შეგიძლიათ თუ არა, იტალიური საბუთით, ევროპის სხვა ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრება და მუშაობა?!
იტალიური ბინადრობის ნებართვით ევროპის სხვა ქვეყანაში ცხოვრება და მუშაობა შესაძლებელია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ პირს აქვს „მუდმივი“ ბინადრობის ნებართვა, ე.წ. Permesso di soggiorno CE, რომელსაც ადრე “კარტა დი სოჯორნო“ ერქვა. აღნიშნული კანონი იტალიაში 2007 წლიდან მოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ ამ ტიპის საბუთი, იტალიაში ლეგალურად 5 წლიანი ცხოვრების შემდეგ შეგიძლიათ გააკეთოთ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს, გარკვეულ პირობებში, უფლება აქვს შეზღუდოს მსგავსი ტიპის საბუთის გაცემის რაოდენობა.
რის უფლებას იძლევა Permesso di soggiorno CE?
• აღნიშნული საბუთის ქონის შემთხვევაში, პირს შეუძლია შეუზღუდავად გადაადგილდეს შენგენის ზონის ქვეყნებში ვიზის გარეშე.
• იმუშაოს ლეგალურად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, როგორც დაქვემდებარებულმა თანამშრომელმა, ასევე ავტონომიურად.
• ისარგებლოს მასპინძელი ქვეყნის საჯარო სერვისებით.
• ჩაერთოს მიმღები ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
• მიიღოს განათლება.
რა უნდა გაითვალისწინოთ!
პირი აუცილებლად უნდა ინფორმირდეს, თუ რა დამატებითი მოთხოვნები შეიძლება ჰქონდეს მიმღებ ქვეყანას:
• შესაძლოა მოითხოვონ გარკვეული ფინანსური გარანტია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დამოუკიდებლად აპირებთ რაიმე აქტივობის დაწყებას.
• ასევე შესაძლოა მოითხოვონ ინფორმაცია, თუ სად იცხოვრებს პირი მიმღებ ქვეყანაში.
• თუ აქვს სამედიცინო დაზღვევა.
• გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა მოითხოვონ მიმღებ ქვეყანაში პირის დამსაქმებლის და სამუშაო კონტრაქტის არსებობის შესახებ ინფორმაცია.
გაუქმდება თუ არა პირის იტალიური საბუთი, სხვა ქვეყანაში სამუშაოდ წასვლის შემთხვევაში?
• სხვა ქვეყანაში სამუშაოდ, ან სასწავლებლად წასვლა, ავტომატურად იტალიური საბუთის გაუქმებას არ იწვევს. ეს მოხდება იმ შემთვევაში, თუ პირი მიმღები ქვეყნის საბუთს გააკეთებს.
ნინა მამუკაძე
იტალია, ფლორენცია
წყარო: stranieriditalia.com
1794418145
ახალი ამბებიგიორგი კახიანი: პოლიტიკური პარტიის აკრძალვა პროპორციული ღონისძიებაა, რადგან ემსახურება იმ ფუნდამენტური კონსტიტუციური წესრიგის დაცვას, რომელიც თავად პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს
„როდესაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება ორი ფუნდამენტური კონსტიტუციური ინტერესი. ერთი მხრივ, ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა, კონსტიტუციური...
1794417130
ახალი ამბებითბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანი ჩაცხრილეს
თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, „გერმანული ჰოსპიტლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ორი ადამიანი ჩაცხრილეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ექსკლუზივს“ განუცხ...
1794415878
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ, ბულგარეთში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო
„გლოვის ამ დღეს, ქართველი ხალხის სახელით, სოლიდარობას ვუცხადებ ბულგარელ ხალხს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი X-ზე წერს. პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა...
1794413989
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი
„ჩვენი თვალთახედვით, რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც მოპასუხე მხარე, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი“, - გ...
1794411572
ახალი ამბებინათია თურნავა: საქართველოს საფინანსო სექტორის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი მაღალია, შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებები საინვესტიციო პროცედურების გამარტივებას ემსახურება
„საქართველოს საფინანსო სექტორი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით წამყვან პოზიციას იკავებს და ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების დაახლოებით 36-40% სწო...






























