ვაქცინით გამოწვეულ ზიანს სახელმწიფო აანაზღაურებს

ახალმა რეალობამ, რაც გულისხმობს იტალიაში 50 წლის და მის ზემოთ მყოფი ასაკის მოქალაქეებისთვის ვაქცინაციის ვალდებულებას, საზოგადოებაში კვლავ აქტუალური გახადა კითხვა: რა ხდება მაშინ თუ Covid19-ის ვაქცინა უარყოფით ზეგავლენას მოახდენს მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე (გვერდითი მოვლენების სახით გამოვლენა) და ვინ უნდა აანაზღაუროს ზარალი?

საკითხი ძალიან დელიკატურია, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანტივაქსერებისთვის. მათთვის, ვინ ფიქრობს რომ აცრა მხოლოდ ცუდ ზეგავლენას მოახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე. 

იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ანდრეა კოსტა Rai Radio1-ის გადაცემაში ,,Radio anch'io" განმარტა, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად მასობრივი ვაქცინაციის პროცესში სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეს ვაქცინის შედეგად ჯანმრთელობის პრობლემა, ზიანი მიადგება. სახელმწიფოს ევალება ზარალის ანაზღაურება." ანდრეა კოსტამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ დამატებითი დაზუსტება ან დებულების საჭიროება დადგება ამას უახლოეს დღეებში შეაფასებენ. 

იტალიაში ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა კონსტიტუციონალისტმა, საბინო კასეზემ La 7-ს გადაცემაში ,,in onda" პასუხი გასცა ამ საკითხის ირგვლივ დასმულ შეკითხვებს. ,,ვაქცინის შედეგად ნებისმიერ გვერდით ზემოქმედებაზე პასუხისმგებლობა აუცილებლად სახელმწიფოს ეკისრება. სავალდებულო სამედიცინო მკურნალობა კანონით გათვალისწინებულია, ლეგიტიმურია." მისი თქმით მნიშვნელოვანი  კატეგორიებია ე.წ განსაკუთრებული კატეგორია, პირობითი, სანქცირებული. ,,პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს ,,განსაკუთრებულ კატეგორიებთან", რომელიც პედიატრიულია და ეხება 5-12 წლის ასაკის ბავშვებს. მეორე შემთხვევა ,,განპირობებულია" ანუ თუ რაიმე აქტივობის გაკეთება გინდა  აცრა უნდა გაიკეთო, მაგალითად როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა გსურთ. და ბოლოს მათ შეუძლიათ სანქცირება. ეს არის ზოგადი პრინციპები და კრიტერიუმები, რომლებიც არასასურველი რეაქციების შემთხვევაში უნდა იყოს შთაგონებული." კონსტიტუციონალისტი აცხადებს, რომ ვაქცინით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სახელწიფოსთვის, კანონით არის გათვალისწინებული.

ნონა გედენიძე სპეციალურად ExclusiveTV.ge-სთვის ემილია-რომანიადან

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791656831

საზოგადოება

გიორგი პატარიძის განცხადებით, ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილოს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა, რომ ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლებ...

გიორგი პატარიძე

1791654989

ახალი ამბები

თბილისში, „დელტას“ ქარხანაში ხანძარია

თბილისში „დელტას“ ქარხანაში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფშია მობილიზებული. მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.

ხანძარი ლიკვიდირებულია

1791654431

საზოგადოება

რატომ გახდა საჭირო მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის განმარტება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განმარტა, რატომ გახდა მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა საჭირო. როგორც პატარიძემ აღნ...

გიორგი პატარიძე

1791653970

საზოგადოება

პაატა სალია: სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია

„სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა იუსტიციი...

პაატა სალია

1791653374

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ურთიერთობების გამწვავების ფონზე განაცხადა, რომ უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების დროა. ტრამპის თქმით, „ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის...

დონალდ ტრამპი