როდემდე იქნება სავალდებულო Green pass-ი იტალიაში

იტალიაში საგანგებო მდგომარეობა მარტამდე გაგრძელდება, ხოლო Green pass-ი სავალდებულო ივნისამდე იქნება? ეს არის საკითხები, რომელზეც იტალიის მთავრობა, ვაქცინაციის კამპანიის მეორე ფაზის ფარგლებში, აქტიურად მუშაობს. ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში, მიუხედავად დაინფიცირების ინდექსის გაზრდისა, მთელი ქვეყანა სრული დატვირთვით ამოქმედდება. მთავრობას გადაწყვეტილების მისაღებად დრო ცოტა აქვს, რადგან მოქმედ დეკრეტს ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბერს გასდის.

„სხვა შეზღუდვების თარიღებზე კამათი შეიძლება, მაგრამ Green pass-ი რომ სავალდებულო უნდა იყოს ზაფხულამდე მაინც, ამაზე ხელისუფლება თანხმდება“- განაცხადა იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა, რობერტო სპერანცამ ჟურნალისტებთან საუბრისას. „Green pass-ი საშუალებას გვაძლევს ვიცხოვროთ სრულფასოვნად, სრული დატვირთვით იმუშაონ რესტორნებმა, მუზეუმებმა და სხვა დაწესებულებებმა. Green pass-ი აუცილებელია იმისთვის, რომ ხელახალი ჩაკეტვა და შეზღუდვები თავიდან ავიცილოთ“ - განმარტავს სპერანცამ.

რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მიმდინარე დეკრეტის თანახმად, ის 31 დეკემბერს სრულდება, მაგრამ მთავრობას მისი გახანგრძლივება 2022 წლის 31 იანვრამდე თავისუფლად შეუძლია, რადგან იტალიის კანონმდებლობის მიხედვით, საყოველთაო საგანგებო მდგომარეობა ხელისუფლებამ შეუძლია გამოაცხადოს 12 თვით და გაახანგრძლივოს კიდევ 12 თვით. იქიდან გამომდინარე რომ პანდემიასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა 2019 წლის 31 იანვარს იქნა გამოცხადებული, ყველა ვადის გათვალისწინებით, ის 2022 წლის 31 იანვარს უნდა დასრულდეს. მაგრამ არსებობს გზები, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც, მთავრობას კანონმდებლობის დარღვევის გარეშე  შეუძლია შეზღუდვების გახანგრძლივება.

რაც შეეხება დაინფიცირების ინდექსის ცვლილების მიხედვით, რეგიონებისთვის ფერების მინიჭების სისტემას, დიდი ალბათობით კვლავ ძალაში დარჩება. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ადგილების რაოდენობას მიექცევა. ამ ეტაპზე "გაყვითლება" იტალიის ორ რეგიონს ემუქრება. ესენია: ფრიული-ვენეცია-ჯულია და ტრენტინო-ალტო-ადიჯე.

დეკრეტის ვადის გასვლასთან ერთად, უნდა გადაიხედოს პირბადეების საკითხიც. თითქმის გადაწყვეტილია, რომ დახურულ სივრცეში ნიღბის ტარება და დისტანციის დაცვა, კვლავ სავალდებულო იქნება.

წყარო: corriere.it

მასალის გამოყენების პირობები






სხვა სიახლეები

1794680000

სპორტი

„არ აქვს მნიშვნელობა მოიგებს თუ წააგებს, ის გამარჯვებულია ჩემთვის და ყველასთვის!“ - მერაბ დვალიშვილის მიმართვა საბა ლაზიშვილს

აბუ-დაბიში განვითარებული ხმაურიანი მოვლენებისა და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, მერაბ დვალიშვილმა ახალგაზრდა ქართველ მოჭიდავეს საბა ლაზიშვილს ემოციური სიტყვით მიმართა. 21 წლის სპორტსმენი იურაია ფეიბ...

 მერაბ დვალიშვილი

1794675556

სპორტი

მერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა

მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა. შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამ...

მერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა

1794675512

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანს არ შეუტიოს, თუ თეირანი აშშ-ის პროვოცირებას არ მოახდენს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანზე თავდასხმისგან თავი შეიკავოს, თუ თეირანი ან იემენელი „ჰუსიტები“, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, ახალ პროვოკაციებს არ განახორციე...

დონალდ ტრამპი

1794673487

სპორტი

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა უნგრეთის წინააღმდეგ ცნობილია!

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ წლის ბოლო საშინაო მატჩისთვის, რომელსაც უნგრეთთან ჩაატარებს, სასტარტო შემადგენლობა შეარჩია. საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მე-5 ტუ...

საქართველოს ნაკრების

1794671457

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი: ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას

„ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნი...

გიორგი სოსიაშვილი