(გაგრძელება) ქართველი მომვლელის საიდუმლო მინიშნება: „მე მარია ვარ, აქედან გაიქეცი!“
საემიგრაციო მედიაპლატფორმა Exclusivetv.ge იწყებს ახალ პროექტს - „ემიგრანტის პროზა“. ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ ემიგრანტი ქალბატონის, სალომე გოგოლაძის საავტორო რუბრიკას „მძიმე ჩემოდანი“, სადაც მისი მოთხრობები დაიბეჭდება.
ისტორიის დასაწყისი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე (გაგრძელება)
ანჯელა მარიას ორი ქალოშვილი ჰყავდა. ანტონელა და კატია ადრიანოები. ორივე გათხოვილი იყო. ანტონელა კარაბინიერია, ხასიათიც შესაფერისი აქვს ხისტი და ჩქარი. სულ გარბის, სულ წიოკშია, კატია, შედარებით მშვიდია, ზედმეტად პედანტი და მომთხოვნი. ცივი და უჟმური. მე, როგორც ოჯახის ახალი ბადანტე ორივეს მეთვალყურეობის ქვეშ ვარ. საქმე იმაშია, რომ დები დასანახად ვერ იტანდნენ ერთმანეთს, არ ვიცი წარსულში რა მოხდა მათ შორის, მაგრამ ორივე ცდილობდა შთაბეჭდილება მოეხდინა დედაზე, რომელიც ზედმეტი ყურადღებისგან განებივრებული ბავშვივით ცდილობდა ყველა თავისი ახირება და კაპრიზი დაეკმაყოფილებინათ.
ზოგადად იტალიელი ოჯახებისთვის დამახასიათებელია დედმამიშვილებს შორის სიძულვილი. როგორც მერე მივხვდი, ყველაფერი ქონების და ფულის გამო ხდებოდა. არც ეს ოჯახი იყო გამონაკლისი, ამჯერად გარდაცვლილი მამის ყოფილი ბინის გამო იყო დებს შორის გაცხოველებული მტრობა. სამწუხაროდ, ოქროს შუალედის პოვნა მე უნდა შემძლებოდა, ანუ დებს შორის ისეთი როლი უნდა მეთამაშა, რომ არც ერთი მათგანი არ უნდა მექო და არ უნდა უნდა მეძაგებინა. მიუხედავად იმისა, რომ მზად იყვნენ ერთმანეთისთვის ყველაფერი ეკადრებინათ, ერთმანეთის ტყავს მაინც არ დახევდნენ. ჩემთან კი, მოურიდებლად ლანძღავდნენ ერთმანეთს.
ყოველი დღე იყო სიურპრიზებით სავსე. იწყებოდა დილა და მე და ანჯელა- მარიას ჩხუბი საცვლის გამოცვლაზე. ცოცხალი თავით არ უნდოდა გახდა და დაბანა, განსაკუთრებით კი ქვედა ნაწილებს ვერ თმობდა.
- ანჯელა, მოდი მოგეხმარები! - ანჯელა წარბაწეული მიყურებს უნდობლად.
- მე არ მჭირდება გამოცვლა, ახლახან დავიბანე!
- ანჯელა, დღეს ხომ სტუმრად მიდიხარ, ხომ გინდა ყველაზე ლამაზად გამოიყურებოდე?
- განა არა ვარ ლამაზი? - აიწკიპა ბოდეში ჩაკვეხებული დამჭკნარი ძუძუები.. და უკანალი სასაცილოდ გამობზიკა.
- რა თქმა უნდა ხარ! - მაგრამ უფრო ლამაზი რომ იყო უნდა დაიბანო..
- ხომ გითხარი უკვე დავიბანე-თქო!
ღმერთო, ამ ქალთან არაფერი გამდის.
ყოფელი დღე ხელჩართული ბრძოლა გვაქვს.. შვილები კი მკაცრად ითხოვენ ვიყო: კარგი მზარეული, კარგი დამლაგებელი, კარგი ფსიქოლოგი და თან დღეში ათჯერ სიცხეში თუ სიცივეში ანჯელასთან ერთად ლუნგო მარეს ტერიტორიაზე ვატარო დედა მაგათი. ჰო, კიდევ, ყველაფერს რასაც ვამზადებ ფოტო უნდა გადავუღო. უნდა დავწერო, იმ დღეს რა ჭამა დედამისმა, რამდენი ჰქონდა წნევა და რამდენჯერ ჰქონდა კუჭის მოქმედება.. მენიუ საგანგებოდ შერჩეულია: ხორცით, ბოსტნეულით, ხილითა და თევზეულით.
