაში წამოსვლის გადაწყვეტილება.
როგორც ჩანს, იტალია ჩემი ბედი ყოფილა. ჩამოსვლიდან ერთ კვირაში ვიშოვე სამსახური ერთ არაჩვეულებრივ ოჯახში. მართალია, ხელფასი 700 ევრო მქონდა, მაგრამ მანამდე 700 ევრო ერთად არასდროს მენახა და თავიდან პრეტენზიაც არ გამჩენია. ასე შემოვრჩი ამ სამსახურს ხუთი წელი, სანამ ბებია არ გარდაიცვალა.
ახალი სამსახური ბებიის შვილებმა მიშოვეს, გვერდით ქალაქში. მოხუცი ცოლ-ქმარი იყო. მე ბებიას მოსავლელად დამიქირავეს, რადგან ქმარს არაფერი სჭირდებოდა. მათაც ძალიან კარგად შევეგუე, რადგან მართლა ოჯახის წევრივით მიმიღეს. არც ჩემი დაბადების დღე ავიწყდებოდათ და არც ჩემი შვილების. ყველა დღესასწაულზე ან ფულს მჩუქნიდნენ, ან საჩუქარს მიკეთებდნენ.
დაახლოებით ორი წლის შემდეგ, ცოლი გარდაიცვალა. თან ადამიანურად დამენანა და თან ჩემს თავს ვჩიოდი, სადღა ვნახავდი ასეთ სამსახურს. დასაფლავების შემდეგ, მოხუცმა დამისვა და ისეთი რაღაც შემომთავაზა, რომ მეგონა იტალიურის კარგად არ ცოდნის გამო, რაღაც ვერ გავიგე. მაგრამ არა, ზუსტად ის მითხრა, რაც გავიგე. მოხუცმა შემომთავაზა, რომ თუ სანამ ცოცხალი იქნებოდა მასთან დავრჩებოდი, ანდერძით საკუთარ ქონებას დამიტოვებდა, რადგან არც შვილი ჰყავდათ და არც სხვა ახლო ნათესავი, მას კი მარტოობაში სიკვიდილი არ უნდოდა. ქონება კი იმ სახლს გულისხმობდა რომელშიც ვცხოვრობდით და რამდენიმე ათეულ ათას ევროს ანგარიშზე. გარდა ამისა, სამუშაო კონტრაქტს განმიახლებდა და ჩვეულებრივ გავაგრძელებდი მუშაობას, როგორც მანამდე.
სიმართლე გითხრათ, თავიდან არ დავიჯერე. ჩემთვის ისიც კი საკმარისი იქნებოდა, რომ სამსახური არ დამეკარგა და თავისთან დავეტოვებინე, მით უმეტეს ასეთმა წინადადებამ გაოგნებული დამტოვა. ჩემს მეგობარს რომ ვუთხარი, ეჭვი შეეპარა, რამეს არ გატყუებდესო. მაგრამ ყველა ეჭვი გაიფანტა მაშინ, როცა რამდენიმე დღის წინ, ნოტარიუსთან წავედით და ანდერძი ჩემს თვალწინ შეადგინა.
ვიღაცას შეიძლება ეჭვი შეეპაროს, რომ მე და ამ მოხუც მამაკაცს სხვანაირი, უფრო ახლო, ფიზიკური ურთიერთობა გვაქვს და ამიტომ მიტოვებს ქონებას, მაგრამ ასე არ არის, ჩვენს ურთიერთობას მამაშვილურს დავარქმევდი და მადლობას ვწირავ სამყაროს, რომ რაც ცხოვრებაში წვალება გამოვიარე, ასე დამიფასა.
1790166337
ახალი ამბებიყვარლის მუნიციპალიტეტში 85 წლის ქალი მოკლეს
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში მკვლელობა მოხდა. მოკლულია 85 წლის ქალი. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხ...
1790165593
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე: პატარა „სასახლის გადატრიალება“ TV პირველში და კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ არის თხემითტერფამდე პარტიული ტელეარხი და როგორც ჩანს პარტიამ საკუთარი კონტროლის გაძლიერება მოისურვა
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „TV პირველში“ განხორციელებულ ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. ანალიტიკოსის შეფასებით, წინ არაერთი ცვლილება გველოდება, რადგანაც პარტია „ლელო“, რომელსაც აკრძალვა ემუქრებ...
1790163342
საზოგადოებაირაკლი ლატარია: „იმედსა“ და „POSTV“-ის ობიექტურობას უწუნებდა „ლელო“, როგორც კი მათ ვუხსენებდით „TV პირველს“, ხბოს თვალებით გვპასუხობდნენ - რას ამბობთ, რა შუაშია „ლელო“ და „TV პირველიო“? ჰოდა, არც აციეს, არც აცხელეს და პირდაპირ პრესსამსახურად გაიფორმეს „TV პირველი“
ექსპერტი ირაკლი ლატარია „TV პირველის“ დირექტორად პარტია „ლელოს“ პრესსამსახურის ხელმძღვანელის დანიშვნას სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ლატარია წერს, პარტია „ლელო“ ყველაზე მეტად „იმედისა“ და „POSTV“-...
1790161367
საზოგადოებაინფრასტრუქტურის სამინისტრო: 80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება დაახლოებით 36 საათით შეეზღუდება
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე, ახალი ხიდი შენდება. ხიდის მშენებლობა მისასვლელი საავტომობილო გზების მოწყობის ეტაპზე გადადის. ხიდთან მისასვლელი გზის სამშენე...
1790160537
ახალი ამბებიგია აბაშიძე: „პარწიუგას“ კომუნიკაციების სამსახურის უფროსს, ლევან ჯორბენაძეს აბრას უცვლიან და ჯიბის ტელევიზიის დირექტორად ნიშნავენ - აი, მთელი მათი „ინოვაცია“, ჰგონიათ, რომ გამოცვლილი სახეებით ძველ ჭაობს სურნელი შეეცვლება
„სქემა მარტივია: „პარწიუგას“ კომუნიკაციების სამსახურის უფროსს, ლევან ჯორბენაძეს აბრას უცვლიან და ჯიბის ტელევიზიის დირექტორად ნიშნავენ - აი, მთელი მათი „ინოვაცია“. ჰგონიათ, რომ გამოცვლილი სახეებით ძველ...






























