მანქანით ხევში გადავვარდით, ჩემი ქმარი ადგილზე დაიღუპა. ყველა მე მადანაშაულებდა ჩემი ქრმის სიკვდილში. დედამთილმა კი წარმოუდგენილი რამ გააკეთა…
სიყვარულით გავთხოვდი და უბედნიერესი ვიყავი. არაჩვეულებრივი მეუღლე მყავდა, საუკეთესო ოჯახში შევედი. მანებივრებდნენ და ხელის გულზე მატარებდნენ. გათხოვებიდან ექვსი თვის მერე მამამთილმა მანქანა მიყიდა. ტარება არ ვიცოდი და ჩემი ქმარი მასწავლიდა. მონდომებული ვიყავი და თან, თავდაჯერებული. ქალაქგარეთ გავდიოდით და იქ მსვამდა საჭესთან.
ერთ-ერთი ასეთი გასვლისას, საჭე ვერ დავიმორჩილე და ხევში გადავვარდით. მეუღლე ადგილზე დაიღუპა, მე კი უამრავი დაზიანება მივიღე. კრიტიკული სიტუაცია იყო, ექიმებს ჩემს გადარჩენაში ეჭვი ეპარებოდათ, თუმცა, ღვთის წყალობით, გადავრჩი. დედამთილი გვერდიდან არ მომცილებია, მიუხედავად იმისა, რომ ქმრის სიკვდილში სანათესავო მე მდებდა ბრალს და ყველამ ზურგი მაქცია. მამამთილმა, დარდს ვერ გაუძლო, თავს იდანაშაულებდა, მანქანა რომ მიყიდა. სულ იმას ამბობდა: ჩემი შვილი მე მოვკალი, რა ხელზე ვიყიდე ის ავად სახსენებელი მანქანაო.
რვა თვეში, დარდისგან დაილია და ინფარქტით გარდაიცვალა. ისიც მის შვილთან წავიდა. დავრჩით სახლში მე და ჩემი დედამთილი. მის წინაშე დამნაშავედ მიმაჩნდა თავი, თუმცა, თავად არასოდეს უგრძნობინებია რაიმე, თუნდაც გადაკრული სიტყვა. სულ იმას მიმეორებდა: ჩემი შვილსგან ყველაზე ძვირფასი შენ დამრჩი, ღმერთის ნება იყო მისი ამ ქვეყნიდან წასვლა, ის იქ მყავდეს კარგად და შენ – აქ, არასოდეს გკრავ ხელს და დაგადანაშაულებ, მომსწრე ვარ, როგორ გიყვარდათ ერთმანეთი და ახლა, ყველაზე მეტად შენ გიჭირს და გტკივაო. ერთი სიტყვით, რომ არა მისი გვერდით დგომა, ნამდვილად ვერ გადავიტანდი ამ ამბავს.
გავიდა დრო და ისევ დედამთილმა იზრუნა ჩემს ბედნიერებაზე. ბევრჯერ წამოჭრა თემა: შვილო, ახალგაზრდა ხარ, ცოდო ხარ მარტოობისთვის, ჩემს შვილს გაუხარდება თუ ბედნიერი იქნები. შენ ხომ გინდა, გყავდეს შვილი, ამიტომ უნდა გათხოვდეო. მე კი სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი, ყოველთვის ვუბრაზდებოდი. ვეუბნებოდი: კარგით, რა, მთელი ცხოვრება ვერ მოვინელებ ამ ტკივილს, მე ჩემი ქმარი მიყვარს, სხვა არავინ მინდა, მას ვერ ვუღალატებ, ეს ყოფილა ჩვენი ბედი და იმქვეყნად რომ მივალ, მხოლოდ მისი ვიქნები-მეთქი. მაგრამ იმდენი ქნა, სანამ ტვინი არ გადამიტრიალა. ჩემი ქმრის გარდაცვალებიდან ზუსტად ათი წლის მერე თავად გამონახა ჩემთვის საქმრო, სახლში მოიყვანა და გამაცნო.