თენდება, მზის სხივები შემოიჭრა ფანჯრიდან.. დღეს კვირაა, ანჯელა მესაზე უნდა წავიყვანო, უნდა მოვასწრო დილის ცერემონიალი ჩაცმა დახურვა, კოლაციონი. იმდენ თავ წამალს სვამს სათვალავი აგერევა. იმ დილით კარგ ხასიათზე გაიღვიძა. სულ ღიღინით ჩავიცვით, თხუთმეტ წუთში ეკლესიაში უნდა ვიყოთ, მეც ნაჩქარევად მოვწესრიგდი. გასაღები მოვიძიე, ვერსად ვიპოვე, ალბათ ანჯელამ თუ გადამალა თავისი საცვლებისა და ხელსახოცის გროვაში. ვცდილობ ნერვებს არ ავყვე და სათითაოდ, ვეძებ ამ უსარგებლო ნაგავში გადამალულ გასაღებს.. ანჯელას აშკარად არ მოსწონს რომ მის ნივთებში ვიქექები..
- სად დადე ანჯელა გასაღები?
- მე არაფერი დამიმალავს, რას ეძებ ჩემს ტანსაცმელში?
- ახლავე დაურეკე ანტონელას, ხვალიდან აქ აღარ იმუშავებ, წადი ჩემი სახლიდან, ვერ გიტან, ვერაა!
- ანჯელა, მომეცი გასაღები, მესაზე გვაგვიანდება.
- არ მაქვს ხომ გითხარი! - იცინის და სახეზე ირონიული გამომეტყველება ესახება.
ღმერთო, ოღონდაც არ გავგიჟდე! - ვფიქრობ გულში და ვცდილობ ნერვებმა არ მიმტყუნოს.
ანჯელას ტელეფონის ზარი გაბმულად რეკავს საიდანღაც. ამასობაში ტელეფონიც გადაუმალია. სანამ ვიპოვიდი ზარი გაითიშა. ანჯელა სულ გადაირია. რეკავდა, ჩემი შვილი რეკავდა და ვერ ვუპასუხე. ზარი ჩემი ტელეფონიდან გავუშვი. როგორც იქნა ხმით მივაკვლიე, პირსახოცების ქვეშ ვიბრირებდა. წინა ზარი, ანჯელას უმცროს შვილს ეკუთვნოდა. გადავრეკე, ქალმა გაბრაზებული ტონით მიპასუხა:
- კიდევ სახლში ხართ? რატომ არ წაიყვანე დედა მესაზე?
- კატია, იცით, სახლის გასაღები ვერ ვიპოვეთ.
- გასაღები შენ უნდა აკონტროლო, ეს რა უპასუხისმგებლობაა.
- გასაღებს არ მაძლევს დედათქვენი, და საერთოდ ის ყველაფერს მალავს, ჭიქებს და ტილოებსაც კი..
- ჰმ, ანუ დედაჩემის ბრალია? თქვენ რა პირველად მუშაობთ ასეთი ტიპის ავადმყოფთან? გამოდის არ გაქვთ გამოცდილება.
- გამოცდილება ნამდვილად მაქვს, ის ძალიან რთულია, უფრო საშინელია.
- როგორ ბედავთ, დედაჩემია საშინელება? - დედააა, დამალაპარაკე ახლავე!
- ჰო, შვილო, კატია ხარ! მოდი, ეს გოგო აქედან უნდა წავიდეს, მე არავინ არ მჭირდება არააა, გასაგებია?
- კარგი დედა, არ ინერვიულო! - შენ მესაზე წადი, გასაღები სად გაქვს დედიკო?
- აი, აქ მაქვს ჩანთაში? - ამოიღო გადამალული გასაღებების აცმულა.
- ჰო, კარგი გოგო ხარ, ძალიან კარგი! ახლა კარები დაკეტე და ეკლესიაში წადი მარიასთან ერთად.
- ჰო, ჰო, სწორედ მასე მოვიქცევი!
