ქართველი მოჭიდავეების 6 მედალი და გუნდური მე-2 ადგილი ევროპის ჩემპიონატზე

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს შორის. ტურნირის ბოლო ორთაბრძოლა მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონ გენო პეტრიაშვილსა და მის ტრადიციულ მეტოქეს, ტიტულოსანი თურქ ფალავან ტაჰა აკგულს შორის შედგა. სამწუხაროდ ქართველი სპორტსმენი 4:9 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

დღესვე საქართველოს ნაკრების წევრებმა კიდევ სამი მედალი მოიპოვეს და სამივე ბრინჯაო: შოთა ფარტენაძემ(61კგ) მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უკრაინელი ტარას მარკოვიჩი 6:5 დაამარცხა, ავთანდილ კენჭაძემ(74კგ) სომეხ ჰრაირ ალიკხანიანს 8:0 მოუგო, ხოლო მირიან მაისურაძემ(92კგ) უკრაინის სახელით მოასპარეზე ილია არჩაიას 7:2 სძლია.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელ საშეჯიბრო დღეს გივი მაჭარაშვილი(97კგ) ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, ხოლო ედემი ბოლქავაძემ(65კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ამრიგად, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების 10-დან 6 წევრი საპრიზო სამეულში შევიდა და ევროპის 2023 წლის ჩემპიონატი 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილით დავასრულეთ.

21 აპრილიდან კონტინენტის პირველობაზე უკვე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779094151

ახალი ამბები

ლიზა გეგეჭკორი: დროა, სამუდამოდ გაივლოს მკაფიო ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და სხვისი ღირსების ფეხქვეშ გათელვას შორის, დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს დაუსჯელად გინებას, მუქარას და ადამიანების მორალურ განადგურებას

ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი საქართველოს ვიცე-პრემიერის, სახელმწიფო მინისტრის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძის ბრიფინგს გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „შსს-ში შეიქმნება...

ლიზა გეგეჭკორი

1779093225

ახალი ამბები

შარმანაშვილი კშიშტოფ ბრეიზას განცხადებაზე: კარგი, ვთქვათ ჩვენ გამოვიგონეთ სააკაშვილის მიმართ ბრალდებები, სტრასბურგმაც გამოიგონა?!

„კარგი, ვთქვათ ჩვენ გამოვიგონეთ ეს ბრალდებები, სტრასბურგმაც გამოიგონა?!“ - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა. ასე გამოეხმაურა დეპუტატი დამოუკიდებელ მედიაზე თავდამს...

თენგიზ შარმანაშვილი

1779092298

ახალი ამბები

მდინარაძე 26 მაისის აქციაზე: შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ისინი ვერაფერს იზამენ, 4 ოქტომბერს გაცილებით სერიოზულად გვქონდა საქმე, სახელმწიფო ინსტიტუტებმა მოახერხეს, რომ უბედურება აგვეცილებინა თავიდან

შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ მიმიწვდება მაქვს ეს მონაცემები, რომ ისინი ვერაფერს იზამენ. 4 ოქტომბერს გაცილებით სერიოზულად გვქონდა ჩვენ საქმე და მაშინ სახელმწიფო ინსტიტუტებმა მოახერხეს,...

მამუკა მდინარაძე

1779090808

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში გვექნება სამმართველო შსს-ში, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ მონიტორინგს, რათა შუღლი, დაპირისპირება, სიძულვილის ენა იქნეს ამ ქვეყანაში უარყოფილი ერთხელ და სამუდამოდ

მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში უკვე გვექნება სამმართველო შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ მონიტორინგს, რათა შუღლი, დაპირისპირება, სიძულვილის ენა იქნეს ამ ქვეყანაში უარყოფილი ერთხე...

მამუკა მდინარაძე

1779088484

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მინისტრთან გამართული საკმაოდ დეტალური, საგნობრივი კონსულტაციების შედეგად, შევთანხმდით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, უმოკლეს ვადაში, შეიქმნება სპეციალურ...

მამუკა მდინარაძე