დღეს მეც და ნიკაც, ჩემს დედამთილთან ვცხოვრობთ და ჩემს დათუნას როგორც საკუთარ შვილიშვილს, ისე მიზრდის. შვილს გარდაცვლილი ქმრის სახელი დავარქვი და ჩემი დედამთილი ამბობს: როცა ვუყურებ, სახლში რომ დარბის, ასე მგონია, ჩემი დათუნა მისი სახით გამომიგზავნა უფალმაო. ხშირად დადის შვილის საფლავზე და მეუბნება: ყველაფერს ვუყვები, ვიცი, მასაც უხარია შენი ამბებიო. არ ვიცი, ეს ქალი რომ გვერდით არ მყოლოდა, რა მეშველებოდა. თავად მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ და ჩემი ოჯახი ვერც ჩემი მკურნალობის საფასურს გადაიხდიდა და ვერც იმას მომცემდა, რაც მან გამიკეთა. ნამდვილად არ ვასხვავებ დედისგან და მართლა გულით მიყვარს.
მას რომ რამე მოუვიდეს, ასე მგონია, ვერ გადავიტან. ჩემი დედამთილია ახლა ჩემთვის ყველაზე დიდი მეგობარი, საყრდენი და ძალა. მიუხედავად ქმარ-შვილის გარდაცვალებისა, ადამიანობა გამოიჩინა, არ მიმატოვა, მიპატრონა და მისი წყალობით დედობასაც ვეზიარე და გვერდით საყვარელი ადამიანიც მიდგას. ჩემს ქმარსაც თბილად ექცევა და ცდილობს, მისი თანდასწრებით გარდაცვლილ შვილზე არ ისაუბროს. ჩემ გამო ნათესავებიც კი დაკარგა. მახსოვს, მოდიოდნენ და უჩიჩინებდნენ: ამის ბრალია ჩვენი ბიჭის გარდაცვალება, ეს რომ არა, დღეს ცოცხალი გვეყოლებოდა. რას დალოლიავებ და დასტრიალებ თავს, თვალი გაახილეო. არ დაუჯერა, არ აჰყვა მათ სიტყვებს და გვერდიდან არ მომიცილა. ეს არის ქალი, რომელიც მუდამ სამაგალითო იქნება ჩემთვის, არასოდეს ვატკენ გულს და არც არასოდეს დავუვიწყებ იმას, რაც ჩემთვის გააკეთა.
ნინი, 38 წლის.
შენიშვნა – სტატიის ფოტო მითითებულია პირობითად
წყარო: dainteresdi.club
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 "ახალი ომიკრონი ძალიან გადამდებია და ელვისებურად ვრცელდება" – გიორგი ფხაკაძე
📌 პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბარი აბსურდია - ანრი ოხანაშვილი გვარამიას დაპატიმრებაზე
1791304037
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: როგორ შეიძლება, მოლდოვა უსწრებდეს საქართველოს, რომელიც გამჭვირვალობის კუთხით პირველ ადგილზეა, თუ სხვა სახელმწიფოსთან შეერთების ხარჯზე გვაჯობებს, ამის ნამდვილად არ შეგვშურდება
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირში გაერთიანების გზაზე მოლდოვას მიღწევებთან დაკავშირებით ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრი...
1791299576
ახალი ამბებიჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს
„პირველი არხის“ ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2-ს" საქართველოს პროკურატურაში დაუდასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ნო...
1791299385
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი ნელ-ნელა უკან იხევს საკუთარი დაპირებიდან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, კანდიდატ ქვეყნებშიც ამაზე დიდი სკეფსისია
ეროვნულ ინტერესებს არასდროს უნდა ვუღალატოთ, ეროვნული ინტერესები ყოველთვის მდგომარეობს მშვიდობიან განვითარებაში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და კეთილდღეობის ზრდაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლ...
1791298228
საზოგადოება„რთველი ჩვენი ტრადიციების და ჩვენი იდენტობის ნაწილია“ - მაკა ბოჭორიშვილმა დიპლომატიურ კორპუსს წინანდალში უმასპინძლა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წინანდალში რთველში უმასპინძლა. დიპლომატები გაეცნენ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვ...
1791297512
ახალი ამბებიეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია
ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში, ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველ ძიუდოისტს ძალიან ცოტა დააკლდა, რომ ზედიზედ მეორედ გამხდარიყო მსოფლიოს ჩემპიონი. 57 კგ წონით კატეგორია...






