ეკლესიასთან უცნაურად ჩაცმული ხალხი შეკრებილიყო. მარია - ანჯელა ხელკავ გამოდებული მომყვებოდა. გზა და გზა სულ ბუზღუნებდა, დავაგვიანეთო. შეგროვილ ხალხს დავაკვირდი, ოპერატორი, რეჟისორი და მსახიობები იყვნენ. ზოგიერთი ვიცანი კიდეც. ეკლესიიდან კუბო გამოჰქონდათ, რა თქმა უნდა ბუტაფორია იყო. ანჯელას ვეუბნები რომ ფილმს იღებენ და ეკლესიაში ვერ შევალთ. არაფერი ესმის, ჯიუტად ცდილობს ხალხის წრე გაარღვიოს. უეცრად კარებში, ბერის ანაფორაში ჩაცმული მაღალი მამაკაცი გამოჩნდა, რომელიც პადრე პიოს წააგავდა, იტალიელებისთვის პადრე პიო, მნიშვნელოვანი წმინდანია, ბებიაჩემმა მაშინვე იცნო, რადგანაც მისი ფოტო საძინებელ ოთახში ეკიდა და ყოველ დღე მეგობარივით ესაუბრებოდა. ანჯელა - მარია აკანკალდა, მივხვდი რაღაც მოხდებოდა გაუთვალისწინებელი. უეცრად ელვის სისწაფით გამისხლტა ხელიდან და მის წინ და მუხლებზე დაეცა..
- პადრე პიო, მე ანჯელა - მარია ვარ, ხომ მიცანი! მიშველე პადრე პიო! ხომ მიშველი? მსახიობი არ დაიბნა, კამერები შემობრუნდნენ, რეჟიროსმა ხელით ანიშნა მცველებს კადრი არ გაეფუჭებინათ.
„პადრე პიო“ დაიხარა, ანჯელას მხრებში ხელი მოჰკიდა, ფეხზე წამოაყენა და ჯვარი გადასახა.
- უფალი შენთანაა შვილო ჩემო! - უთხრა მან თბილი ხმით, რომელიც შეიძლება მხოლოდ წმინდანებს აღმოხდეთ..
- გადაღებულია!- გავიგონე რეჟისორის ხმა.
ანჯელა, წავიდეთ შინ!- ვუთხარი მოხუცს და ხალხის ბრბოდან გამოვიყვანე. ჩვენს უკან ხალხის ტაში არ ცხრებოდა. ეს იყო პირველი და უკანასკნელი როლი ბებიაჩემი ანჯელა- მარია ბრუკოლის ცხოვრებაში.
გაგრძელება: ორშაბათს, 15 მაისს exclusivetv.ge-ს პლატფორმაზე
ავტორი: სალომე გოგოლაძე / იტალია/ ქალაქი ბარი
📌 დასაწყისი - ქართველი მომვლელის საიდუმლო მინიშნება: „მე მარია ვარ, აქედან გაიქეცი!“
მოგვწერეთ თქვენი საემიგრაციო ისტორიები!
პატივისცემით, Exclusivetv.ge-ს გენერალური დირექტორი და ჟურნალისტი იტალიაში ხათუნა შარაძე

1788961169
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: თვითონ ოპოზიციაში რა პროცესებიც მიმდინარეობს ერთის მხრივ ეს არის ხელოვნური პროცესები, იმავე ალიანსის შექმნა და იმ ალიანსში ხმაური, ვინაიდან მოქალაქეების ყურადღების გადატანა სურდათ გარე პატრონებს
თვითონ ოპოზიციაში რა პროცესებიც მიმდინარეობს ერთის მხრივ ეს არის ხელოვნური პროცესები, იგივე ალიანსის შექმნა და იმ ალიანსში ხმაური, ვინაიდან მოქალაქეების ყურადღების გადატანა სურდათ გარე პატრონებს, - გა...
1788961054
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კისერზე შემომხტარ ამ რედაქციას უნდა, რაღაც დივიდენდი მიიღონ ამ პოლიტიკურ ასპარეზზე
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი „ასავალ-დასავლის“ მთავარი რედაქტორის ლაშა ნადარეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ციხეში გამოკეტილმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლომის ხახი...
1788959589
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად, ნორვეგიის მეფის, მისი უდიდებულესობა ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად, ნორვეგიის მეფის, მისი უდიდებულესობა ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო, - ინფორმაციას პრეზიდენტის ად...
1788959365
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6104 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6114 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...
1788958984
საზოგადოებაფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით იწყება ბათუმი-სარფის პროექტის განხორციელება, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია
„დღეს ხელი მოეწერა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, პრაქტიკულად, ბოლო ნაწილია, საუბარია ბათუმი-სარფის მონაკვეთზე. პრო...




























